თავი 2.
თეორიის შექმნა: ცნებები და ჰიპოთეზები
პოლიტიკურ მეცნიერებაში.
პოლიტიკური პრობლემები ყოვეთვის ძალიან რთულია - თუკი კონგრესი შეამცირებს
ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს ამის შედეგად შესაძლებელი იქნება უმუშევართა
რაოდენობის შემცირება, თუ ეს მიგვიყვანს უბრალოდ ინფლაციამდე? ჩვენ ვაწარმოებთ
სოციოლოგიურ კვლევებს იმისთვის რომ უკეთ გავერკვეთ ჩვენს გარშემო არსებულ რთულ სამყაროში:
ეს განპირობებულია ან ცოდნის გაღრმავების სურვილით ან კიდევ მომავლის
წინასწარმეტყველების და თუ შესაძლებელია მისი შეცვლის მიზნითაც კი.
ე.ი მეცნიერული კვლევა იწყება რაიმეს შეცნობის მიზნით. ეს
არის ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ საკვლევ პრობლემას. როგორც წესი საკვლევი პრობლემა
ატარებს ძალიან ფართო ხასიათს. მაგალითად ჩვენ შეიძლება დავსვათ კითხვა: რატომ
არის რომ ზოგიერთი ადამიანი აქტიურად მონაწილეობს მის გარშემო არსებული სამყაროს
დაცვაში, მაშინ როდესაც ზოგიერთები გამოდიან ამ მოძრაობის წინააღმდეგ, ზოგიერთებს
კი საერთოდაც არ აინტერესებთ ეს საკითხი? ყველაზე უკეთესი საშუალება იმისა რომ
მივიგოთ ზუსტი და ამავე დროს სასარგებლო პასუხი ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე
მდგომარეობს იმაში, რომ ემპირიული კვლევის არსებული მეთოდებიდან შევარჩიოთ ისეთი
მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს პასუხი გავცეთ ჩვენი კვლევი კითხვას. მანამ
სანამ ჩვენთვის საინტერესო საკითხის განხილვისთვის შევარჩევთ შესაფერის მეცნიერულ
მეთოდს, აუცილებელია ეს საკმაოდ ფართო კითხვა ერთ ან რამდენიმე ძალიან კონკრეტულ
კითხვამდე. თუკი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ვერ დავაზუსტებთ თუ კონკრეტუკად
რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებისას, ასევე
ვერ დავადგენთ თუ როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ის ფაქტები რომლებსაც
ჩვენ ვაკვირდებით და თავად საკვლევი პრობლემა.
კვლევის საერთო პრობლემის ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პრობლემად
დაშლა მოითხოვს ჩვენს მიერ შესასწავლი ფაქტებისადმი ყველა შესაძლო ახსნის შემუშავებას.
მაგალითად ჩვენ შეიძლება დავუშვათ, რომ ამა თუ იმ ადამიანის დამოკიდებულება
გარემოს დაცვის საკითხისადმი განისაზღვრება მისი სამუშაოს ხასიათით. ზოგიერთი
პროფესიისათვის გარემოს დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები შეიძლება იყოს
სასარგებლო, მაშინ როდესაც სხვა პროფესიას შეიძლება აყენებდეს ზიანს. ასევე შეიძლება
დავუშვათ რომ ადამიანის დამოკიდებულება ეკოლოგიისადმი განისაზღვრება მისი ასაკით,
რამდენადაც დღევანდელი ახალგაზრდობა იზრდებოდა იმ ვითარებაში, როცა გარემოს
დაბინძურების პრობლემა უკვე გაცნობიერებული იყო, ხოლო უფროსი თაობა იზრდებოდა
გარემოში რომელშიც გარემოს დაბინძურების პრობლემა ჯერ კიდევ შეუმჩნებელი იყო.
ასეთი სახის ახსნები გვეხმარება შევამციროთ ის სირთულეები,
რომლებიც თან ახლავს მთლიან მოვლენას და გადავიდეთ მეცნიერულ კვლევაზე. ჩვენ
შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე ნაცნობი ლოგიკა ემპირიული ურთიერთკავშირისა და მის შესახებ
არსებული ინფორმაცია. აქ ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვეძლება დავსვათ შემდეგი
კითხვები: შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ ახალგაზრდები უფრო ხშირად
გამოდიან გარემოს დაცვის მოთხოვნით ვიდრე უფროსები? შეესაბამება თუ არა სიმართლეს
ის, რომ “თეთრასაყელოიანები” და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები უფრო ხშირად
გამოდიან გარემოს დაცვის მხარდასაჭერად ვიდრე “ცისფერსაყელოიანები”? როდესაც ასეთი
ვიწრო საკითხები იქნება გამოკვლეული საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ ჩვენი შესასწავლი
მთლიანი პრობლემის გადაჭრასაც.
