Wednesday, 28 January 2015

მონაცემთა მომზადება


მონაცემთა დამუშავება

12. მონაცემთა მომზადება და დამუშავება

 

ჩვენ მივაღწიეთ კვლევითი პროცესის იმ სტადიას, როდესაც ჩვენს განკარგულებაშია მონაცემთა მასივები და გვესაჭიროება ამოვირჩიოთ მათი დამუშავების უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდი. ზუსტად ამ სტადიაზე ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ძალისხმევის შედეგების საბოლოო გაფორმებას სქემების, გრაფიკების სტატისტიკური გამოსახვის და სხვა ელემენტების სახით, რომელიც არის გაწეული სამეცნიერო სამუშაოს შემადგენელი ნაწილი. ჩვენი კვლევის ამ ნაწილს წარმოვადგენთ საყოველთაო მიმოხილვისათვის და წაკითხვისათვის. თუმცა რჩება კიდევ ერთი უფრო ნაკლებად შესამჩნევი ოპერაციათა კომპლექსი, რომელთაც გვერდს ვერ ავუვლით, თუკი ჩვენ გვინდა მივიღოთ სრული ინფორმაცია ჩვენი მონაცემებიდან. მხედველობაში გვაქ მონაცემთა მომზადება და დამუშავება, რასაც ეძღვნება წინამდებარე თავი. როგორ ანიჭებს მკვლევარი ციფრულ მნიშვნელობას იმ ინფორმაციას რომელიც მან შეაგროვა, რათა შეძლოს მისი საფუძვლიანი გაანალიზება? როგორ შეიძლება ამ ციფრების გამოყენება, რათა გააზრებულად დავუკავშირდეთ კომპიუტერს, რომლის გარეშეც დასამუსავებელ მონაცემთა დიდი მასა ხშირად უმართავი ხდება? რა შეუძლია გვითხრას კომპიუტერმა ჩვენ მონაცემებზე ამ შემთხვევაში? როგორ უნდა შევეკითხოთ ეს? ეს და სხვა საქმესთან კავშირში მყოფი საკითხები უნდა გადავწყვიტოთ უპირველესად, ვიდრე გადავალთ მონაცემთა ანალიზზე და შედეგების პრეზენტაციაზე.

 

 

კოდირება: რას ნიშნავს ეს ციფრები?

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისათვის რაოდენობრივი მნიშვნელობის მინიჭების პროცესს ეწოდება კოდირება. კოდირებას გაზომვისათვის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ალფავიტს მეტყველებისთვის, კერძოდ საშუალებაა რომლის დახმარებითაც ინფორმაციას ეძლევა დაწყობილი და ხანგრძლივი შეტყობინების ფორმა. ისევე როგორც თითოეული ასო ან ასოთა კომბინაცია წარმოადგენს ბგერას, ყოველი ციფრი ან ციფრთა კომბინაცია წარმოადგენს გარკვეულ მახასიათებელს ან მდგომარეობას საკვლევი ობიექტისა. ასე რომ როგორც ასოები საშუალებას აძლევს მათ ვინც იცის ალფავიტი, ჩამოაყალიბოს რთული აზრები, ციფრები საშუალებას აძლევს მას ვინც იცის კოდი, ჩამოაყალიბოს რთული ცნებები შედარებით შემცირებული ფორმით. ამის გარდა ციფრული კოდირება საშუალებას აძლევს მკვლევარს წავიდეს უფრო წინ ვინაიდან კოდირებული ინფორმაცია, განსაკუთრებით კოდირებული ციფრული ფორმით, მათემატიკური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა, და მაშინ მიღებულ მონაცემებს შეუძლიათ გამოავლინონ ის რაც ციფრული ინტერპრეტაციის გარეშე შეიძლება დარჩენილიყო დაფარული. სხვა სიტყვებით, კოდირება გზას ხსნის უფრო ღრმა კვლევისაკენ, ვიდრე ეს იქნებოდა სხვა შემთხვევაში. ციფრული კოდები კვლევით მუშაობაში ძალიან ჰგავს მორზეს ანბანს ტელეგრაფიაში, რომელსაც ჩვენ სავარაუდოდ ვიცნობთ.  მორზეს ანბანში ცერტილის და ტირეს განსაზღვრული კომბინაციები ცვლიან ალფავიტის ასოებს. წერტილი და ტირე გარდაიქმნება გრძელ და მოკლე ბგერებად, რომნლებიც შეიძლება იქნეს გადაცემული რადიოთი შესაბამისად აღჭურვილი გადამცემი სადგურიდან, შესაბამისად არჭურვილ მიმღებთნ.  ბგერები შემდეგ გარდაიქმნება ასოებად და ამგვარად შეტყობინების გადაცემა დამთვრებულია. სურათზე 12.1. ეს პროცესი გამოსახულია დიაგრამის ფორმით.

 


 

 სწორედ ასე სამეცნიერო კვლევაში კოდის ყოველი ციფრი აღნიშნავს მოცემული ცვლადის განსაზღვრულ გრადაციას.

მაგალითად თუ ჩვენ ვზომავთ განსაზღვრული ჯგუფის  წევრთა ჩამოყალიბების დონეს, რომელშიც ყოველ გამოკითხულს შეიძლება ქონდეს დაუმთვრებელი უმაღლესი სკოლა, დამთავრებული უმაღლესი სკოლა და კოლეჯის დამთვრევრებული უმაღლესი განათლება, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დონეების გრადაცია ციფრებით 1,2,3.  ანდა, თუ ჩვენ გვსურს გავითვალისწინოთ სწავლების წლები, მაშინ ციფრულ კოდში უნდა აისახოს ეს ციფრი (მაგ ციფრი 7 აღნიშნავს შვიდწლიან სწავლებას). კოდირების ორივე სისტემა საშუალებას გვაძლევს საკმაოთ ზუსტად შევაჯამოთ კვლევის შედეგები. თუმცა პრინციპები კოდირების განსაზღვრულია; რამდენადაც ჩვენ გვაქვს მონაცემთა ამა თუ იმ ფორმით კოდირებული კომპლექსი, შეგვიძლია დავამუშაოთ და განვსაზღვროთ ისინი ჩვენი სურვილისამებრ. ვიდრე გარდავქმნით ტექსტურ ფორმაში. სამეცნიერო მოღვაწეობის ანგარიშის მომზადებისას ეს პროცესი ინფორმაციის გადაყვანისა სიტყვიერი ფორმიდან ციფრულში და უკან განზოგადებულ ფორმაში ჩანს სურათზე 12.2.


