დიალექტიკის
პრინციპები და მისი ალტერნატივები
დიალექტიკა (ბერძნ.: კამათის ხელოვნება, მსჯელობის წაყვანა)
- სწავლება უდიდესი საერთო კანონმდებლობის ჩამოყალიბებისა, განვითარებისა; შინაგანი
წყარო, რომელიც ვლინდება ერთიანობასა და საწინააღმდეგო მხარეების ბრძოლაში. სტოიკოსები
განსაზღვრავენ დიალექტიკას, როგორც სწორად მეტყველების, საუბრის მეცნიერებას განსაზღვრულ
კითხვებთან და პასუხებთან დაკავშირებით, ასევე როგორც „მართალ, მცდარ და ნეიტრალურ
მეცნიერებას“ და ა.შ.
თავად ტერმინი „დიალექტიკა“ პირველად გამოიყენა სოკრატემ
ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო მიღწევების აღსანიშნავად, განსაკუთრებული გზით დაპირისპირებული
შეხედულებების, კითხვებისა და პასუხების ურთიერთშეპირისპირების(დაჯახების)
გზით.
დიალექტიკური აზროვნება უძველესი წარმოშობისაა. ანტიკური
დიალექტიკა, დაფუძნებული ცოცხალ, შეგრძნებებში მოცემულ მატერიალურ სამყაროზე, დაწყებული
ბერძნული ფილოსოფიის პირველი წარმოდგენებით, მოქმედებას მიიჩნევდა ცვალებად, გარდასახვად,
საკუთარ თავში წინააღმდეგობების შემცველ მდგომარეობად. ადრეული ბერძენი კლასიკოსი ფილოსოფოსები
საუბრობდნენ მუდმივ და საყოველთაო მოძრაობაზე;
ამავდროულად, წარმოიდგენდნენ კოსმოსს, როგორც სრულყოფილ და შესანიშნავ მთლიანობას,
რაღაც მოსალოდნელ უსასრულო სიმშვიდეს. ეს იყო მოძრაობისა და უძრაობის უნივერსალური
დიალექტიკა. შემდეგში ისინი საგნის საყოველთაო ცვლილებას აღიქვამდნენ რომელიმე ძირითადი
ელემენტის (მიწის, წყლის, ჰაერის, ცეცხლის) სხვად გარდაქმნად. ეს იყო სხვაობისა და
თვითმყოფადობის უნივერსალური დიალექტიკა. ჰერაკლიტე და სხვა ბერძენი ნატურალისტი ფილოსოფოსები
კი მუდმივი მდგრადობის ფორმულირებას ახდენდნენ და მოძრაობას დაპირისპირებულთა ერთიანობად
მიიჩნევდნენ.
არისტოტელე პირველ დიალექტიკოსად თვლიდა ზენონ ელეისკოს.
სწორედ ელიატებმა წარმოაჩინეს პირველად ერთობა და მრავლობითობა ან აზრობრივი და მგრძნობიარე სამყარო. ჰერაკლიტესა და ელიატების ფილოსოფიის საფუძველზე
წარმოიშვა შემდგომში სოფისტებთან მთლიანად
(წმინდა) უარყოფითი დიალექტიკა, რომლებიც განუწყვეტლივ
აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, ასევე დაინახეს ადამიანის ცოდნის ფარდოფითობის გაგება და
დაჰყავდათ დიალექტიკა უკიდურეს სკეპტიციზმამდე; ისინი არ გამორიცხავდნენ მორალსაც.
დიალექტიკას მიმართავდა ბევრი ცნობილი ფილოსოფოსი, თუმცა
ყველაზე განვითარებული ფორმით დიალექტიკა წარმოადგინა ჰეგელმა. მიუხედავად იმისა, რომ
ამ მეთოდის წყაროს პერიოდულად გვთავაზობდა კანტიც. არანაკლებ საინტერესო და არაორთოდოქსულია
მისი მრავალსახეობა, თუმცა კანტი წმინდად (მთლიანად) ანტინომიურად აზროვნებს.
