Мангейм Дж.Б., Рич Р.К.
Политология. Методы исследования: Пер. с англ. / Предисловие А.К. Соколова. –
М.: Издательство “Весь Мир”, 1997. – 544 с.
Электронная версия
подготовлена при участии
Светланы Закоян, Вадима Лодина и Петра Кирьяна, http://grachev62.narod.ru/Mr/Mr_og.html
Светланы Закоян, Вадима Лодина и Петра Кирьяна, http://grachev62.narod.ru/Mr/Mr_og.html
თავი 1. კვლევის პროცესი
ადამიანური შემეცნების ძირითადი მოტივებია ცნობისმოყვარეობა და
აუცილებლობა. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს შეცნობას ახალი
ცოდნის მიღების, თავდაცვისა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ იმის პოტენციურ შესაძლებლობას მაინც, რომ
შევცვალოთ არსებული სტატუს–კვო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი
გვეცოდინება ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს შესახებ მით უფრო მეტი შესაძლებლობა
გვექნება მისი მართვისა. ეს ჭეშმარიტება პოლიტიკასთან მიმართებაშიც ჭეშმარიტებად
რჩება. იმისთვის რომ შევძლოთ მისი გაგება და შეცვლა აუცილებელია ვიცოდეთ რაც
შეიძლება მეტი ამ სფეროში.
თუმცა კი ცოდნის აუცილებლობის იდეა ბადებს ორ
რთულ კითხვას: როგორ ვიღებთ ჩვენ ცოდნას? და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც
ვიცით? პირველი კითხვა ეხება მეთოდებს, მეორე – ეთიკასა და დაშვებას.
პირველი საკითხის გადაჭრისთვის აუცილებელია
მკაცრი წესების ფორმულირება იმისთვის თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ პოლიტიკური
რეალობა. მაგალითად პოლიტიკური რეალობა ჩვენ შეიძლება განვსაზღვროთ პოლიტიკური
სისტემის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მაგრამ ჩნდება კითხვა რა არის პოლიტიკური
სისტემა? რაზეა დამოკიდებული პოლიტიკური რეალობა: დამკვირვებელზე, როგორც ჩვენს
განსაზღვრებაში ჩანს თუ თავად სისტემაზე? როგორც ვხედავთ პრობლემა – განვსაზღვროთ
თუ როგორ ვიღებთ ცოდნას – მდგომარეობს რეალობის აღწერის საერთო საშუალებების
შექმნაში ყველასთვის მისაღებ ენაზე ისე, რომ ყველა წესების მცოდნემ თუ “ენის
მცოდნემ” შეძლოს ამ საერთო მეთოდის საშუალებით გაერკვეს ამ სფეროში. თუკი ჩვენ
შევძლებთ შევთანხმდეთ ერთ აზრზე იმის შესახებ თუ როგორ ვიღებთ ცოდნას ბოლოს
შევთანხმდებით იმ რთულ საკითხზეც, თუ რა ვიცით.
“რაც ვიცით
იმის გამოყენების” პრობლემის გადაწყვეტა უფრო სხვაგვარი საკითხია. აქ არ არის
საჭირო შეთანხმება საერთო წესებზე, მაგრამ საჭიროა საერთო ენა, რაც იძლევა ურთიერთობისა
და განხილვის საშუალებას. საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ როგორი ქცევა
იქნება სასარგებლო, თითოეული ინდივიდი იღებს დამოუკიდებლად იმ ცოდნაზე დაყრდნობით,
რაც მან მიიღო. ყოველ ადამიანს აქვს თავისი სურვილები და მოთხოვნილებები და სწორედ
მათგან გამომდინარე აფასებს ის იმას თუ რამდენად სასარგებლოა ამა თუ იმ მოვლენის
შედეგები მისთვის. მაგალითად, თუკი შევამცირებთ გადასახადებს,საშუალო შემოსავლის
მქონე ადამიანების ცხოვრება
გაუმჯობესდება, მაგრამ ეს გამოიწვევს სოციალური დახმარებების შემცირებას ღარიბებისა თუ ავადმყოფებისათვის. ღირს კი
გადასახადების შემცირება? ცხადია ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია არა იმაზე თუ
რა ვიცით, არამედ იმაზე თუ როგორ კავშირშია
ეს ცოდნა ჩვენს სოციალურ მდგომარეობასა და ჩვენს ღირებულებებთან. იდეოლოგია
და პოლიტიკური სისტემა წარმოადგენენ ცალკეული ადამიანების შეხედულებებისა და
ღირებულებების სტრუქტურირების საშუალებას, თუმცა როდესაც საქმე ეხება
გადაწყვეტილების მიღებას, ის ამას აკეთებს საერთო აზრისაგან დამოუკიდებლად.
პოლიტოლოგიის ამ ორი სფეროს განსასაზღვრად გამოიყენება სპეციალური ცნებები.
როდესაც საუბარია იმაზე თუ, როგორ ვიღებთ ცოდნას გამოიყენება ტერმინი “ნორმატიული
ანალიზი”, ხოლო როდესაც საუბარია იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა
გამოიყენება ტერმინი “ნორმატიული ანალიზი”.