 
ყველაზე მთავარი რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს  კოდირებული მონაცემების დამუშავებისას - კოდირების პროცესი ყოველთვის უნდა განისაზღვრებოდეს საკვლევე ცვლადის თვისების გაზომვით. ასე რომ, ცვლადებს გაზომილს ნომინალური შკალებით უნდა ქონდეს ხარისხობრივი, ინტერვალური შკალით გაზომილ ცვლადებს - ინტერვალური კოდი.

            გარეგნულად ყველა ეს ციფრი შეიძლება ერთი და იგივე ციფრად მოგვეჩვენოს, თუმცა მათი მნიშვნელობა ყველა ცალკეულ შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ანალიზი ან ოპერირება მონაცემებით, გარდაქმნილი სიტყვიერი ფორმიდან ციფრულში, გვაყენებს გადაულახავი ცდუნების წინაშე გამოვიყენოთ M წლები, რომლებიც უბრალოდ შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში სისტემაში ჩავსვათ. ცვლადების გაზომვის თავისებურებების გამო (უფრო დაწვრილებით ამ პრბლემას შემდეგ თვებში განვიხილავთ) ასეთი ცდუნება უნდა გადავლახოთ თუ ჩვენ გვსურს სასარგებლო შედეგის მიღება ჩვენი კვლევიდან.

            მონაცემთა კოდირების (კოდირების მოხსნის) მექანიზმი სინამდვილეში ძალიან მარტივია. ჩვენ დავიწყებთ ჩვენი კვლევის ყოველი ცვლადის ტიპის განსაზღვრას მათი გაზომვის შკალით. ის თუ ნომინალური ცვლადია, რომელშიც ჩვენ უნდა გავანაწილოთ კოდის ციფრები, ურთიერთგამომრიცხავ კატეგორიებს შორის,  მიუხედავად მათი განლაგების თანმიმდევრობისა, ჩვენ ვაკეთებთ ამას, როგორც ჩვენთვისაა მოსახერხებელი. ავიღოთ საკმაოდ ტიპიური მაგალითი; თუკი საკვლევი ჯგუფის წევრები იყოფიან აღმსარებლობის მიხედვით: პროტესტანტებად, კათოლიკებად და იუდეველებად, მაშინ ამ კატეგორიებს შორის კოდები შეიძლება გავანაწილოთ ნებისმიერი ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

 

1 პროტესტანტები
1 კათოლიკები
1 იუდეველები
43 პროტესტანტები
2 კათოლიკები
5 იუდეველები
2 პოტესტანტები
17 კათოლიკეები
3 იუდეველები
8 პროტესტანტები
3 კათოლიკეები
27 იუდეველები

 

            თითოეულ შემთხვევაში, ცალკეული ციფრული გრადაცია გამოიყენება ცვლადის, გრადაციის, ან კატეგორიის აღსანიშნად. რამდენადაც აღმსარებლობა არის ნომინალური მახასიათებელი, განლაების წყობას და კოდის სიდიდეს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ კოდირებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 1,3 და 10 ნიშნა რიცხვები, თუ ჩვენ ასე გვსურს. რათქმაუნდა ხშირ შემთხვევაში ჯობს ცვლადებს მივცეთ უფრო მარტივი მახასიათებელი კოდები. ჩვეულებრივ ირჩევენ მარტივ ციფრებს, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით, ეს ზოგადად დამოკიდებულია ჩვენს ეკონომიურობაზე და არა რაიმე მათემატიკურ კანონზომიერებაზე.

            ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ნომინალური კოდირების უფრო რთული სქემა ინფორმაციის უფრო სრულად ასახვისთვის. მაგალითად ჩვენ გვსურს კვლევისას უფრო დაწვრილებით წარმოვადგინოთ ინფორმაცია პროტესტანტებსა და იუდეველებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორნიშნა კოდირების სისტემა, რომელიც იქმნება წინა კლასიფიკაციით. პირველ ციფრად ვირჩევთ იმავეს რასაც წინად (მაგალითდ: 1-პროტესტანტები, 2-კათოლიკეები, 3-იუდეველები).  მეორე აღნიშნავს ახალ ინფორმაციას. შეხედეთ შემდეგ სქემას.

 

 

10 პროტესტანტები
20 კათოლიკეები
11 ბაბტისტები
30 იუდეველები
12 მეთოდისტები
31 ორთოდოქსები
13 პროსვეტარიანელები
32 კონსერვატივისტები
14 ლუთერანები
33 რეფორმისტები

 

           

 

 

            აქ ჩვენი კოდები ასახავენ (პირველ სვეტში) მიახლოებით სხვაობას კატეგორიებს შორის და ამავე დროს (მეორე სვეტი) იძლევა დაზუსტების საშუალებას. შედეგად ჩვენ გვაქვს უფრო სრული ჩანაწერი საკვლევი პირების მახასიათებლებისა, რომელიც ამასთანავე ინარჩუნებს ინფორმაციას ნაკლებად ზუსტი (მაგრამ ხშირად უფრო მოსახერხებელი ანალიზის თვალსაზრისით) ჩაწერის სისტემისა, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ. თუ ჩვენ გვჭირდება ჩამოვთვალოთ პროტესტანტული აღმსარებლობის ყველა გრადაცია, მაშინ კოდის შესაძლებლობები დიაპაზონში ”10” (10-დან 19-მდე) მალე ამოიწურება და ჩვენ მოგვიწევს ჩაწერის სქემის შეცვლა. ნებისმიერმა ქვემოთ შემოთავაზებულმა ვარიანტმა შეიძლება ადვილად გადაგვიჭრას ეს პრობლემა, თუმცა ამა თუ იმ გზის არჩევა დამოკიდებულია საკვლევი ამოცანის ანალიზზე და კომპიუტერული პროგრამირების შესაძლებლობებზე.