თვითონ წინააღმდეგობას ჰეგელი აღიქვამდა, როგორც საწინააღმდეგოთა
შეჯახების განსაზღვრასა და გადაწყვეტას მათი გზების გაერთიანებით. მისი დიალექტიკის
მთავარ თემად იქცა ურთიერთგამომრიცხავი ერთობის იდეა და ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო
იდეის დაშვება. ჰეგელი მას განიხილავს სულის განვითარების შინაგან იმპულსად, რომელიც
ნაბიჯ-ნაბიჯ ისწრაფვის მარტივიდან რთულისკენ, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ და მიისწრაფვის
უფრო სავსე და სრულყოფილ შედეგამდე. ასეთი პროგრესირებადი მოძრაობა აძლევს აზროვნების
პროცესს თანდათან განვითარებად ხასიათს. ასეთი სახით, დიალექტიკა ხდება -მატერიალური,
ბუნებრივი, საზოგადოებრივი, სულიერი (ბერძნული ნატურფილოსოფია), როგორც წარმოდგენა
ამ მხარეების ლოგიკურ ჭრილში (პლატონიზმი; ჰეგელი), როგორც სწორი კამათის სწავლება
(სოკრატე; სტოიკოსები), როგორც კრიტიკის ფორმირება და ჩანაცვლება მისი დისკრეტული და
შეუცნობადი მრავლობითობისა (ზენონ ელეისკი),
როგორც ბუნებრივი, სავარაუდო ცნებები, განსჯის და დასკვნის გამოტანის სწავლება (არისტოტელე),
როგორც იმ ადამიანური განსჯის ყველა ილუზიის სისტემური ნგრევა, რომელიც არაკანონზომიერად
ილტვის აბსოლუტური მთლიანობისაკენ და ამგვარად
დადის წინააღმდეგობამდე (კანტი), როგორც სუბიექტური (ფიხტე), როგორც ობიექტური (შელინგი)
და აბსოლუტური (ჰეგელი) სულის ფილოსოფია, გამოხატული კატეგორიების აღდგენაში.
დიალექტიკის სამი კანონი
:
რაოდენობრივი ცვლილებების ხარისხობრივში გადასვლის კანონი. ხარისხი -
ეს არის საგნის შინაგანი განსაზღვრულობა. მოვლენა, რომელიც ახასიათებს საგანს ან მოვლენა
მთლიანობაში. რაოდენობა არის განსაზღვრულობა „გულგრილად ყოფნისა“ ანუ ნივთების გარეგნული
განსაზღვრულობა. რაოდენობასა და ხარისხს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. ნებისმიერი
საგანი და მოვლენა განისაზღვრება როგორც რაოდენობრივი მონაცემებით, ისე ხარისხობრივით.
გარდაქმნის ნიმუშს წარმოადგენს: ყინული - წყალი - ორთქლი.
ერთობისა
და დაპირისპირებულთა ბრძოლის კანონი.
მიჩნეულია, რომ ყველაფრის განვითარების საფუძველს წარმოადგენს საწინააღმდეგო
მხარეთა ბრძოლა. ნებისმიერი წინააღმდეგობის გადაწყვეტა მოცემული ობიექტის ახალ ახალ საფეხურზე გადასვლაა; იგი გარდაიქმნება ახალ,
ხარისხობრივ ობიექტში, რომელიც უარყოფს ძველს. ბიოლოგიურ ევოლუციაში ამას მივყავართ
სიცოცხლის ახალი ფორმის აღმოჩენამდე.