როდესაც ვცდილობთ ამა თუ იმ მოვენის ახსნას, ჩვენ ვქმნით
თეორიას. თეორიები იქმნება განსაზღვრებების ძიების პროცესში. ისინი გვეხმარებიან
ჩვენი მუშაობის წარმართვაში და იმის განსაზღვრაშოი თუ რამდენად სწორია პრობლემის
ჩვენებური გაგება. სწორედ ამიტომაც თეორიის შექმნა წარმოადგენს პირველ ნაბიჯს
კვლევის პროცესში.
შეუსაბამო თეორია გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მიერ
ჩატარებული სამუშაოები აღმოჩნდება ფუჭი ჩვენთვის საინტერესო პრობლემის
გადასაჭრელად. საიმედო თეორიის შემუშავების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ გავიგოთ თუ
რატომ იძლევა კონკრეტულად ასეთ პასუხს ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები.
დავუშვათ რომ ვიწყებთ კვლევას იმ სართო კითხვით, რომელიც ფორმულირებული იყო ზემოთ
და გვაქვს 1500 კაციანი შერჩევა, რომლის წევრებსაც ვუსვამთ კითხვას მათი
დამოკიდებულების შესახებ გარემოს დაცვის
პრობლმისადმი და ამასთანავე ვადგენთ მათ მახასიათებლებს, მიღებული შედეგების
მიხედვით შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების ტიპების აღწერა, რომლებიც გარემოს
დაცვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს უჭერენ ან არ უჭერენ მხარს, მაგრამ ეს
მონაცემები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დავადგინოთ თუ რატომ უჭერენ ან არ
უჭერენ ეს ადამიანები მხარს ამ ღონისძიებებს.
მეორეს მხრივ, თუკი ჩვენ დავიწყებთ იმ თეორიით რომელიც
გვიხსნიდა თუ რატომ უჭერენ ან არ უჭერენ ადამიანები მხარს გარემოს დაცვის
პოლიტიკას და დავსვამთ კიღხვას ჩვენი იმ მოლოდინების სისწორის შემოწმების მიზნით,
რომლებიც ლოგიკურად გამომდინარეობენ ამ თეორიიდან, მიღებული შედეგები მოგვცემენ
იმის გაგების საშუალებას, თუ რატომ იკავებს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ
პოზიციას.
სიმარტივისათვის წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი თეორიის თანახმად
ადამიანების პირველი საზრუნავია მატერიალური კეთილდღეობა და რომ მათი
დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხისადმი განისაზღვრება იმით, თუ როგორ გავლენას
ახდენს შემოთავაზებული კანონები მათ შემოსავალზე. ლოგიკური მოლოდინი რომელიც
გამომდინარეობს ამ თეორიიდან გულისხმობს იმას, რომ ადამიანები რომელთა აზრითაც
გარემოს დაცვის მიზნით შემუშავებული კანონები უარყოფითად იმოქმედებს მათ
შემოსავალზე, გამოვლენ ასეთი კანონის წინააღნდეგ, ხოლო ისინი, რომლებიც ამ
კანონისგან მოელიან სარგებელს იქნებიან მისი მხარდამჭერნი. თუკი ჩვენი თეორია იმის
შესახებ თუ როგორ ირჩევენ ადამიანები თავიანთ პოზიციას ადეკვატურია, მაშინ ჩვენი
პროგნოზებიც იქნება სწორი. ამა თუ იმ თეორიის სარგებლიანობის შესახებ დასკვნები
შეიძლება გავაკეთოთ იმ პროგნოზების ემპირიული შემოწმების შედეგად რომლებიც
ლოგიკურად გამომდინარეობენ ამ თეორიიდან. მაგალითად ჩვენ შეიძლება ვკითხოთ
ადამიანებს იმის შესახებ თუ მათი აზრით რა გავლენა აქვს გარემოს დაცვის პრობლემებს
მისი შემოსავლების სიდიდეზე. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ თუ რამდენად
შეესაბამება ჩვენი პროგნოზები რეალობას.