 

 

10
პროტესტანტები
100
11
   ბაპტისტები
101
12
   მეთოდისტები
102
13
   პრესვეტარიანელები
103
14
   ლუთერანები
104
15
   ანგლიკანები
105
16
   ქრისტეს ტაძრის მიმდევრები
106
17
   მორმონები
107
18
   ხვთის ტაძრის მიმდევრები
108
19
   ქრისტიანული მეცნიერების მიმდევრები
109
20
   ვესლეანელები
110
21
   ხვთის ასამბლეის მიმდევრები
111
30
კათოლიკეები
200
40
იუდეველები
300
41
   ორთოდოქსები
310 (ან 301)
42
   კონსერვატივისტები
320 (ან 302)
43
   რეფორმისტები
330 (ან 303)

 

 

            პირველ შემთხვევაში ჩვენ გავზარდეთ პროტესტანტებზე მიწერილი ორნიშნა კოდების რაოდენობა (ათნიშნა კოდების კომპლექტები),  როდესაც მეორე შემთხვევაში მოვაწესრიგეთ ისინი და კვლავ, თუ ცვლადი არის ნომინალური მაშინ, არც კონკრეტულ ციფრს , არც კოდის ნიშანთა რაოდენობას, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, ვიდრე ჩვენი კოდირების სისტემა წარმოადგენს ოპტიმალურად ეკონომიურს, ხოლო ცვლადის გრადაცია ურთიერთგამომრიცხავი, ნებისმიერი ციფრი დამაკმაყოფილებელია.

            როდესაც ჩვენ ვახდენთ ხარისხობრივი ცვლადების კოდირებას, ჩვენი შესაძლებლობები უკვე რამდენადმე იზღუდება. ვინაიდან ხარისხობრივი არ გვთავაზობს ტოლ, ან უბრალოდ ჩვენთვის ცნობილ ინტერვალებს, ჩვენ გვეძლევა თავისუფლება ნებისმიერი სიდიდის ციფრის არჩევანში. მაგრამ, რამდენადაც, ხარისხობრივი გაზომვა ჩვენს კოდებში ითხოვს ფარდობითი რანჟირებული გრადაციის შენარჩუნებას (პოზიციები), ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, იმაზე, რომ ჩვენი ციფრები იყოს განსაზღვრული სახით განლაგებული. ცვლადისთვის პოლიტიკური განვითარების დონე, ან ნებისმიერი სხვა ცვლადისთვის, რომელიც შეიცავს სხვაობას დონეში, ხარისხს, ან მსგავსებას გრადაციაში, ნებისმიერი მოცემული კოდირების სისტემა შეიძლება იყოს თანაბრად სწორი (და თანაბრად მნიშვნელოვანი).

           

1 ყველაზე დაბალი
1 ყველაზე დაბალი
1 ყველაზე დაბალი
2 დაბალი
6 დაბალი
17 დაბალი
3 მაღალი
7 მაღალი
24 მაღალი
4 უმაღლესი
9 უმაღლესი
3027 უმაღლესი

 

            ნებისმიერი მათგანი ინარჩუნებს რიგობითობას, რომელიც მოცემულია თვითონ ცვლადისგან, არცერთი არარის უფრო ზუსტი ვიდრე დანარჩენები, ვინაიდან სიზუსტე აქ - ფუნქცია არა თვითონ ციფრების,არამედ მათ შემდგომ მდგომი რიგობრივი გაზომვისა. როგორც წინად, თუ ჩვენ ვართ ეკონომიის მიმდევრები მაშინ ვირჩევთ პირველს სამი მოცემული სქემიდან, თუ ყოველივე ამას არ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ჩვენი არჩევანი არის მკვეთრად შემთხვევითი, პირიქით არცერთი შემდეგი სქემისთვის არარის შესაფერისი

 

1 ყველაზე დაბალი
1 უმაღლესი
9 დაბალი
2 მაღალი
6 მაღალი
3 დაბალი
7 უმაღლესი
4 ყველაზე დაბალი

 

 

. თუ შედარებითი სიდიდის ან ციფრული კოდების განლაგებას (შესაბამისად, მათი ცვლილების მიმართულება) არ აქვთ მნიშვნელობა ნომინალური გაზომვისთვის, ხარისხობრივ მონაცემებზე მუშაობის დროს ისინი ფრიად მნიშვნელოვანია.

            ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან პირველში ჩანაცვლებულია კოდის რიგობითობა, მეორეში იგი შეცვლილია საპირისპიროდ, შედეგად არცერთი კოდირების სისტემა არ ინარჩუნებს შედარებით განლაგებას და თვით ცვლადის სიდიდის გრადაციას. ამ სახით კოდები არასწორად გადასცემენ ინფორმაციას. ისინი ჩვენ გვართმევენ საშუალებას განვალაგოთ ჩვენი მონაცემები რიგზე, ან შემდგომში მივყავართ იმ სისტემატიზაციის მიზეზებთან რომლის გამომუშავებასაც ვცდილობთ. მოკლედ, ასეთ შეცდომებს თავი უნდა ავარიდოთ რიგობით მონაცემებთან მუშაობისას.