ემპირიული ანალიზი ეს არის პოლიტიკური რეალობის აღწერის ყველასათვის საერთო
და ობიექტური ენის შექმნა და გამოყენება. ენა შეიძლება იყოს რაოდენობრივი და
თვისობრივი. ნორმატიული ანალიზი - ეს არის შემუშავება და შესწავლა სუბიექტური მიზნების,
ღირებულებების და ეთიკის ნორმებისა, რომლებითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ რეალობის
შესახებ ჩვენი ცოდნის გამოყენებისას.
ნორმატიულ ანალიზს ემპირიული საფუვლების გარეშე მივყავართ შეფასებით
დასკვნებამდე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ხოლო ემპირიულ ანალიზს,
ნორმატიული ანალიზის სრული უარყოფით მივყავართ ვაკუუმში ფაქტობრივი სტრუქტურის
შექმნამდე. ის წარმოადგენდეს იქნება დაკვირვებათა კოლექციას, რომლის სრული
გაგებაც შეუძლებელია. ამიტომაც პოლიტოლოგიის
ამოცანაა ერთდროულად გამოიყენოს ანალიზის ორივე ტიპი - ემპირიულიც და ნორმატიულიც.
აუცილებელია ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ პოლიტიკურ
რეალობაზეც.
პოლიტიკის შესასწავლად გამოიყენება მეცნიეურლი მეთოდი, რადგანაც მეცნიერული
კვლევა ხასიათდება ექსპლიციტურობით, სისტემურობითა და კონტროლირებადობით. მეცნიერული კვლევის ექსპლიციტურობა
მდგომარეობს იმაში, რომ რელობის აღწერისა და შესწავლის წესები ნათლად არის
ფორმულირებული, სისტემურობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა დაფიქსირებული ფაქტი
ურთიერთდამოკიდებულია. კონტროლირებადობა გამოიხატება იმაში, რომ მიღებული შედეგები
შეიძლება გადავამოწმოთ.
ყველაზე პირველ პოლიტოლოგებს ჰქონდათ არა იმდენად ფილოსოფიური არამედ
სოციოლოგიური განათლება (თუმცა მაშინ სოციოლოგია ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით
ჯერ კიდევ არ არსებობდა). ამ სფეროში არსებული ადრეული ნაშრომების უმრავლესობა
ინტერპრეტაციული ხასიათის იყო და ნაკლებად სტრუქტურირებული. მეოცე საუკუნის
40-50იანი წლებიდან კი პოლიტიკური ფენომენების აღწერისა და გაგების მეცნიერული
მეთოდები იკავებდა ძირითად პოზიციებს, ყოველ შემთხვევაში აშშ-ში მაინც.
მეცნიერული კვლევა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც “სხვადასხვა მოვლენებს
შორის შესაძლო ურთიერთობების შესახებ არსებული ჰიპოთეზების სისტემური, კონტროლირებული,
ემპირიული და კრიტიკული კვლევა”
პოლიტიკის კვლევის პროცესი მოიცავს 6 დამოუკიდებელ, მაგრამ ამავე დროს
ერთმანეთთან კავშირში მყოფ ეტაპს. 1–თეორიის ფორმულირება; 2–თეორიის
ოპერაციონილიზაცია; 3–კვლევის ადეკვატური მეთოდის არჩევა; 4–კვლევაზე დაკვირვება;
5–მონაცემების ანალიზი; 6–შედეგების ინტერპრეტაცია.
თეორიის ფორმულირება
პოლიტოლოგიური კვლევაში პირველი ნაბიჯია გამოსაკვლევი პრობლემის შერჩევა. ის
კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მრავალი სხვადასხვა პრობლემიდან ვირჩევთ ჩვენს
შესასწავლ პრობლემას, შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: დაწყებული კონკრეტული პირის
ინტერესებიდან, დამთავრებული საზოგადოების ინტერესებით. მართალია ასეთ კრიტერიუმების რიცხვი ძალიან დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ
საბოლოოდ შესაძლებელია დავყოთ ისინი ორ ძირითად ტიპიბად: ესა თუ ის პრობლემა
შეიძლება შეირჩეს კვლევისათვის, იმიტომ რომ ის აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს
მაგ. შესაძლებელია მისი თეორიული შესწავლა სრულად ან კიდევ იმიტომ რომ ის პასუხობს
გარკვეულ სოციალურ მოთხოვნებს, ანუ შესაძლებლობა გვაქვს დავეხმაროთ საზოგადოებას
მის წინაშე არსებული რომელიმე პრობლემის გადაჭრაში.
იმის მიხედვით თუ რომელი კრიტერიუმის მიხედვით ვირჩევთ
პრობლემას, კვლევა შეიძლება იყოს ფუნდამენტალური ან გამოყენებითი, კვლევის ეს ორი
ტიპი სრულიადაც არ გამორიცხავს ერთმანეთს ანუ თუკი დაკავებული თუ ვართ ერთი
პრობლემით ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია ამავე დროს ვიკვლიოთ მეორე პრობლემაც. გამომდინარე
იქიდან, რომ ყველა საინტერესო პრობლემის შესასწავლად მკვლევარს არ გააჩნია
საკმარისი რესურსები (ფინანსები, დრო, კვალიფიციური სპეციალისტები) მას ხშირად
უწევს ხოლმე არჩევანის გაკეთება. აწაარმოოს ფუნდამენტალური კვლევა, თუ გამოიყენოს
თავისი მეცნიერული შესაძლებლობები საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემის
მოსაგვარებლად. არჩევანს ყოველი მკვლევარი აკეთებს დამოუკიდებლად, საკუთარი
ღირებულებიდან გამომდინარე.