თუკი კვლევა წარმოებულია კორექტულად და ჩვენი პროგნოზები
დასტურდება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ შევიმუშავთ საიმედო ახსნა ჩვენს მიერ
შესასწავლი ფაქტებისა. თუკი პროგნოზები აღმოჩნდება არასწორი, მაშინ შეიძლება
ითქვას, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული თეორია გამოუსადეგარია მოცემულ საკითხისადმი
ადამიანების პოზიციების ასახსნელად.
რა არის თეორია?
თეორიები იქმნება ორი
მიზეზით: პირველ რიგში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თეორიის დახმარებით შევძლებთ
სინამდვილის გაიოლებას,ისე რომ შესაძლებელი იყოს მისი გაგება და თუ შესაძლებელია
კონტროლირებაც. მეორე მას შემდეგ რაც მიღწეულია სინამდვილის გაგება, თეორიებს
შეუძლიათ დაეხმარონ მართველებს, მისი სისწორის შემოწმებაში. თეორიები ლოგიკურად განაპირობებენ
მოლოდინებსა და პროგნოზებს რეალური სამყაროს შესახებ, რომლებიც შესაბამისი
მეთოდების გამოყენებით შეიძლება თანხვდეს სინამდვილეს. როდესაც პროგნოზები
დასტურდება, დასტურდება ის ახსნებიც, რომლებიც მისგან გამომდინარეობენ, შესაბამისად
ჩვენ ვრწმუნდებით, რომ რომ სწორედ გავიგეთ ამა თუ იმ მოვლენის არსი. როდესაც ჩვენი
პროგნოზები აღმოჩნდება არასწორი ვხვდებით რომ მოვლენის ჩვენებური ხედვა არასწორია
და ვეძებთ ამ მოვლენის გასაგებად ახალ გზებს.
თეორიები წარმოადგენენ მრავალ
ლოგიკურად დაკავშირებულ სიმბოლოებს,რომლებიც ასახავენ იმას, რაც ჩვენი აზრით ხდება
სამყაროში. თეორიები მხოლოდ ინტელექტუალური ინსტრუმენტებია, აუცილებელიოა
ყოველთვის გვახსოვდეს, რომ თეორია არ წარმოადგენს არც ჭეშმარიტებას, არც ტყუილის
არამედ ის შეიძლება იყოს მეტ–ნაკლებად სასარგებლო. არსებობს პოლიტიკური ცხოვრების
ამხსნელი თეორიების შექმნის სხვადასხვა გზები.
გამომდინარე იქიდან,რომ თეორიის შექმნის გზები ძალზედ გასხვავებული
შეიძლება იყოს, ჩვენი ვერ ვიპოვით განსაზღვრულ პროცედურათა ერთობას კონსტრუქციული
თეორიის შექმნისთვის. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მთავარი იდეები, რომლებიც
დევს თეორიის შექმნის პროცესის საფუძველში და შეიძლება ასევე გამოვყოთ ამ პროცესის
რამდენიმე ძირითადი ეტაპი. მათ შორის პირველია პრობლემის კონცეპტუალიზაცია.
თეორიის შექმნის ლოგიკა.
60-იან წლებში აშშ-ში განვითარებული მასობრივი მოვლენები კარგი მაგალითია
იმისა, რომ ფაქტების მნიშვნელობის ცოდნა აუციელებელია საკვლევი პრობლემის სწორი
კონცეპტუალიზაციისათვის. როდესაც მოვლენები ახალი დაწყებული იყო, ოფიციალური
პირები უწოდებდნენ მას საცოდავი ჯგუფების გამოსვლებს, რომელთაც არაფერი ჰქონდათ
სასერთო საზოგადოებასთან. თუკი ჩვენ გავიზიარებთ ასეთ ინტერპრეტაციას და
შევეცდებით ამ მოვლენეიბის გაანალიზებას, ჩვენს წინაშე არსებული ამოცანის
ფორმულირება შესაძლებელი იქნებოდა შემდეგანირად: რატომ მოიყარა თავი ამერიკულ
ქალაქებში ამდენმა “საზოგადოებისაგან განდგომოილმა” და რითი იყო განპირობებული ეს
გამოსვლები? ოფიციალური პირები ამ მოვლენაბის ახსნისას როგორც წესი
ადანაშაულებდნენ უცხო აგიტატორებს. მაგრამ როდესაც სოციოლოგებმა აწარმოეს კვლევები
იმ ქალაქში სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა, აღმოჩნდა რომ ამ მღელვარების
მონაწილეები იყვნენ არა მხოლოდ “საზოგადოებისაგან განდგომილები” არამედ ამ
მღელვარებაში მონაწილეები ფაქტიურად ისეთივენი იყვნენ, როგორც ზოგადად ქალაქის
მაცხოვრებელნი. ამ ფაქტის მიხედვით ნათელი ხდება, რომ ჩვენი კვლევის ამოცანა პრინციპულად
განსხვავდება იმისაგან, რასაც გვკარნახობდა ამ მოვლენის ოფიციალური პირებისეული
ინტერპრეტაცია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რამ აიძულათ საზოგაოების
წევრი ნეგროიდული რასის წარმომადგენლები მიეღოთ მონაწილეობა ამ გამოსვლებში.