უარყოფის უარყოფა. უარყოფა ნიშნავს ძველი ხარისხის ჩანაცვლებას (მოსპობას)
ახლით, ერთი ხარისხობრივი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას. განვითარების პროცესი
კი ატარებს პროგრესულ ხასიათს. პროგრესი და განმეორებადობა აძლევს ციკლს სპირალურ ფორმას
და განვითარების პროცესის ყოველი საფეხური უფრო მდიდარია თავისი შინაარსით, რამეთუ
ის რთავს საკუთარში (თავის თავში) ყველაფერ
საუკეთესოს, რაც იყო დაგროვილი წინა საფეხურზე.
ჩინურ ფილოსოფიაში დიალექტიკა ტრადიციულად უკავშირდება
ინის და იანის კატეგორიას. ჩინური აზროვნების გადასახედიდან ეს კატეგორიები გამოხატავენ
ურთიერთკავშირს და ერთმანეთში საწინააღმდეგო მოვლენების ერთმანეთში გარდაქმნას. მაგალითად, „ინი“- მუქი, რბილი, მოქნილია; „იანი“- ნათელი,
მკაცრი და მყარი. „ინი“ გადადის „იანში“ - მუქი ნათდება, „იანი“ გადადის „ინში“ - მკაცრი
რბილდება და ა.შ.
დიალექტიკის გაცნობიერებული აღქმა იძლევა საშუალებას,
მართებულად წარმართო აზროვნება, დაადგინო კავშირები, დაპირისპირებულობა, ცვალებადობა,
დაპირისპირებულთა ერთმანეთში გადასვლის შესაძლებლობა.
განვითარების ფილოსოფიური გაგება
განვითარება, როგორც ფილოსოფიური კატეგორია, აირეკლავს
პროცესს შეუქცევადი, დაგროვილი ობიექტის ცვლილებებისა. განვითარების განსაზღვრისას
ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველგვარი განვითარება მოძრაობაა, მაგრამ ყოველგვარი მოძრაობა
განვითარება ვერ იქნება. ყოველი ცვლილება არაა შეუმჩნეველი, ყველა განვითარება არ წარმოადგენს
პროგრესს. დაგროვილ შეუქცევად ცვლილებებს შეუძლიათ დეგრადაციამდე მისვლაც. ამიტომ პროგრესი
აუცილებლად წარმოადგენს განვითარებას. გამომდინარე აქედან, მოძრაობის გაგება, განვითარება,
პროგრესი წარმოდგენილა შემდეგი მიმართებით „მრავალი - მრავლის ქვეშ“.
განვითარება შეიძლება იყოს პროგრესულიც და რეგრესულიც
და ხდებოდეს ერთ სიბრტყეში. ჩაითვლება თუ არა ცვლილება პროგრესად ან რეგრესად, სინამდვილეში,
დამოკიდებულია იმაზე, რა გვსურს ჩვენ; ე.ი. ეს უკანასკნელი მიზნიდან გამომდინარეობს.
დიალექტიკის გაგება. დიალექტიკის განსხვავება
მეტაფიზიკისაგან
ფილოსოფიის განვითარების ანალიზის ძირითად მეთოდებს
წარმოადგენს დიალექტიკა და მეტაფიზიკა. დიალექტიკა - ესაა სწავლება განვითარების
კანონზომიერებებისა და კავშირების ფორმების შესახებ ბუნებასა და საზოგადოებაში, აგრეთვე
შეცნობის მეთოდების საფუძველი. დიალექტიკა მეტაფიზიკისგან განსხვავდება შემდეგით:
1.
დიალექტიკა
გამომდინარეობს საერთო მოვლენათა ურთიერთკავშირიდან; მეტაფიზიკა კი თვლის, რომ მათ
სჭირდებათ შესწავლა იზოლირებულად.
2.
დიალექტიკა
მიიჩნევს, რომ მთლიანი ვერ თავსდება ნაწილებში; მეტაფიზიკისთვის მთელის ნაწილით შესწავლა
შესაძლებელია;
3.
დიალეკტიკისთვის
რეალურია საწინააღმდეგო პროცესები, მეტაფიზიკა საწინააღმდეგო პროცესებს მიიჩნევს აზროვნების
შეცდომად.