პრობლემის ხასიათის განსაზღვრისა და იმ იმ რეზულტატის განსაზღვრის შემდეგ, რომლის
მიღწევაც გვსურს, აუცილებელია უფრო კონკრეტულად ფორმულირება კვლევის მიზნისა. პირველ
რიგში უნდა გამოვყოთ პრობლემის ის ასპექტი, რომელიც ყველაზე მეტად გვაინტერესებს. მას
შემდეგ რაც ჩაცხრება კვლევის პირველი დღეებით გამოწვეული ემოციები კვლევის
პროცესის ყოველ დღიური რუტინა შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ მოსაბეზრებელი
მკვლევარისათვის და ეს გაგრძელდება მანამ
სანამ, მის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი არ გახდება
კვლევის დასაწყისში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მკვლევარს მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეუძლია თავი გაართვას მისთვის ამ უინტერესო პერიოდს თუკი მას
რეალურად აინტერესებს ის პრობლემატიკა, რომელსაც შეისწავლის. გამომდინარე იქიდან, რომ
ნებისმიერი საკითხის შესწავლა მკვლევარისგან მოითხოვს უდიდეს ენერგიასა და
მოთმინებას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რომელიც შეიძლება დავუშვათ არის ის, რომ
ავირჩიოთ პრობლემატიკა, რომელიც არ გვაინტერესებს.
მას შემდეგ რაც
კვლევისათვის შევარჩიეთ ჩვენთვის საინტერესო თემას აუცილებელია დეტალურად
გავაანალიზოთ მისი შემადგენელი ელემენტები თუ კომპონენტები და გამოვყოთ მათ შორის
ისინი, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი ჩვენი კვლევისათვის.
ამა თუ იმ მოვლენების თუ ქმედების
გამომწვევი ძირითადი ფაქტორების დასადგენად აუცილებელია გამოვიყენოთ ჩვენი
შესაძლებლობები დაკვირვებისა და დასკვნების გაკეთებისა, ასევე როგორც ჩვენს მიერ
ისე სხვათა წარმოებული კვლევის შედეგები, განვიხილოთ ეს მაგალითის საფუძველზე.
წარმოვიდგინოთ შუა
უდაბნოში მდებარე ქალაქი, რომელსაც ეწოდება პატარა ამერიკა. ამ ქალაქში არ არის
არაფერი გარდა “მომსახურეობის ცენტრების” (მანქანების) და რესტორნებისა. ერთადერთი
რისი გაკეთებაც პატარა ამერიკაში შეიძლება არის – მანქანის შეკეთება და ჭამა.
მაგალითად ჩვენ გვსურს
შევისწავლოთ პატარა ამერიკის მცხოვრებათა ქცევა საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა
გავიგოთ თუ რატომ აძლევენ ერთნი ხმას დემოკრატების კანდიდატს, მეორენი კი – რესპუბლიკების
კანდიდატს. ამ შემთხვევაში ჩვენი ანალიზის ობიექტები (პატარა ამერიკის
მცხოვრებები) განსხვავდებიან ერთმანეთისაგან (ხმის მიცემის კონტექსტში) ორი
პარამეტრის მიხედვით: თითოეული მათგანი არის დაწესებულების – რესტორნის ან
მომსახურების ცენტრის მფლობელი ან არის რესტორნის ან მომსახურეობის ცენტრის
მომსახურე პერსონალი. ეს ფაქტორები წარმოადგენენ ამ ქალაქში მცხოვრები ცალკეული
პიროვნებების მახასიათებლებს. პატარა ამერიკის ერთი მცხოვრები შეიძლება იყოს
“მომსახურეობის ცენტრის” მფლობელი და ხმას აძლევდეს რესპუბლიკელებს, მეორე კი
შეიძლება იყოს მომსახურე პერსონალი რესტორანში და ხმას აძლევდეს დემოკრატებს. რამდენადაც
ჩვენ გვსურს ავსხნათ განსხვავება ხმის მიცემაში, ამომრჩევლებს შორის არსებული
განსხვავებაზე დაყრდნობით, უნდა გავამახვილოთ ყურადღება ყველა იმ ფაქტორზე, რომლებმაც
შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ არჩევანზე. ჩვენს შემთხვევაში შეიძლება იყოს ორი
ასეთი ფაქტორი: სოციალურ–ეკონომიკური სტატუსი და დასაქმების სფერო. ჩნდება კითხვა:
შეგვიძლია კი ჩვენ ამ ორი ფაქტორის ცოდნაზე დაყრდნობით განვსაზღვროთ თუ ვის
კანდიდატს მისცემს ხმას კონკრეტული პიროვნება.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავაკეთოთ ორი რამ, პირველ რიგში ჩვენ
თავად უნდა გავაანალიზოთ, თუ რამდენად არსებობს ლოგიკური შესაძლებლობა იმისა, რომ
ზემოთ მოყვამილი ორი ფაქტორი გავლენას იქონიებს პიროვნების არჩევანზე და მეორე
უნდა გადავხედოთ სხვადასხვა ლიტერატურას პოლიტოლოგიაში და ვნახოთ ამ კუთხით ადრე
წარმოებული კვლევების შედეგების მიხედვით ზემოქმედებენ თუ არა ესა თუ ის გაქტორები
პიროვნების არჩევანზე. რეალურად მოცემულ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ
დასაქმების სფერო გავლენას იქონიებს
პიროვნების არჩევანზე. რათქმაუნდა “მომსახურეობის ცენტრში ” მომუშავე და
რესტორანში მომუშავე ადამიანებს შორის არის გარკვეული განსხვავება, თუმცა არა
ისეთი, რომ ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მათ არჩევანზე. ამასთანავე ძნელად
თუ ვიპოვით პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს, რომლის პროგრამაშიც გაწერილი იყოს
“მომსახურეობის ცენტრების” ან რესტორნების განსაკუთრებული მფარველობა, როგორც
ვხედავთ დასაქმების სფერო არ შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს
პიროვნების არჩევანში.