პასუხი ალბათ მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო ზანგების რეაქცია თეთრების მხრიდან
რასიზმზე და ნაკლებად დამაჯერებელიუა ის ვერსია, რომ ეს მოვლენები პროვოცირებული
იყო უცხო აგიტატორების მიერ.
მოცემულ შემთხვევაში ფაქტების არა ადეკვატურ გააზრებს შეიძლება მივეყვანეთ თეორიის არასწორი
მიმართულებით განვითარებამდე. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სამძიებრო (პოისკოვოე) კვლევა, რომლის
მიზანიცაა შესაბამისი ფაქტების დადგენა და ამავე მიზნით (თუკი ჩვენ გვსურს საიმედო
თეირიის შემუშავება) აუცილებელია ჩვენს
მიერ შესასწავლი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოძიება სხვადასვა ლიტერატურაში.
და მაინც როგორ იქმნება თეორია, მას შემდეგ რაც მოვიპოვებთ
ყველა ფაქტების, ჩვენს მიერ შესასწავლი მოვლენების შესახებ? როგორც წესი ჩვენ
ვიწყებთ ფაქტების მოძიებით იმ მოდელისათვის, რომელთაც შეუძლიათ ჩვენს მიერ
შესასწავლი მოვლენის ახსნა.
მაგალითად გვსურს გავიგოთ რა იყო პოლიტიკური გამოსვლების
მიზეზი საუნივერსიტეტო ქალაქებში. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია
გავარკვიოთ თუ რამ აიძულა სტუდენტები მიეღოთ მონაწილეობა ამ გამოსვლებში. ჩვენ რომ
ვყოფილიყავით ამ მასობრივი გამოსვლების მონაწილეები ან გვქონოდა გარკვეული კავშირი
ამ გამოსვლების რომელიმე მონაწილესთან, მაშინ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული
წარმოდგენა ამ გამოსვლების მოტივებთან დაკავშირებით, თუმცა იმის ასახსნელად, თუ
რატომ მიიღო ამ გამოსვლებში მონაწილეობა სტუდენტებისდიდმა მასებმა, საჭიროა
ინფორმაციის ქონა გაცილებით დიდი რაოდენობის ადამიანების შესახებ. ამ კითხავზე
პასუხის გასაცემად საჭირო იქნებოდა შეგვეგროვებინა მონაცემები იმ მახასიათებლებისა
და მოტივების შესახებ, რომლებიც საერთოა გამოსვლებში მონაწილე სტუდენტებისათვის.
ინდუქცია ეწოდება მეთოდს რომლის
მეშვეობითაც ვაკეთებთ დასკვნებს იმ მოვლენების შესახებ,რომლებზეც დაკვირვების
საშუალება არ გვეძლევა და ამას ვაკეთებთ იმ პაქტებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ
უკვე შევისწავლეთ. ინდუქცია წარმოადგენს მეცნიერული თეორიის საფუძველს. თეოორიებს
რომლებიც შექმნილია ინდუქციის მეთოდზე დაყრდნობით ეწოდებათ ემპირიულად
განპირობებული. ინდუქციის პროცესში გარკვეული სიტუაციების შესახებ ჩვენი
ცოდნისაგან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართებოდა
მოცემული მოვლენა სხვა სიტუაციაში, რაც ჩვენ ვნახეთ იმის საფუზველზე ვაკეთებთ ლოგიკურ
დასკვნებს იმის შესახებ რაც არ გვინახავს და ამ შემთხვევაში ვეყრდნობით იმ
მოსაზრებას, რომ რეალური სამყაროს ყოველი მოვლენის საფუძველში დევს ერთი და იგივე
მუდმივი მოდელი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ყველანი ვიყენებთ ინდუქციის მეთოდს.