            კოდების შემუშვება ინტერვალური გამოთვლებისთვის, ერთის მხრივ ფრიად შრომატევადი პროცესია, მეორე მხრივ შეიძლება აღმოჩნდეს უადვილესი. აქ ციფრებს აქვთ უფრო ზუსტი მნიშვნელობა და ჩვენი კოდირების შესაძლებლობები საგრძნობლად შეზღუდულია. დოლარი-დოლარია, წელი-წელია და სხვაობა 47% და 43% შორის იგივეა, ამ შემთხვევაში 73% და 69% შორის ინტერვალური გაზომვისას არამარტო სიდედეები არიან ურთიერთგამომრიცხავნი და განმსაზღვრელნი განლაგების რიგობითობით, არამედ ინტერვალი ორ მეზობელ მნიშვნელობას შორის ერთნაირია და უცვლელი. ინტერვალური მონაცემების კოდირება უნდა შეინარჩუნოს ეს მახასიათებლები. ერთი შეხედვით ეს შეიძლება აღმოჩნდეს გადაუჭრელი ამოცანა. იმისათვის, რომ დავაკოდიროთ ინტერვალური ცვლადი, აუცილებელია ვიპოვოთ კოდების ისეთი სისტემა, სადაც ყოველი გამორიცხავს სხვებს, ყოველი შეესაბამება განსაზღვრული ცვლადის სიდიდეს, ყოველი დაშორებულია ერთეულთა თანაბარი რაოდენობით და მანძილი ორ მეზობელ სიდიდეს შორის ცნობილია. რეალურად ასეთი ციფრების პოვნა მარტივი ამოცანაა, ვინაიდან ნომინალური, თუ რიგობითი შუალედებისგან განსხვავებით, როდესაც მკვლევარი იძულებულია მოიძიოს ციფრული ექვივალენტები თავისი ინფორმაციისათვის, ბევრი ინტერვალური კოდი მოცემულია თავიდანვე. სხვა სიტყვებით ინტერვალური კოდები უფრო ხშირად, ვიდრე გაზომვების უფრო დაბალ დონეებზე, გამომდინარეობენ უშუალოდ ცვლადის ოპერაციული მახასიათებლებიდან. თუ განვსაზღვრავთ პირად შემოსავალს, როგორც დოლარების რაოდენობას, რომელსაც გამოვიმუშავებთ გარკვეულ დროში, მაშინ ყოველი კონკრეტული რაოდენობა, გამომუშავებული დოლარებისა, განსაზღვრავს არა მარტო რომელიმე გრადაციის შემოსავლის ცვლადს, არამედ კოდსაც ამ გრადაციისთვის. თუკი გრადაცია ნომინალური და რიგობითი ცვლადებისა საფუძველში ვერბალურია (როგორც მაგალითად, პროტესტანტი და კათოლიკი, მაღალი და დაბალი განვითარების დონე) და საჭიროა შეიცვალოს ციფრული ექვივალენტებით, მაშინ ცვლადის ინტერვალურ გრადაციას თავშივე აქ ციფრული ფორმა (შემოსავლის დოლარი მუშაობის სტაჟის გამოთვლისას ადმინისტრაციულ დაწესებულებაში) და არ საჭიროებს სპეციალურ გადაყვანას. შედეგად, ინტერვალური მონაცემების კოდირებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა აზრის მქონე კოდების შექმნას, არამედ მათ ამოცნობას და შენახვას.

            როგორც აღინიშნა მე-3 თავში, ზოგჯერ შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაციები, როცა მკვლევარი, რათა აამაღლოს დამუშავების შესაძლებლობები და მონაცემთა საინფორმაციო უკუგება, მოისურვებს დაიყვანოს ინტერვალური მონაცემები რიგობით კატეგორიებამდე. მაგალითად, ჩვენთვის უფრო მარტივი და მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს რესპოდენტების ანალიზი მათი შემოსავლების ზოგადი დონით, ვიდრე სხვაობაში ყოველი დოლარის გათვალისწინება. ასეთ შემთხვევებში მონაცემთა პირველადი კოდირებისას შეიძლება შევინახოთ მათი უნტერვალური თვისება, ხოლო შემდგომ მიღებული კატეგორიები გარდავქმნათ მკვლევარის მოთხოვნილებისამერ (მაგალითად ჩვენ ვიწერთ რესპოდენტების მიერ გამომუშავებული არსებული დოლარების რაოდენობას და შემდგომ მათ ვაჯგუფებთ უფრო მსხვილ კატეგორიებში) ანუ შეიძლება ვიმოქმედოთ მეთოდით, როდესაც მონაცემები მაშინვე, შემოსვლისთანავე ჩაიწერება დაჯგუფებული ფორმით, ისე თითქოს ჩვენ ვაკლასიპიცირებთ რესპოდენტებს შემოსავლების დიდ კატეგორიებად და არ ვიფიქრებთ გამომუშავების ზუსტ ზომას. ყოველ მეთოდს აქვს თავისი უპირატესობა და სუსტი მხარეები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. რომელი მეთოდიც არ უნდა ავიღოთ, მკვლევარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამორჩეული კოდირების სქემა პასუხობს კონკრეტული თვისების გაზომვის მოთხოვნილებებს. ნათელია, რომ პროცესი მონაცემებისათვის გარკვეული კოდების მიწერა განუყოფელია ცვლადების ოპერაციონალიზაციის პროცესისგან. რათქმაუნდა კოდი - ეს სხვა არაფერია, გარდა ციფრული გამოხატვისა ჩვენი ოპერაციული განსაზღვრებისა. ამიტომ, კოდირების პრობლემის განხილვა უპრიანი იქნებოდა წიგნის დასაწყისსში. ყველა საკითხი, იმასთან დაკავშირებით, როგორი კოდი მივცეთ ცვლადების გრადაციას უნდა გადაწყდეს კვლევის საწყის სტადიაში. ყოველივე ეს განუყოფელი ნაწილია სწორი კვლევის დაგეგმვისა. თუმცა კოდების ჭეშმარიტი მნიშვნელობა გვიან ხდება გასაგები, ვინაიდან მონაცემთა ანალიზის სტადიაში კოდები ასრულებენ იმ როლს, რომელიც მათ უნდა შეასრულონ კვლევის მთელ პროცესში. სწორედ მაშინ კოდები გვაძლევენ საშუალებას მიმოხილვიდან გადავიდეთ მონაცემთა დამუშავებაზე და შემდგომ დამუშავებიდან ინტერპრეტაციაზე. იმისთვის რომ გავიგოთ, როგორ ხდება ეს გადასვლა, განვიხილოთ კოდირების ტექნიკის ზოგიერთი ასპექტი.