სულ სხვაგვარი
მდგომარეობაა როცა საქმე ეხება მეორე ფქტორს –სოციალური–ეკონომიკურ სტატუსს.
გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული პარტია აღიქმება, როგორც ჩაგრულთა და დაბალი
სოციალური ფენის პარტია ხოლო რესპუბლიკური პარტია როგორც საქმიანი ხალხის პარტია.
და ამასთანავე გამომდინარე იქიდანაც, რომ მაღალი სეს მქონე პირები როგორც წესი
ხმას აძლევენ რესპუბლიკელებს, დაბალი სეს მქონე პირები კი – დემოკრატებს, ჩვენ
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომსახურე პერსონალი ხმას მისცემს უფრო დემოკრატებს, ხოლო
დაწესებელებითა მფლობელები კი – რესპუბლიკელებს. და თუკი ჩვენ გადავხედავთ ამ კუთხით ადრე წარმიებულ კვლვებს ვნახავთ, რომ
ეს მართლაც ასეა. როგორც ვხედავთ თეორიული დაშვებებიც დამეცნიერული მონაცემებიც
ერთსა და იმავეს ამბობენ. აქედან გამომდინარე ჩვენი კვლევის პრობლემა შეიძლება
იყოს ფორმულირებული შემდეგნაირად: ახდენს თუ
არა გავლენას პატარა ამერიკის მცხოვრებთა სოციალურ–ეკონომიკური სტატუსი მათ
არჩევანზე.
რა თქმა უნდა, რეალურ სამყაროში ადამიანები
იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ამის აღწერა ორი-სამი მახასიეთებლის
მიხედვით შეუძლებელია. ამიტომაც ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩნდება მეტნაკლებად
ყველა კვლევის დაწყებისას მდგომდრეობს შემდეგში: რამდენადაც ჩვენ არ შეგვიძლია
განვსაზღვროთ ყველა ცვლადი ადამიანის მრავალი სხვადასხვა მახასიათებელს შორის უნდა
გამოვყოთ ის მახასიათებლები, რომლებსაც შეუძლიათ ახსნან ქცევის ჩვენთვის
საინტერესო ასპექტები. ლოგიკური მსჯელობისა და ლიტერეტურაში არსებული მონაცემიების
დახმარებით უნდა გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომლებსაც შეიძლება კავშირი ქონდეთ
მოცემულ ქცევასთან. ასეთი მოქმედებით ჩვენ კი არ ვზღუდავთ კვლევის შედეგებს, როგორც
ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, არამედ გამოვიმუშავებთ პრობლემის გადაჭრისათვის უფრო პროდუქტიულ
მეთოდს, რომელიც დაგვეხმარება კვლევის წარმატებით დასრულებაში. საკვლევი პრობლემის
დამუშავების ასეთ პროცესს ეწოდება კიდეც ფორმულირება.
თეორიის ოპერაციონალიზაცია
როგორც ვნახეთ, პოლიტოლოგიური კვლევის წარმოების
პირველ ეტაპს წარმოადგენს თეორიის ფორმულირება, კვლევის მეორე ეტაპს კი ეწოდება
თეორიის ოპერაციონილიზაცია. ოპერაციონალიზაცია შეიძლება გავიგოთ როგორც
გადამუშავება, გადაფორმულირება. შედარებით აბსტრაქტული თეორიული ცნებებისა უფრო
კონკრეტულ ტერმინებში, რომლებიც გვეხმარებიან რეალურად განვსაზღვროთ ის რის
განსაზღვრაც გვსურს. ოპერაციონალიზაციაში იგულისხმება კონცეპტუალური დონიდან (პრობლემის
გააზრება) ოპერაციონულზზე (პრობლემის გადაწყვეტის გზების შემუშავება) გადასვლა. აქ
ადამიანები სწავლობენ ფიქრს არაქტიკულ ტერმინებში.