4.
დიალექტიკა
თვლის, რომ ობიექტის განვითარება მისი შინაგანი პროცესებია, მეტაფიზიკა კი მას მიიჩნევს
გარეგნულ ზემოქმედებად.
5.
დიალექტიკა
თვლის, რომ შემეცნება უსასრულო მიახლოებაა სიმართლესთან, მეტაფიზიკისთვის სინამდვილის
მყისიერი აღქმა შესაძლებელია.
დიალექტიკის ძირითადი პრინციპები
( არ აურიოთ დიალექტიკის
ძირითად კანონებში)
1.
საყოველთაო
კავშირის პრინციპი: მთელი სამყარო ერთი მთლიანობაა, ერთი ორგანიზმია. ეს პრინციპი განსაკუთრებით
თვალსაჩინოა გლობალიზაციისა და ეკოლოგიური კრიზისის ეპოქაში.
2.
სისტემურობის
პრინციპი: ობიექტებს შორის კავშირი მოწესრიგებულია,
3.
მიზეზობრიობის
პრინციპი: ნებისმიერი ობიექტის წარმოშობა (წარმოქმნა) კანონზომიერად განპირობებულია,
ისე, უბრალოდ, არაფერი ჩნდება. თუკი რაღაც გაჩნდა, ე.ი. ასეთია ბუნების კანონი, ან
ეს უბრალოდ ვიღაცას სჭირდებოდა.
4.
საყოველთაო განვითარების პრინციპი: ყველაფერი სამყაროში
ვითარდება (აუცილებელი არაა უკეთესობისკენ: მაგალითად, ჩაკეტილ სისტემებში ენთროპიას
არ შეუძლია, დაქვეითდეს).
5.
ისტორიზმის
პრინციპი: იმისთვის, რომ ჩასწვდე შესასწავლი ობიექტის არსს, უნდა გახსნა მისი განვითარების
ისტორია. მსგავსად პასუხისა კითხვებზე: „რატომაა ჩვენი ქვეყანა ისეთი, როგორიცაა?“,
„რაში მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის მისია?“ - უნდა მიმართონ მის ისტორიას.
დიალექტიკის
პრინციპები და მისი ალტერნატივები
დიალექტიკის
ფილოსოფიური სწავლება ხორციელდება ონტოლოგიური და
გნოსეოლოგიური გეგმით. დიალექტიკის ფილოსოფიურ სწავლებას ონტოლოგიური მიდგომით
ხშირად არქმევენ ობიექტურ დიალექტიკას, გნოსეოლოგიის მიხედვით კი მას სუბიექტურ დიალექტიკას
უწოდებენ. ამის შესაბამისად, განასხვავებენ დიალექტიკის ონტოლოგიურ და გნოსეოლოგიურ
პრინციპებს.
დიალექტიკის ონტოლოგიური პრინციპები წარმოადგენს მდგომარეობებს, რომლებშიც აისახება საერთო
თვისებები, საერთო კავშირები და დამოკიდებულებები, ობიექტური სამყაროს მოვლენებისთვის
დამახასიათებელი ( ცოცხალი, მკვდარი ბუნება, საზოგადოება). ასეთი თვისებების, კავშირებისა
და დამოკიდებულებების არსებობა ვლინდება ექსპერიმენტული და თეორიული გამოკვლევების
პროცესში, რომლებიც ტარდება მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. დიალექტიკის ყოველი პრინციპი
წარმოგვიდგება, როგორც მონაცემების განზოგადების შედეგი, რომლებიც მიიღება ყველა სპეციალურ
მეცნიერებაში.
დიალექტიკის
ონტოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარეთა რიცხვს მიეკუთვნება შემდეგი:
1.