 

კოდების წიგნი და მაკოდირებელი ბლანკი

 

            პირველი რაც ჩვენ უნდა განვიხილოთ - ესაა კოდების წიგნი. კოდების წიგნი - ესაა ჩამონათვალი ყველა ცვლადისა, რომელიც გვხვდება კვლევაში, ყველა მნიშვნელობის რომელიც შეიძლება ცვლადებმა მიიღონ და ყველა მათთვის მისანიჭებელ ციფრულ მნიშვნელობას.

            წარმოგიდგინეთ, რომ, 1995 წლის 1 ივლისს ირანის, ნიკარაგუას და ვიეტნამის მთავრობებმა დადეს შეთანხმება ზოგიერთ სარეკლამო სააგენტოებთან საკუთარი იმიჯის გაუმჯობესების მიზნით ამერიკულ პრესაში და რომ ჩვენ გვსურს ჩავატაროთ კვლევა იმისათვის, რომ განვსაზღვროთ როგორია ამ ძალისხმევის მოქმედება ახალი ამბების შინაარსზე და სარედაქციო სტატიებზე. ასეთ კვლევაში ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ წინა პერიოდი და საწყისად მოცემული წლის შემდგომი პერიოდი, რათა დავადგინოთ რა მოხდა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ:

1)      რეპორტაჟების რაოდენობა თითოეულ ქვეყანაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ შემცირდა.

2)      დამოკიდებულება ამ ქვეყნებისადმი გაუმჯობესდა თუ არა წინა პერიოდთან შედარებით.

 

აუცილებელია გავითვალისწინოთ ისეთი დამატებითი ფაქტორი, როგორიცაა რეგულარული სეზონური ცვლილებები რეპორტაჟებში, მაგალითდ პრესის მეტი ყურადღება ზოგიერთი ქვეყნისადმი ტურისტული სეზონის დროს, ან პრესის ყურადღების ზრდა პოლიტიკური მდგომარებოის გამწვავების დროს, ან სტიქიური უბედურებების შემდეგ. თუმცა მათი თვალსაჩინოებისთვის ყურადღებას არ მივაქცევთ ამ ფაქტორებს.

იმისათვის რომ შევაფასოთ იმიჯის გაუმჯობესებაზე მიმართული ძალისხმევის შედეგი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ამბების ნებისმიერი რაოდენობა, ან გავაანალიზოთ მხოლოდ ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მხოლოდ სათაურების სახით, ასევე სტატიის მოკლე ანოტაციით და შეიცავს ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს. თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენოთ ჩამონათვალი (რომელიც ჩვენ შემთხვევაში შეიცავს სათაურებს და სრულ ბიოგრაფიას) ”Rader’s and guide to periodical literature”-დან, რომელშიც იბეჭდება დიდი რაოდენობით პოპულარული ჟურნალების შინაარსი; ამოვირჩიოთ სათაურები ”ირანი”, ”ნიკარაგუა”, ”ვიეტნამი”. ჩვენი დამოკიდებული ცვლადი იქნება სარეკლამო საააგენტოების პროფესიონალური მოღვაწეობა, უპრო ზუსტად, მისი არ ყოფნა (1995 წლის 1 ივლისამდე) ან ყოფნა (ამ თარიღის შემდეგ). აღნიშნული პრინციპით ჩვენ გვექნება დამოკიდებული ცვლადის 2 კომპლექსი. პირველში გათვალისწინებული იქნება სტატიების რაოდენობა. მეორე კომპლექსი დამოკიდებული ცვლადისა გაითვალისწინებს რეპორტაჟის ხარისხს და ბოლოს ნებისმიერი ასეთი სახის კვლევაში აუცილებელია გვქონდეს სპეციალური კოდები რათა ავღნიშნოთ: თითოეული სტატია, ქვეყანა, გამოქვეყნების თარიღი, სტატიის მოცულობა, გამოცემის სახე.

გამარტივებული სახით კოდირების მაკეტი ამ ჰიპოტეკური კვლევისათვის წარმოდგენილია ცხრილში 12.1. როგორც ვხედავთ კოდირების მაკეტი აჯამებს ცვლადებს, კვლევაში გამოყენებულს, და მათთვის მინიჭებულ მნიშვნელობებს. ეს უფრო მეტია ვიდრე ფორმალური კლასიფიკაცია, რომლითაც იწყება ნებისმიერი კვლევა. აქ ეს კლასიფიკაცია წარმოდგენილია ყველა დეტალში, ინტერპრეტაციის ინსტრუქციის ჩათვლით, და მისი სტუქტურა არა ჩვენი ჰიპოთეზების შესაბამისად, არამედ ისე რომ გაგვიადვილოს ინფორმაციის შეგროვება.

”კოდების წიგნი” აიდენტიფიცირებს კომპიუტერულ სვეტებს რომლებშიც ინახება მონაცემები, ასევე წარმოადგენს ინფორმაციის აღწერას, რომელიც უნდა ვიპოვოთ განსაზღვრულ ადგილზე. მაგალითად კოდური ცხრილი, რომელიც წარმოდგენილია ცხრილში 12.1.  გვიჩვენებს რომ ნომერი1, აღმოჩენილი მე-16 კომპიუტერულ სვეტში ნიშნავს ჟურნალის ტიპს, რომელშიც იყო მოძიებული სტატია, კონკრეტულად - ყოველკვირეული (როგორიც მაგალითად: ”Time” ან “Newsweek”). ინფორმაციის ასეთი ორგანიზაცია ეხმარება მკვლევას ჩაწეროს ინფორმაცია სწორად და მოახდინოს შედეგების ინტერპრეტაცია ზუსტად. მათ კი ვისაც შეუძლია ეს მონაცემები გამოიყენოს შემდგომში, მისცემს საშუალებას დაინახოს როგორ არის ორგანიზებული მონაცემები და თვის მხრივ ანალიზის შედეგებს გაუკეთოს ინტერპრეტაცია უკვე არსებულ აზრზე დაყრდნობის გარეშე.