დავუბრუნდეთ
ჩვენს მაგალითს და დავუშვათ, რომ გვაქვს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მომავალ
საპრეზიდენტო არჩევნებში პატარა ამერიკის მცხოვრებლები, რომლებსაც აქვთ უფრო
მაღალი სეს (დაწესებულების მფლობელები) მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად მისცემენ
ხმას რესპუბლიკელების კანდიდატს ვიდრე დაბალი სეს მქონენი (მომსახურე პერსონალი). ეს
ჰიპოტეზა დასტურდება ადრე წარმოებული სხვადასხვა კვლევების შედეგებით და სრულიად
რეალურია, რომ ის გაამართლებს პატარა ამერიკის მცხოვრებლებთან მიმართებაშიც, მაგრამ
როგორ დავადგინოთ ეს ზუსტად? ხომ არ შეიძლება უბრალოდ მიხვიდე ქალაქის მცხოვრებთან
და კითხო: ”უკაცრავად როგორია თქვენი სეს: უფრო მაღალი თუ შედარებით უფრო დაბალი?”
დავიწყოთ იქედან, რომ ადამიანი რომელსაც ჩვენ კითხვა დავუსვათ შეიძლება საერთოდ
ვერ მიხვდეს თუ რაზეა საუბარი, რადგანაც სეს არის ძალიან სპეციფიური ტერმინი და იმ
შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ რესპოდენტისგან მივიღებთ პასუხს შეიძლება ვერ შევძლოთ
მისი სწორად ინტერპრეტირება. დავუშვათ, რომ რესპოდენტმა გვიპასუხა: ”მე მაქვს უფრო
მაღალი სეს” ჩნდება კითხვები: უფრო მაღალი ვიდრე ვის? რამდენად მაღალი? რის
მიხედვით განსაზღვრავს ეს ადამიანი სეს–ს? გულისხმობენ კი რესპოდენტი და მკვლევარი
ერთსა და იმავეს? აბსტრაქტულ ტერმინებში მსჯელობისას ჩვენ უნდა შევძლოთ უფრო
ექსპლიციტურად განვსაზღვროთ, თუ როგორ გვესმის ის, ხოლო შემდეგ კი მაქსიმალურად
ერთაზროვნად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სათქმელი.
თუმცა ამ
შემთხვევაშიც გვხვდება სირთულეებიც, რომელიც დაკავშირებულია აბსტრაქტული ცნებების
სწორად გადმოცემასთან კონკრეტულ ტერმინებში. რას ვგულისხმობთ ჩვენ, როდასაც
ვიყენებთ ცვლადს სეს? რესპოდენტის შემოსავლების ოდენობას? მისი დასაქმების სფეროს თუ თავად მის სუბიექტურ
წარმოდგენას იმაზე, თუ რომელ სოციალურ კლასს მიაკუთვნებს თავს? თითოეული ეს
მახასიათებელი შეიძლება იყოს სეს კომპონენტი, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს თავისი
მნიშვნელობა და ამიტომაც ისინი სხვადასხვაგვარად უნდა განისაზღვროს: რამდენი იყო
რესპოდენტის შემოსავალი გასულ წელს? რას საქმიანობს ის? რომელ სოციალურ კლასს
აკუთვნებს საკუთარ თავს: რიგითი მუშების, საშუალო კლასს თუ მაღალ ფენას?
სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმე ჰიპოთეზის ან საკვლევი პრობლემის ფორმულირებისას
ძალიან ყურადღებით უნდა შევისწავლოთ თუ რა იგულისხმება ჩვენს მიერ გამოყენებულ თითოეულ
ტერმინსა თუ ცნებაში, უნდა ვეცადოთ მის უფრო ზუსტად განსაზღვრას, ისე რომ შევძლოთ
მეტ-ნაკლებად საერთო გასაგებ ენაზე წარმოჩენა. კვლევის პროცესის ამ ეტაპზე ჩნდება
ჩვენს მიერ გამოყენებული ცნებების მნიშვნელობების დაკონკრეტება, რის შემდაგაც
მსჯელობა ხდება უფრო ზუსტი, ხოლო კვლევის შედეგად მიღებული შედეგები აღიქმება უფრო
ზუსტად და არა ორაზროვნად. გადამუშავებისა და დაზუსტების ეს პროცესი, რომელსაც
ეწოდება ოპერაციონალიზაცია – ერთადერთი სწორი საშუალებაა გააზრებული კვლევის
საწარმოებლად.