მოვლენათა
საყოველთაო ურთიერთკავშირის პრინციპი, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა საგანი,
მოვლენა მსოფლიოში საყოველთაო ურთიერთკავშირშია და ურთიერთგანპირობებული. ისე, რომ
არ არსებობს აბსოლუტურად იზოლირებული სხეულები; ყველა სხეული ურთიერთკავშირშია უშუალოდ
სხვა სხეულებთან სამყაროში. მოვლენათა ურთიერთკავშირი და ურთიერთგანპირობებულობა სამყაროში
ხდება სხვადასხვა ბუნების კავშირებით. თანამედროვე მეცნიერების მონაცემები მიუთითებენ
იმაზე, რომ არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების მთელი მრავალსახეობა არსებული მატერიალური
სისტემებისა განსხვავებული ბუნების სხვადასხვა დონეებზე, იმყოფება მუდმივ ურთიერთკავშირსა
და ურთიერთმოქმედებაში. არც ერთი მატერიალური ობიექტი არ არის აბსოლუტურად იზოლირებული, დამოუკიდებელი
დანარჩენი სამყაროსგან, მაგრამ ყოველთვის იმყოფება ურთიერთკავშირსა და ურთიერთმოქმედებაში
სხვა ობიექტებთან. ისინი დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, სივრცისა და დროის ურთიერთობასთან,
იმყოფებიან ერთმანეთისგან განსაზღვრულ მანძილზე, ერთი სხეულის მოცულობა ურთიერთკავშირშია
მეორე სხეულის მოცულობასთან; ერთი ობიექტის ნგრევა, დეგრადაცია აძლევს საწყისს მეორეს
დაბადებას.
2.
განვითარების
პრინციპი: მოქმედებასა და განვითარებაში არის რეალობის ყველა სფეროს მოვლენა (ცოცხალი,
არაცოცხალი ბუნების, საზოგადოების, აზროვნების პროცესების).
კატეგორია
„განვითარება“ საჭიროა განვასხვავოთ კატეგორიებისაგან „მოქმედება“ და „პროგრესი“. ლოგიკასთან
შესაბამისობაში, ცნებების განსხვავებები საჭიროა ჩატარდეს შინაარსის, მოცულობის და
აბსტრაგირების ხარისხის მიხედვით. მოცულობის მიხედვით სამივე კატეგორია აფიქსირებს
ცვლილებებს. ონტოლოგიური გეგმით მოცემული კატეგორიების შემცველობა აღმოჩნდება ერთგვაროვანი
და მათი განსხვავება აქ შესაძლებელია მხოლოდ მოცემულობითა და აბსტრაგირების ხარისხით.
მოცულობით უკიდურესად ფართო კატეგორიაა „მოქმედება“. ამ კატეგორიის განზოგადებული განსაზღვრება მოცემული იყო ენგელსის მიერ: „მოქმედება,
განხილული ან სიტყვის ყველაზე უფრო გავრცელებული აზრით, ე.ი. გაგება მატერიის არსებობის
ხერხისა, როგორც მატერიის თანმდევი შინაგანი ატრიბუტი, მოიცავს მთელ სამყაროში მიმდინარე
პროცესებსა და ცვლილებებს, უბრალო გადაადგილებიდან დაწყებული აზროვნებით დამთავრებული“.
3.
სისტემურობის
პრინციპი: სამყაროში ყველა ობიექტი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისა და
ელემენტების განსაზღვრულ სისტემას, ფლობს განსაზღვრულ სტრუქტურას და წარმოდგება როგორც
რაღაც ერთიანი.
დიალექტიკის სამი განხილული ონტოლოგიური პრინციპი მისაღებია
როგორც ობიექტური იდეალიზმის ფილოსოფიურ სკოლებში, ასევე დიალექტიკურ-მატერიალისტურ
ფილოსოფიაშიც. თუმცა დიალექტიკურ-მატერიალისტურ ფილოსოფიაში გამოიყენება კიდევ ერთი
პრინციპი.