 

სვეტი
ცვლადი
ცვლადის მნიშვნელობა
კოდი
1-4
სტატია და კოდირების ნომერი
 
-
5
 
სახელმწიფო
ირანი
ნიკარაგუა
ვიეტნამი
1
2
3
6-7
 
 
 
პუბლიკაციის თვე
ივლისი 1995
აგვისტო 1995
...
იანვარი 1996
...
მაისი 1997
ივნისი 1997
01
02
...
07
...
23
24
8
პოლიტიკურ სისტემასთნ შეხება სტატიის სათაურში (პოლიტიკოსების, მთავრობების, პოლიტიკური მოვლენების, ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკის მოხსენიების ჩათვლით)
არ ეხება
ეხება
0
1
9
ეკონომიკურ სისტემასთან შეხება სტატიის სათაურში (მრეწველობის, ეკონომიკის, ვალუტის კურსის, სამუშო ძალის, პროდუქციის, ეკონომიკური შესაძლებლობების და ვაჭრობის მოხსენიების ჩათვლით)
არ ეხება
ეხება
0
1
10
სოციალურ სისტემასთან შეხება სტატიის სათაურში (კულტურული, რელიგიური და სოციალური ინსტიტუტების მოხსენიების ჩათვლით)
არ ეხება
ეხება
0
1
11
ეხება შიდა ან გარე პრობლემებს
სტატიის სათაური ეხება შიდა მოვლენებსა და ობიექტებს
 
სტატიის სათური ეხება როგორც შიდა ისე გარე მოვლენებსა და ობიექტებს
 
 
სტატიის სათაური ეხება გარე მოვლენებსა და ობიექტებს
 
არ ეხება
 
1
 
 
 
2
 
 
 
 
3
 
 
 
9
12
დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება
სტატიის სათური ეხება პროგრესს, მიღწევებს, რესურსებს, აქტივებს და ქვეყნის სიძლიერეს.
 
სტატიის სათაური ეხება როგორც ქვეყნის პროგრესს ასევე რეგრესს.
 
სტატიის სათაური ეხება რეგრესს, სიღარიბეს, ვალებს და ქვეყნის სისუსტეს
 
არ ეხება
1
 
 
 
 
 
2
 
 
 
 
3
 
9
 
13-15
გვერდების რაოდენობა სტატიაში
 
-
16
სტატიის გამომქვეყნებელი ჟურნალის ტიპი
ყოველდღიური სიახლეები (გამოქვეყნებული მხოლოდ ”Time”, “Newsweek”, “U.S. News and World Report”)
 
 
 სხვა ძირითადად პოლიტიკური აზრის მქონე.
 
 
სხვა ძირითადათ არაპოლიტიკური აზრის მქონე
 
1
 
 
 
 
 
2
 
 
 
 
3

 

 

კოდების წიგნის დამუშავება აადვილებს სწრაფ გადასვლას მონაცემთა მომზადების შემდგომ სტადიაზე - მაკოდირებელი ბლანკის შესაქმნელად. მაკოდირებელი ბლანკი - ეს არის მონაცემთა ჩაწერის ფურცელი კოდების წიგნის შესაბამისად, რომელიც ამარტივებს შეგროვებული ინფორმაციის კომპიუტერულ დამუშავებას. მიმოხილვითი ანკეტა და ჩანაწერთა ფომა ინფორმაციის სტრუქტურირებისთვის, რომლებიც აღვწერეთ წინა თავებში, წარმოადგენენ მაკოდირებელი ფურცლის ვარიანტებს, ისევე როგორც 12.3. ნახაზზე წარმოდგენილი მონაცემთა ჩანაწერია ამერიკულ პრესაში სხვადასხვა ქვეყნებზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟებზე.

 

წესრიგის მიხედვით
მხარე
გამოქვეყნების თვე
პოლიტიკურ თემას ეხება
ეხება ეკონომიკურ თემას
სოციალურ თემას ეხება
შიდა / გარე პრობლემა
დადებითი/ უარყოფითი
გვერდების რაოდენობა
ჟურნალის ტიპი

 

0
0
0
1
  1
0
7
1
0
0
1
3
0
0
3
1
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

სურათზე 12.3. სვეტებში შეტანილია კოდების წიგნის ნიშნები. თითოეულ ციფრს დათმობილი აქვს სპეციალური სვეტი. ორნიშნა კოდი (როგორიც ქონდა გამოცემისთვის ცვლადს) მოითხოვს 2 სვეტს. ასევე ყოველი რიგი წარმოადგენს ცალკე შემთხვევას და ყოველი ციფრი აღნიშნავს ცვლადის მნიშვნელობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ, რომ 0001 ნომრით აღწერილია სტატია ირანზე, რომელიც გამოჩნდა ახალი ამბების ყოველკვირეულში იანვარში 1996 წელს, ეძღვნება განსაკუთრებით პოლიტიკურ სისტემას და არ შეიცავს ინფორმაციას შიდა სიტუაციის გარკვეულ სიძნელეებზე. ამ თვისებებს მიესადაგება სტატია ტაიმიდან” დასათაურებული ”ირანი ქაოსში: ხელისუფლება უძლურია შეაჩეროს წამება, სტაბილურობა საფრთხეშია”. ასეთივე სახით შეიძლება იყოს ჩაწერილი ფარდობითი მახასიათებლები ნებისმიერი სტატიის სათაურისა, რომელიც ჩვენ შეგვხვდება; ამ დროს, ყოველი სტატია (ყოველი ცალკეული შემთხვევა) დაიკავებს 1 რიგს ან სტრიქონს და თუ ჩვენ შევისწავლით ან დავაკოდირებთ 821 შემთხვევას მაშინ მონაცემები დაიკავებენ 821 რიგს. მონაცემები განსხვავებული შემთხვევების (სტატიები), რომლებიც მიეკუთვნება ერთსა და იმავე ნიშანს ჩაწერილი იქნება ერთი და იგივე სვეტში მაკოდირებელ ბლანკზე. და ბოლოს, საჭიროა ყველა მაკოდირებელი ბლანკი დავნომროთ (რათა დავრწმუნდეთ, რომ არცერთი მათგანი არ დაკარგულა), (დავათარიღოთ ), (თუ ჩვენ გვჭირდება შევცვალოთ ფორმულირება ან დავამატოთ ცვლადი კოდების წიგნში, თარიღი ხშირად სასარგებლოა) და მაკოდირებელის ხელის მოწერა. თუკი ყოველი ცალკეული შემთხვევა საჭიროებს 1 მაკოდირებელ ბლანკზე მეტს, მაგალითად როდესაც გასაზომი ცვლადების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ყველა ბლანკი დაკავშირებული მოვლენათა ერთ ჯგუფთან, მაშინ ყველა ბლანკი უნდა აიკინძოს და დაინომროს ერთგვაროვნად, ეს მინიმუმამდე დაიყვანს დამუშვების პროცესსში შეცდომების გაპარვის შანსს. ასევე სასარგებლოა გამოვყოთ ყველა შემთხვევის ნომერი მოწესრიგებულად განცალკევებულ ბლანკის ასლზე.