კვლევის
ადეკვატური მეთოდის არჩევა
მას შემდეგ
რაც გადავწყვიტეთ თუ რისი განსაზღვრა გვსურს, უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ
გავაკეთოთ ეს. პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ ისეთი მეთოდი ან მეთოდთა ერთობლიობა,
რომელიც საშუალებას მოგვცემს დავსვათ ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული კითხვები და
ეს უნდა გავაკეთოთ ოპერაციონალიზაციის პროცესთან შეთანხმებით. მაგალითად არ
შეიძლება ამომრჩეველთა განსაზღვრული ჯგუფის პოზიციის შესწავლა, მათი რაიონის
გაზეთი შეიძლება შეიძლება გამოხატავდეს რედაქტორის ან თავად სტატიის ავტორის
პოზიციას. ე.ი. ამ შემთხვევაში კონტენტ ანალიზი არ გვაძლევს ჩვენთვის საინტერესო
კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას. მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება
გვაინტერესებდეს ის, თუ როგორ აშუქებს მოცემული გაზეთი პოლიტიკურ კამპანიას. ამ შემთხვევაში
შეგვიძლია გავაანალიზოთ გაზეთის შინაარსი და გადავთვალოთ თუ რამდენად ხშირად
ვხვდებით ამა თუ იმ კანდიდატსის სახელს ან კიდევ შეგვიძლია გამოვკითხოთ ამ გაზეთის
მკითხველები და გავიგოთ თუ კონკრეტულად რა დაამახსოვრდათ კამპანიის შესახებ
წაკითხულიდან. პირველ შემთხვევაში განვსაზღვრეთ შინაარსი და ამის შემდგომ ვაკეთებთ
დასკვნებს იმის შესახებ თუ როგორია მისი ზემოქმედება მკითხველზე. მეორე
შემთხვევაში კი ვარკვევთ თუ როგორია მკითხველზე ზემოქმედება და ამის მიხედვით
განვსაზღვრავთ გაზეთის შინაარს. შეიძლება ითქვას, რომ კვლევის ამა თუ იმ მეთოდის
გამოსადეგობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ის თუ კონკრეტულად რა პროვლემატიკას
შევისწავლით ჩვენ.
აღსანიშნავია
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ როგორც რეალიზაციის
შესაძლებლობა. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს მიერ შერჩეულ მეთოდს
წარმატებით გამოვიყენებთ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომლებიც შეგვხვდება კვლევის
პროცესში. მაგალითად რაკი ჩვენს პატარა ამერიკაში არ არის გაზეთები, არის მხოლოდ
,, მომსახურეობის ცენტრები“ და რესტორნები. ძალიანაც რომ გვინდოდეს რა თქმა უნდა
კონტენტ ანალიზის მეთოდს ვერ გამოვიყენებთ. შეიძლება ითქვას, რომ შესაფერისი
მეთოდი ეს არის მეთოდი, რომლებიც არის მაქსიმალურად ეფექტური იმ მოცემულ
პირობებში, რომელშიც კვლევა წარმოებს.
კვლევაზე დაკვირვება
კვლევის პროცესის მეოთხე ეტაპზე რეალურად გამოიყენება კვლევის ის
სტრატეგია, რომელიც შემუშავდება მესამე ეტაპზე. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა
გავითვალისწინოთ მრავალი სხვადასხვა ფაქტორი, თუმცა მათ შორის შეიძლება გამოვყოთ
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის გენერალიზირებულობა, ხოლო მეორე –
რეაქტიულობა.
გენერალიზირებულობა ნიშნავს
შესაძლებლობას გარკვეული ხარისხით გავავრცელოთ ანუ გადავიტანოთ ჩვენი დასკვნები
რომლებიც ეფუძნება კონკრეტული ადამიანების ქცევაზე დაკვირვებას, იმ მთლიან პოპულაციაზე რომელთა შემადგენლობდანაც
ეს კონკრეტული ადამიანები გამოვყავით. პრობლემა რომელსაც აქ შეიძლება შევხვდეთ ეს
არის გავრცელების ხარისხის პრობლემა. თუკი
მოვლენა მეორდება 4-5ჯერ ან თუკი ჯგუფში რომლის შესწავლასაც ვაპირებთ 4-5
ობიექტია, ჩვენ შეგვიძლია თითოეული ეს
მოვლენა ან ობიექტი შევისწავლოდ ინდივიდუალურად და ამაზე დაყრდნობით გავაკეთოთ
დასკვნები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი დასკვნები
სამართლიანია მთელი პოპულაციისთვის, მაგრამ არის შემთხვევები და როგორც წესი უფრო
ხშირადაც, როცა ჩვენს მიერ შესასწავლი
ობიექტების რიცხვი აღწევს ათასებს და ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არანაირი
შესაძლებლობა იმისა, რომ თითოეული მათგანი შევისწავლოთ ინდივიდუალურად, ამიტომაც
შევისწავლით მათ მხოლოდ გარკვეულ ნაწილს და ვართ ნაკლებად დარწმუნებულნი იმაში, რომ
კვლევის ბოლოს ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნები ვრცელდება მთელს პოპულაციაზე. ამ
შემთხვევაში ჩვენ უნდა შევიმუშავოთ სტრაგედია, რომელსაც ხშირად უწოდებენ შერჩევის ფორმირების პროცედურას, რომლის
მიხედვითაც, უნდა გადავწყვიტოთ, თუ ობიექტთა მთელი სიმრავლიდან რომელი ცალკეული
ობიექტები უნდა შევისწავლოთ, რათა მიღებული დასკვნები სამართლიანი იყოს მთელი
პოპულაციისთვის. ჩვენ ასევე უნდა გადავწყვიტოთ, თუ რამდენი ობიექტი უნდა
შევისწავლოთ და როგორ უნდა შევარჩით ისინი, ასევე უნდა განვსაზღვროთ მათი
რეპრეზენტატულობა..