4.სამყაროს მატერიალური ერთიანობის პრინციპი: არ არსებობს ზებუნებრივი
სამყაროები, არსებობს მხოლოდ ბუნებრივი მატერიალური სამყარო. სამყაროში მიმდინარე ყველა
მოვლენა და პროცესი, როგორი უცნაურიც არ უნდა აღმოჩნდეს, წარმოადგენს ამა თუ იმ მატერიის
თვისებების გამოვლინებას.
დიალექტიკის გნოსეოლოგიური
პრინციპები წარმოადგენენ, გარკვეული აზრით, ონტოლოგიური პრინციპების
გამოსახულებას და ემსახურებიან საერთო გამოსავალ მდგომარეობას შემეცნებით პროცესში.
შესაბამისად, გამოიყოფა დიალექტიკის შემდეგი ძირითადი გნოსეოლოგიური პრინციპები:
1.
საგნებისა
და მოვლენების კონკრეტული და მრავალმხრივი შეფასების პრინციპები. კონკრეტიკა გვთავაზობს
საგნებისა და მოვლენების ისეთ შეფასებებს, როგორადაც ისინი ობიექტურად წარმოდგებიან
განსაზღვრულ პირობებში თანდაყოლილი კავშირებითა და ურთიერთობებით. მრავალმხრივი შეხედულება
- ეს მოთხოვნაა არსებული კონკრეტული კავშირების გამოვლენის, საკვლევი ობიექტის ურთიერთობისა
და ურთიერთქმედების. ეს მოთხოვნა თავის დროზე ლენინმა გამოხატა შემდეგნაირად: „იმისთვის,
რომ სინამდვილეში, სიღრმისეულად იცოდე საგანი, უნდა აიტაცო, შეისწავლო მისი ყველა მხარე
და კავშირები. ჩვენ ვერასოდეს ვერ ვაღწევთ ამ მთლიანობას, მაგრამ მრავალმხრივობის მოთხოვნა
გვიცავს დამღუპველი შეცდომებისაგან.
2.
ისტორიციზმის
პრინციპები. ეს პრინციპი, თავისი არსით, წარმოადგენს ანთოლოგიური პრინციპის განვითარების
ანარეკლს. მას აქვს მეთოდოლოგიური მნიშვნელობა. პრინციპის მოკლე არსი მდგომარეობს შემდეგში: დავიწყებას არ მიეცეს ძირითადი ისტორიული წყაროები;
შეხედო ყველა კითხვას იმ გადასახედიდან, თუ როგორ წარმოიშვა ცნობილი მოვლენა. ამ მოვლენამ
თავისი განვითარების რომელი მთავარი ეტაპები გაიარა და ამ გადმოსახედიდან რად იქცა
ეს საგანი ახლა.
3.
სისტემურობის
პრინციპი: სისტემების გნოსეოლოგიური პრინციპი გამოხატავს მოთხოვნას ნებისმიერი ობიექტის,
ნებისმიერი მოვლენის, ნებისმიერი პროცესის, როგორც სისტემის განხილვის, მათი შემადგენელი
კომპონენტების და განსაზღვრული სტრუქტურული ორგანიზაციების გათვალისწინებით.
4.
ობიექტურობის
პრინციპი-გამოხატავს მოთხოვნას არ დაინერგოს გამოსაკვლევ მოვლენაში ის, რაც არ არის
და არც შეიძლება იყოს. ცოდნის შინაარსი უნდა იყოს ობიექტური, ის უნდა ირეკლავდეს თვისებებს,
პროცესებს, პრინციპებს, კანონზომიერებებს,
რომლებიც უნდა იყოს რეალური და არასასურველი.
დიალექტიკის ანთოლოგიური და გნოსეოლოგიური პროცესები
წარმოადგენს საერთო გამოსავალს ნებისმიერი სირთულიდან და ნებისმიერი ბუნებრივი საკვლევი
სისტემის დროს. მკვლევარს ისინი აძლევენ ობიექტის წინასწარი დათვალიერებისას სწორ ორიენტაციას.