 

 

 

 

 

 

როგორ დავამუშავოთ მონაცემები

 

როდესაც მონაცემთ კოდირება დასრულებულია, ჩვენ ვიწყებთ მათ დამუშავებას, რომ გამოვიტანოთ რაიმე დასკვნა. გასაგებია, რომ დიდი რაოდენობით მოვლენებზე მუშაობისას ამოცანა შეიძლება აბსოლუტურად გადაულახავი აღმოჩნდეს. თუ ჩვენ გვსურს გადავლახოთ ეს სირთულე და მივაღწიოთ მაქსიმალურ სიმარტივეს, სიზუსტეს და ღრმა ანალიზს, საჭიროა მივენდოთ კომპიუტერის მუშაობას. რათქმაუნდა, კომპიუტერის სისტემა ძალიან რთულია, მაგრამ ძირითადი პრინციპები არაა ასეთივე რთული გასაგები.

კომპიუტერი შედგება გამომრთველ ღილაკთა კომპლექსით, რომლეიც გამოიყენება ინფორმაციის აკრეფისათვის მარტივი კოდირების მეშვეობით. ამის მაგალითის ჩვენება შეგიძლიათ შუქის ჩამრთველის გამოყენებით თქვენსავე სახლში. ამ ჩამრთველს შეუძლია მხოლოდ 2 ტიპის ოპერაციის  განხორციელება. ის ან ჩართულია, ან გამორთულია, ამ ჩამრთველის ან ერთ, ან მეორე პოზიციაში მოთავსებით ინფორმაციის მიწოდების გზით. მაგალითდ თქვენ გნებავთ რომ თქვენი შვილები მიხვდნენ რომ თქვენ სახლში ხართ, სახლის კართან ანთებული შუქი იქნება მესიჯი, რომ თქვენ სახლში ხართ. თუ თქვენ არ გსურთ ვინმემ შეგაწუხოთ, უბრალოდ არ აანთებთ ამ შუქს.  ან თქვენ დასაცემთ შეტყობინებას ელექტრო დენის საშუალებით რომ სახლში არ ხართ. ზუსტად ასე: გამომრთველების, ნათურებისა და ორმაგი გამოთვლის სისტემის (რისი აღწერითაც ჩვენ ახლა არ ვართ დაკავებული) კომპლექსით თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ყველა სახის უფრო რთული ინფორმაციული მესიჯები. ასეთი სისტემის აგება კოდების ”კი - არა” ტიპით და მისი გამოყენება ინფორმაციის გაცვლის მიზნით, შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორც ჩვენი მოქმედება დენის გამომრთველებით. ასე რომ ამ პრინციპით მუშაობს კომპიუტერი, რათქმაუნდა, უფრო რთულ და დიდ მასშტაბებში. უბრალო კომპიუტერი შედგება მრავალი-ათასობით პატარა გამომრთველითმ, რომლებიც დაპროგრამირებულნი არიან ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაზე ზუსტად ამ გზით. ანალიზის ზოგი ტიპი - განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც ამოქმედებულნი არიან ძალიან დიდი მოცულობის მონაცემებით, ან ძალიან რთული გადამუშავების პროცედურებით - შეიძლება მომზადებულ იქნნენ ძალიან სწრაფ პერსონალურ კომპიუტერებზეც, რომლებსაც გააჩნიათ დიდი მეხსიერება (საუბარია პოლიტიკური კვლევების უმრავლესობის მომზადებაზე). ომპიუტერებთან ურთიერთობისთვის ჩვენ ვიყენებთ განსხვავებულ ხერხებს - დაწყებული საბეჭდი მანქანიდან, ოპტიკური მაუსის გამოყენებით. კომპიუტერში შემავალი ინფორმაცია კლავიატურის ან სხვა მეთოდის დახმარებით, კონვერტირდება ელექტრონულ კოდებში, რომლებიც ინახება სტრიქონის წინასწარ დათქმულ ფორმატში. ყოველ ინფორმაციას შესაბამისი კოდირებული ვარიანტი გააჩნია ცხრილში. ასეთი გზით, ვაგრძელებთ საუბარს ჩვენს აგალითზე სადაც ხდება კოდების შეყვანა 821 სტატიისა, სამ გამოკითხულ მხარეზე. ჩვენ უნდა ავკრიფოთ ისინი 821 მონაცემთა სტრიქონად კლავიატურაზე. ზოგიერთი პროგრამა გამოსადეგია სტატისტიკური ანალიზისთვის. ისინი განსხვავდებიან ფორმატითა და შესაძლებლობებით, ერთნი - სპეციალურად არიან გადამუშავებულნი ”APPLE”-ის კომპიუტერებისთვის, ან თუნდაც “IBM”-თან შეთავსებადი სისტემისთვის ”Windows”-ის ტიპის პროგრამირების გამოყენებით. რომლებიც არიან ვიზუალურ (გრაფიკულ) მითითებებზე ორიენტირებული. სხვები მაგალითად “IBM”-ის შეთავსებადი სისტემები იყენებენ “Ms-Dos”-ის ოპერატიულ სისტემას რომელიც ტექსტურ მითითებებზეა ორიენტირებული. აპარატურისა და პროგრამირების უზრუნველყოფის მრავალფეროვნება იმდენად დიდია, რომ რთულია ახლა ამის განხილვა. მაგრამ, რაც შეეხება მონაცემთა შეყვანას პროგრამებში უფრო შესაფერისია ჩვეულებრივ გამოყენება ფორმატისა, რომელსაც ”ელექტრონული ცხრილები” ეწოდება. ელექტრონული ცხრილების გამოყენებამდე საჭიროა განვალაგოთ და განვსაზღვროთ სვეტების მნიშვნელობები, რათა შევიყვანოთ მონაცემები, მხოლოდ პარამეტრების დაყენების შემდეგ.  (ყველა ცვლადისთვის აუცილებელი სვეტთა აუცილებელი რაოდენობა, ტიპი და განმსაზღვრელი ნიშანი). შემდგომში ხდება მონაცემთა ხაზებად შეყვანა, ყოველ სვეტში უნდა იყოს ცალკეული შემთხვევის მაჩვენებელი, ან მინიშნება. შესაბამისი სვეტები ივსება ციფრებით ან ასოებით.  ეს ყველაფერი საკმაოდ ნაცნობია, რადგან პროცედურა სრულიად შეესაბამება პროგრამული ბლანკის შექმნას, რომელიც ჩვენ ზემოთ აღვწერეთ.