ანალიზისათვის ობიექტების შერჩევის შემდეგ ჩვენ უნდა დავუთმოთ მაქსიმალური
ყურადღება მათ შესწავლას. უმჯობესია თავი ავარიდოთ პოლიტიკური მოვლენებისა და
ქცევების შესწავლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც არიან რეაქტიულები. რეაქტიულობა
მიუთითებს ორ შესაძლებლობაზე: ან მას ვინც ატარებს კვლევას, ან თავად კვლევის
მეთოდს შეუძლია გარკვეულ წილად იქონიოს ზეგავლენა მასზე, ვისზეც კვლევა წარმოებს
და შეიტანოს მის ქმედებებში ცვლილებები, რომელიც განპირობებული იქნება თავად
კვლევის პროცესის არსებობით. სხვა სიტყვებით, არსებობს საფრთხე, რომ თვითონ
კვლევის პროცედურის არსებობა იქონიებს გავლენას და შეცვლის მათ ქცევას ვინც
ექვემდებარება კვლევას, ამის შედეგად კვლევის შედეგები იქნება არასწორი. პოლიტოლოგიური
კვლევის წარმოებისას ჩვენ შეიძლება შევხვდეთ რეაქტიულობის სხვადასხვა მაგალითს.
ინტერვიურის არაკეთილგანწყობა ან ზედმეტი თავდაჯერებილობა, მკვლევარის მიერ
დასმული მისთვის არასასიამოვნო კითხვა, ესენი შეიძლება აღმოჩნდნენ ის ფაქტორები,
რომლებიც უარყოფით გავლენას იქონიებენ საკვლევ სიტუაციაზე და საბოლოოდ კვლევის
შედეგები იქნება არასაიმედო. ძირითადად ასეთი ფაქტორების ზემოქმედება რესპოდენტზე
მკვლევარისათვის რჩება ხოლმე დაფარული. მაგალითად ინტერვიუებმა შეიძლება დასვას
კითხვა: ,,მოგწონთ თუ არა პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა?” და მიიღოს პასუხი:
,,მომწონს. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი იდეა”. მაგრამ შეგვიძლია კი ჩვენ ვიყოთ
დარწმუნებულნი იმაში, რომ ამ რესპოდენტს მართლაც ჰქონდა გარკვეული
წარმოდგენა პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მანამ სანამ ამის შესახებ
კითხავდნენ. განა არ შეიძლება, რომ თავად ინტერვიუ ყოფილიყო ის კატალიზატორი,
რომელმაც გავლენა იქონია რესპოდენტის აზრის ფორმულირებაზე და შესაბამისად ეკონომიკური
პოლიტიკის შეფასებაზე, რაც მანამდე არ ჰქონია. ესეც არის რეაქტიულობა, თუმცა
რთულად შესამჩნევი.
მონაცემების ანალიზი
კვლევის პროცესში ამა თუ იმ ობიექტის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას
ეწოდება მონაცემები. კვლევის ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია გავარკვიოთ თუ კონკრეტულად
რა შევაგროვეთ საკვლევი პრობლემის გადასაჭრელად ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები გვეხმარება ამის
ახსნაში რით არის გამოწვეული ჩვენს მიერ შესწავლილი ესა
თუ ის მოვლენა.
მაგალითად დავუშვათ
რომ, განათლების დონით განსხვავებული ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავებული
სიხშირით იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ან
უარსაყოფად საჭიროა პასუხი გავცეთ შემდეგ სამ კითხვას: მართლაც ასეა კი ეს?
ერთ-ერთი ამ ცვლადის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანები მართლაც
განსხვევდებიან კი ერთმანეთისაგან მეორე
ცვლადის მიხედვითაც? განსხვავდებიან კი განათლების მაღალი დონის მქონე ადამიანები
დაბალგანათლებული ადამიანებისაგან იმით, რომ უფრო არიან მიდრეკილნი არცევნებში
მონაწილეობისაკენ? ჩვენს მიერ შეგროვენულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ განათლების დაბალი დონის
მქონე ადამიანებიც ისევე ხშირად იღებენ მონაწილეობას არჩევნეში როგორც უფრო კარგი
განათლების მქონენი. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ განათლების დონე არ არის
ის ფაქტორი, რომელსაც გავლენა აქვს არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე., ანუ
ამ ორ ცვლადს შორის არ არსებობს ურთიერთკავშირი. როგორც ვხედავთ ამ შემთხვევაში
ჩვენი ჰოპოთეზა არ დადასტურდა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ შეგროვებული
მონაცემების მიხედვით აღმოჩნდებოდა რომ ათიდან ექვს ან შვიდ შემთხვევაში ადამიანის
განათლების დონის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ მიიღებს თუ არა
მონაწილეობას არჩევნებში, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი ჰიპოთეზა ამ ორი ცვლადის
კავშირის შესახებ დადასტურდა.