სისტემები და მათი თვისებების ასევე სისტემაში მიმდინარე საერთო სურათის შედგენის დროს
და შინაგანი ცვლილებების ტენდენციების გამოვლენისას.
დიალექტიკის
პრინციპების ალტერნატივას წარმოადგენს: სოფისტიკა,
ეკლექტიკა, დოგმატიზმი, სუბიექტივიზმი. დიალექტიკური
პრინციპების კონკრეტული და მრავალმხრივი შეხედულებების ოპონენტს წარმოადგენს ისეთი
მეტაფიზიკური მეთოდები, როგორიცაა სოფისტიკა
და ეკლექტიკა.
სოფისტიკა.
სოფისტი (ბერძ.- ოსტატი,
მხატვარი) - ასე უწოდებდნენ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, რომლებიც იყვნენ სიბრძნის საუკეთესო
მასწავლებლები და ორატორები სოფისტიკა - შეგნებული განაცხადი კამათში ან არასწორი დასკვნების
მტკიცებაში. სოფიზმს, ე.ი. ყოველგვარ ხრიკს, შენიღბულს გარეგნული, ფორმალური სიმართლით.
მთლიანად სოფისტიკა ხასიათდება ცალმხრივი მიდგომით.
სოფისტების ძირითადი მიდგომა წარმოადგენს მოვლენების ამოგლეჯას საერთო ურთიერთკავშირებიდან
და რამე ცალკეული კავშირის გამოყოფას; აბსოლუტიზაცია ცალკეული გამოყოფილი კავშირის, მოვლენის,
მომენტის მთავრის მეორეხარისხოვნით ჩანაცვლებით, არსებითის არარსებულით, ერთი ჯგუფის
კანონზომიერებების მიწერა მეორე ჯგუფზე, რომელთათვის ეს კანონზომიერება მიუღებელია.
ეკლექტიკა
- ბერძ. Eklego - ვირჩევ.
ეკლექტიკა თავისთავად წარმოადგენს საგნებისა და მოვლენების, სხვადასხვა მხარისა და
თვისებების მექანიკურ გაერთიანებას. გარეგნულად ეკლექტიკა გამოიყურება, როგორც მისწრაფება
საგნის მრავალმხრივი შესწავლისაკენ, თუმცა საქმეში ეს მექანიკური გაერთიანება ერთ მთლიანობაში
არათავსებადია. ფილოსოფიაში ეკლექტიკა წარმოიდგინება,
როგორც უპრინციპო აღრევა განსხვავებული, საწინააღმდეგო შეხედულებების, ფილოსოფიური
თვალსაზრისების, თეორიული გზავნილების, პოლიტიკური შეფასებების და ა.შ. ეკლექტიკის
ძირითად მეთოდოლოგიურ ნაკლს წარმოადგენს საერთო კავშირებიდან მთავრის გამოყოფის უუნარობა.
ამასთან თვითნებური ნაკრები იძლევა ეკლექტიკურ ნარევს, რასაც პრაქტიკული მოღვაწეობისას
მივყავართ შეცდომებამდე.
დიგმატიზმი. დოგმატიზმი ბერძნულიდან სიტყვა dogma - შეხედულება, რომელიც მისაღები იყო ანტიკურ ფილოსოფიაში.
თანამედროვე გაგებაში დოგმატიზმი წარმოადგენს როგორც მეტაფიზიკური აზროვნების მეთოდს,
ამასთან იგნორირებას უკეთებს შემოქმედებითი განვითარების პრინციპს. დოგმატური აზროვნება
აპელირებს უცნობი სტერეოტიპებით, იგნორირებას უკეთებს ძირითად ჭეშმარიტებასა და შემეცნებას.