როდესაც კომპიუტერში შეყვანილია მონაცემები საჭიროა მათი დამუშვება, ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ჩავუტაროთ კომპიუტერს ”ინსტრუქტაჟი” ასეთია მოთხოვნა მონაცემთა დამუშავებისთვის:

1)      როგორი შემთხვევები უნდა გავაანალიზოთ ჩვენ?

2)      როგორი გამოთვლები უნდა გავაკეთოთ?

3)      როგორ ფორმაში გვსურს რეზულტატის მიღება?

 

სასარგებლოა ვიცოდეთ კომპიუტერული პროგრამების წერა, თუმცა არავითარი აუცილებლობა არაა იმისა, რომ შევქმნათ პროგრამა, პოლიტიკურ კვლევაში ჩართულ მონაცემთა გასაანალიზებლად.           

მაგრამ თუ პროგრამა თვად არის რთული, მისი გამოყენება უფრო ადვილია. ყოველ მათგანში თავისებურად მოთავსებულია ”წიგნი” მონაცემთა მარტივად გადასამუშავებლად. ეს წიგნი, ან უფრო სახელმძღვანელო, შეიცავს კანონზომიერ მიმდევრობას პროგრამის გამოყენების და კონკრეტული დავალებების ამოხსნისა.

კომპიუტერი გვისვამს სხვადასხვა კითხვას, მათი ეკრანზე მესიჯის სახით გამოტანით: ”გნებავთ თუ არა რომ გამოვიტანო ეკრანზე ეს მონაცემები ეკრანზე ცხრილის სახით?”, ან ”გსურთ დათვალოთ საშუალო კვადრატული გადახრა ამ შემთხვევისთვის?”. ინსტრუქციისამებრ ან ”კი” ან ”არა” და  მივუთითებთ სპეციფიურ პროცედურებზე, რომელიც ჩვენ გვსურს, რომ ჩავატაროთ. ფორმა და არსი ამ ინსტრუქციებისა იცვლება ამ პაკეტთან დამოკიდებულებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი ფუნქციები ერთნაირია. ასეთ შემთხვევაში არაა საჭირო პროგრამის შექმნა, რამდენადაც გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ კომპიუტერში უკვე არსებული პროგრამები.

დასკვნაში საჭიროა გავაკეთოთ კიდევ სამი შენიშვნა: პირველ რიგში, ხალხს რომელსაც არ აქვს კომპიუტერთან მუშობის გამოცდილება ეშინიათ და იკარგებიან მსგავსი ოპერაციების განხორციელებისას. ასეთი შემთხვევა გასაგებია, თუმცა არ შეიძლება ნება დავრთოთ მათ იქცნენ სწავლების პროცესსში ბარიერად. ყველა დახურული პროგრამის ხელთ არსებობის შემთხვევაში კომპიუტერით სარგებლობა ბევრად ადვილდება ძველ დროსთან შედარებით. როდესაც საბოლოოდ დაძლევთ თქვენს ეჭვებს შესაძლებელია აღმოაჩინოთ რომ თქვენ აღმოჩნდით კომპიუტერის ზეგავლენის ქვეშ და მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას მასთან მუშაობით.

მეორე: ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს რომ შეცდომების. მონაცემთა დაკვირვებული შეყვანა და მიღება აგვარიდებს მრავალ შეცდომას და როგორც მრავალ ახალ სფეროში თქვენ უცებ იპოვით სამუშაოს გაადვილების ხერხებს, ეს უბრალო საქმეა. თვალყური ადევნეთ საკუთარ შეცდომებს, არ ვთქვათ უარი დახმარებაზე სადაც ეს საჭიროა და არ შევწყვიტოთ ჩვენი ცდები.

და საბოლოო ჯამში ძალიანაც არ შეყვეთ თქვენს საქმიანობას, რადგან კომპიუტერები ზუსტად ასრულებენ ჩვენს მიერ მითითებულ ბრძანებებს და ამუშვებენ ინფორმაციას, მაგრამ ისინი ვერ აზროვნებენ. იმ პროგრამების პაკეტების გამოყენებთ, რომლებიც ჩვენ აღვწერეთ, თქვენ შეგიძლიათ ადვილად ამოახსნევინოთ კომპიუტერს რთული სტატისტიკური ამოცანები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ წინასწარ გათვალოთ და გაიაზროთ სტატისტიკური და ანალიტიკური პროცედურები, რომლებსაც დაამუშავებს კომპიუტერი და მოგცემთ იმ მონაცემებს რომლებიც შეესაბამება თქვენსას. ეს პროცედურები იქნება შემდეგი თვების განხილვის საგანი.

No comments:

Post a Comment