მას შემდეგ რაც ორ
ცვლადს შორის არსებული კავშირი დადგენილია, ჩნდება კითხვები: როგორ არის ეს ორი
ცვლადი ერთმანეთთან დაკავშირებული? უნდა ვივარაუდოთ რომ მაღალგანათლებული
ადამიანები უფრო ხშირად მიიღებენ
მონაწილეობას არჩევნებში, ვიდრე განათლების დაბალი დონის მქონენი? თუ ამ ორ
ცვლადს შორის დამოკიდებულება ეფრო რთულ ხასიათს ატარებს? თუკი ჩვენ გავაანალიზეთ
ჩვენი ჰიპოთეზა და საბოლოოდ დავასკვენით, რომ განათლების დონე კავშირშია
არჩევნებში მონაწილეობასთან, მაშინ აუცილებლად შეესაბამება სიმართლეს ამ მტკიცებებიდან
ერთ-ერთი:
მაგალითად ჩვებ
შეიძლება წამოვაყენოთ მტკიცება, რომლის მიხედვითაც მაღალგანათლებული ადამიანი არის
დაინტერესებული პოლიტიკით და პოლიტოკისადმი მის ინტერესს სწორედ განათლების მაღალი
დონე განაპირობებს. შესაბამისად ეფრო განათლებული ადამიანი უფრო ხშირად მიიღებს
მონაწილეობას არჩევნებში, ვიდრე განათლების დაბალი დონის მქონენი, რომლებიც ნაკლებ
ინფორმაცია ფლობენ. ე.ი. ჩვენ უნდა მოველოდეთ რომ არჩევნებში მონაწილეობა უფრო
დამახასიათებელი და უფრო ტიპიური იქნება კარგი განათლების მქონე პირებისთვის.
მოცემული შემთხვევა აღწერილია (ა) სურათზე.
მაგრამ შეიძლება
გვქონდეს მეორე მტკიცება, რომლის მიხედვითაც რაც უფრო განათლებულია ადამიანი მით
უფრო იმედგაცრუებულია ის პოლიტიკური ცხოვრებით. ამ თვალსაზრისის მიხედვით,
განათლებულობას მივყავართ იმედგაცრუებამდე, ეს კი თავის მხრივ ამცირებს არჩევნებში
მონაწილეობის სურვილს. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ განათლების დაბალი
დონის მქონენი უფრო ხშირად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ვიდრე უფრო მეტად
განათლებულები. ეს შემთხვევა აღწერილია (ბ) სურათზე.
და ბოლოს ჩვენ
შეიძლებოდა გვქონოდა მტკიცება, რომლის მიხედვითაც განათლება მხოლოდ გარკვეულ
დონემდე აძლიერებს ინტერესს პოლიტიკური საქმიანობისადმი. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა
მოველოდეთ რომ განათლების საშუალო დონის მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად
მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ვიდრე განათლების დაბალი დონის მქონენი ან
ძალიან განათლებულები. ეს შემთხვევა აღწერილია სურათზე (გ).
ყველა ზემოთ
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის განათლების დონესა და არჩევნებში მის მონაწილეობას შორის არსებობს
კავშირი, თუმცა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მათ შორის დამოკიდებულება განსხვავებულ
ხასიათს ატარებს.
ბოლოს ჩნდება კიდევ
ერთი კითხვა: რამდენად სავარაუდოა, რომ მცირე რაოდენობის ობიექტების შესწავლაზე
დაყრდნობთ გაკეთებული დასკვნები სამართლიანი იქნება ობიექტთა იმ მთელი
სიმრავლისთვის, საიდან ეს ობიექტები შეირჩნენ.
თუ კვლევის კონკრეტული ობიექტების არჩევისას ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებას,
მაშინ შჱგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ობიექტთა მცირე რაოდენობაზე დაყრდნობით
გაკეთებული დასკვნები სამართლიანი იქნება მთელი პოპულაციისთვის, ხოლო თი შევცდით
ჩვენი დასკვნები იქნება ნაკლებ საიმედო.
შჱცდომისაგან კი არავინაა დაზღვეული ამიტომაც ამა თუ იმ პოპულაციის მოცემული
შერჩევის შესწავლისაგაბ მიღებული დასკვნებს ბოლომდე ვერ ვენდობით.
შედეგების ინტერპრეტაცია
კვლევის წარმოების პირველ
ეტაპზე სხვადასხვა ფრანგმენტებიდან უნდა ავაწყოთ ერთიანი სურათი და ამაში
დაგვეხმარება შემდეგ კითხვებძე პასუხის გაცემა: რამდენად შევძელით შეგვერჩია სწორედ ის
პრობლემა, რომელიც გვინდოდა? რა აღმოვაჩინეთ? როგორია ჩვენი შედეგების
მნიშვნელობა? რამდენად ეხმაურება ეს შედეგები ჩვენს მოლოდინებს? ასევე აუცილებელია
რომ კრიტიკულად გავაანალიზოთ ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა. ხომ არ დაგვიშვია კვლევის პროცესში ისეთი შეცდომა,
რომელიც შეცვლიდა მის შედეგებს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყოველთვის რთულია, მაგრამ კარგი მეცნიერისთვის აუცილებელია, რადგანაც მხოლოდ ამ კითხვებზე
პასუხის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ კვლევის შედეგების სანდოობაზე.
No comments:
Post a Comment