თუკი ხუთჯერ ზედიზედ ჩვენ ვნახავთ,რომ კედელზე მოთვსებულ ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ
ლიფტის კარები იღება, მაშინ აქედან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ
ღილაკზე თითის დაჭერა იწვევს ლიფტის კარის გაღებას. აქაც ადგილი აქვს ინდუქციის
მეთოდს – იმ რამდენიმე შემთხვევის მიხედვით რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ვაკეთებთ
დასკვნებს იმის შესახებ რაც არ გვინახავს.
თუმცა თეორიის შესაქმნელად
საჭიროა არა მხოლოდ ინდუქცია, რამდენადაც ფაქტების შესახებ გარკვეული ცოდნა ჯერ კიდევ
არ იძლევა არანაირ ახსნას თუკი ჩვენ არ შეგვიძლია იმის ახსნა, თუ რატომ იწვევენ ეს
ფაქტები მოცემულ შედეგს. დავუბრუნდეთ სტუდენტური გამოსვლების მაგალითის. დავუშვათ
აღმოვაჩინეთ რომ ამ გამოსვლების მონაწილეებიიყვნენ როგორც წესი ის სტუდენტები,
რომლებიც უკმაყოფილენი იყვნენ ხელისუფლების პოლიტიკით და რომლებსაც ნაკლებად
სჯეროდათ პოლიტიკური ცვლილებებისათვის ბრძოლის სხვაგვარი მეთოდების ეფექტურობის.
ამ ფაქტის დადგენა გამოსვლების მიზეზების ამხსნელად გამოდგება მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუკი შევძლებთ ვაჩვენოთ რატომ მივყავართ მსგავს მდგომარეობას
გამოსვლებამდე. ამის საჩვენებლად აუცილებელი იქნება იმის პროგნოზირება რომ იმ
პოლიტიკური კურსის შესაცვლელად , რომელსაც ადამიანები არ ეთანხმებიან, ისინი
მიმართავენ გარკვეულ ქმედებებს და თუკი ჩვეულებრივი პოლიტიკური მეთოდებით ისინი
ვერ შეძლებენ არსებულ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას, მაშინ ისინი გადავლენ
მასობრივი გამოსვლების ფორმებზე.
ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვმოქმედებთ იმის საპირისპიროდ, როგორც ვმოქმედებდით
ინდუქციურ მეთოდებში. აქ ჩვენ აბსტრაქტული ცნებებიდან, რომლებიც ეხება საერთო
ურთიერთდამოკიდებულებერს გადავდივართ კონკრეტულ ცნებებზე, რომლებიც ეხება
სპეციფიკურ ქმედებებს. ამ პროცესის აბსტრაქტული და საერთო დონოდან კონკრეტულ,
სპეციფიურზე გადასვლისა ეწოდება დედუქცია.
დედუქციური ლოგიკით ჩვენ ყველანი ვსარგებლობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუკი
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ლიფტის მუშაობა იმართება კედელზე არსებული ღილაკით, მაშინ
ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ ლიფტში შესასვლელად საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს, საერთოდან
ვაკეთებთ დასკვნას კონკრეტულ შემთხვევაზე.
დედუქცუია – ეს არის პროცესი,
რომელიც გვეხმარება თეორიის გამოყენებაში რეალური სამყაროს მოვლენების ახსნისას.
თუკი დედუქციური პროცესის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია იმის დამტკიცება, რომ ზოგიერთი
შესასწავლი მოვლენა შეიძლება იქნას ლოგიკურად პროგნოზირებული ჩვენს თეორიაზე
დაყრდნობით, მაშინ სწორედ ეს თეორია მოგვცემს შესაძლებლობას ავხსნათ მოცემული
მოვლენა და გავიგოთ, თუ რატომაა ის ასეთი და არა სხვაგვარი. დედუქციის ფუნქციაა
დაამყაროს კავშირი თეორიასა და ჩვენს დაკვირვებებს შორის.
თუმცა თეორიის გამომუშავება
თავისთავად არ შეიძლება იძლეოდეს მის ეფექტურობასაც. როგორც წესი ამ თუ იმ
მოვლენის ასახსნალად ჩვენ გვჭირდება რამდენიმე თეორია. და ასეთ შემთხვევაში
აუცილებელია დავსვათ კითხვა თუ რომელი ამ თეორიათაგანი გვესაჭიროება ყვფელაზე
მეტად სინამდვილის ახსნაში. ამ კითხვაზე
პასუხის გასაცემად საჭიროა ალტერნატიული თეორიების შემოწმება რეალურ ფაქტებზე
დაყრდნობით. მაგრამ მანამ სანამ გადავალთ თეორიის შემოწმებაზე აუცილებელია
გავაცნობიეროთ ორი რამ: პირველი - იმისთვის რომ დავიწყოთ თეორიის შექმნა საჭიროა
ვიცოდეთ რა განაპირობებს თეორიის წარმატებულობას; მეორე- საჭიროა გავიგოთ როგორ
არის დაკავშირებული თეორიის კომპონენტები ერთმანეთთან და ემპირიულ კვლევასთან.