ასეთი აზროვნება იმედოვნებს რომ ესა თუ ის ფორმულირება აზროვნებისა წარმოადგენს ჭეშმარიტებას
ყველგან და ყოველთვის.
სუბიექტივიზმი. სუბიექტური- დამოკიდებული სუბიექტის გააზრებულ, შეგნებულ
სურვილზე. სუბიექტივიზმი შემეცნებაში ეს არის დანერგვა საკვლევ ობიექტში იმისა, რაც
მასში არ არის და არც შეიძლება იყოს მოცემულ პირობებში და დროის მოცემულ მონაკვეთში.
სუბიექტივიზმი საკმაოდ ხშირად ვლინდება სხვადასხვა იდეოლოგიების
კონცეფციებში. სუბიექტივისტური კონცეფციების პრაქტიკაში გამოყენებას მივყავართ თვითნებურ
მოქმედებებამდე. სურვილი- ეს არის შეგნებული მიზანდასახულობა ადამიანისა ამა თუ იმ
მოქმედების შესასრულებლად. სოციალურ-პოლიტიკურ თეორიასა და პრაქტიკაში ვალიუნტარიზმი
აღნიშნავს საზოგადოებრივი მოღვაწეობის მეცნიერულად დასაბუთების უარყოფას.
ფილოსოფიაში სუბიექტივიზმი ვლინდება პირველადი მონაცემების
შეცნობის დროს. დანარჩენი სხვა წარმოდგინდება შინაარსით ან შედეგით- შემოქმედებითი
ფორმით. ეს ახასიათებს ისეთ მრავალფეროვან ფილოსოფიურ მიმართულებას როგორიც სუბიექტური
იდეალიზმია.
სკეპრიციზმი
- წარმოდგება ბერძნული
სიტყვიდან skeptikos (კრიტიკოსი, მკვლევარი, დამკვირვებელი). სკეპტიკოსი- მერყევი ადამიანი
რომელიც ყველაფერს აყენებს ეჭვქვეშ. ფილოსოფიაში სკეპტიციზმი წარმოადგენს კონცეფციას,
რომელიც წინ წამოწევს ეჭვსს როგორც აზროვნების პრინციპსს, მაგრამ ამავე დროს დადის
(ჩადის, ჩაეძიება) კითხვის სიღრმეში და აყენებს ეჭვქვეშ მთელი სამყაროს შემეცნების
საშუალებას. შემდგომი სკეპტიციზმი დასული ისეთ
უკიდურესობამდე ხდება ერთ-ერთი ფორმა აგმოსტიციზმის, რომელიც უარყოფს სამყაროს შემეცნებას.
სკეპტიციზმმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი შუა საუკუნეების
რელიგიურ ფილოსოფიაში დოგმატიზმის გამართლებაში. ამავე დროს, მან მიიყვანა აგნოსტიციზმთან
დ. იუმი და ი. კანტი. აინშტაინი სკეპტიციზმმა რელატივიზმამდე მიიყვანა; ამტკიცებდა
რა, რომ რაც უფრო დამოკიდებულია ჩვენი ცოდნა რაიმესგან, მით უფრო ნაკლებ ახლოს დგას
იგი ჭეშმარიტებასთან.
სკეპტიზმის თანამედროვე გაგება წარმოდგება, როგორც ანტიდიალექტიკური
კონცეფცია, სამყაროს შემეცნების უარმყოფელი.
მეტაფიზიკური ტექნიკისა და მეთოდების აზროვნებასთან
ერთად არსებობს დაპირისპირებული პრინციპების მთელი რიგი ფაქტორები, რაც ხელს უშლის
დიალექტიკური ცოდნის განვითარებას მსოფლიოში, რამდენადაც მათს რიცხვს მიეკუთვნება დაბნეულობა,
ტყუილი, ილუზია, კონსერვატიზმი და ინერტულობა.
saintereso statiaa
ReplyDeleteსაინტერესო და სასარგებლო.
ReplyDelete