იმისათვის რომ თეორია იყოს მოცემული მოვლენის ახსნისათვის სასარგებლო, ის უნდა
პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1.
თეორია უნდა იყოს ვერიფიცირებული.
შესაძლებელია თუ არა თეორიისგან გამომდინარე საკმაოდ სპეციფიური და კონკრეტული
პროგნოზებია გაკეთება, რეალურ სამყაროსთან დაკავშირებით, ისე რომ ჩვენ შეგვეძლოს
კვლევის წარმოება, რომელიც ან უარყოფს ან დაადასტურებს მას? შეუძლია თუ არა
თეორიას იყოს სისტემურ კავშირში რეალობასთან თუ ის წარმოადგენს მარტოოდენ
აბსტრაქციათა სიმრავლეს?
2.
თეორია არ უნდა იყოს ლოგიკურად
წინააღმდეგობრივი. არის თუ არა თეორია
შინაგანად თანმიმდევრული? არის თუ არა თოერიაში შემავალი ტერმინები ერთმნიშვნელოვანი?
3.
თეორია უნდა იყოს ხელმისაწვდომი. შეუძლიათ თუ რა სხვა
მკვლევარებს მოცემული თეორია გაიგონ ისე, რომ გამოიყენონ ის სხვადასვა მოვლენების
ასახსნელად და შეამოწმონ ამ თეორიისგან გამომდინარე ჰიპოთეზები?
4.
თეორია უნდა იყოს საერთო. შესაძლებელია თუ არა
თეორიის გამოყენება სხვადასხვა მოვლენების ასახსნელად, რომლებიც ხდება სხვადასხვა
დროს სხვადასხვა ადგილას? შეიძლება თუ არა მოცემულ თეორიაზე დაყრდნობით გავაკეთოთ
პროგნოზები სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, თუ ის მჭიდროდ არის მიბმული
მხოლოდ კონკრეტულ შემშხვევაზე?
5.
თეორია უნდა იყოს ეკონომიური. არის თუ არა მოცემული
თეორია ადვილი გამოსაყენებლად და გასაგებად, თუ ის იმდენად რთულია და იმდენად
სავსეა გამინაკლისებითა და წინაპირობებით, რომ რეალური სამყაროს მოვლენენის
ასახსნელად მისი გამოყენება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული?
თეორიას შეიძლება ახასითებდეს ეს სასურველი
მახასიათებლები სხვადასხვა ხარისხით, და ზოგჯერ თეორიის შექმნისას ჩვენ იძულებულნი
ვართ ერთ-ერთ ამ მახასიათებელს მივანიჭოთ უპირატესობა, რომელიმე სხვა მახასიათებელთან
შედარებით. იმისათვის რომ თეორიის ფორმულირების ჩვენს მიერ წარმოებული სამუშაოები
იყოს საბოლოოდ სასარგებლო აუცილებელია გავითვალისწინოთ ყველა ზემოთ მოცემული
მოთხოვნები.
თეორიის
კომპონენტები.
თეორია შედგება მრავალი ცნებებისაგან, რომლებიც
ლოგიკურად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და სწორედ ეს კავშირი ქმნის თეორიის
ლოგიკურ სტრუქტურას. სწორედ ამ სტრუქტურის მეშვეობით ხდება შესაძლებელი თეორიის
გამოყენება ამა თუ იმ მოვლენის ასახსნელად.
ცნება არის უბრალოდ სიტყვა ან სიმბოლო, რომელიც
აღნიშნავს გარკვეულ მოვლენას. ცნებებში არ არის არაფერი მისტიკური. ჩვენ ყველანი
ვიყენებთ სხვადასხვა ცნებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზუსტად ასევეა სოცილოგიური
ცნებებიც. ისინი მიუთითებენ ობიექტის არსზე (ადამიანები, პოლიტიკური სისტემა,
არჩევნები), რომლებიც რელევანტურია კონკრეტული კვლევისთვის. ერთ მკვლევარს შეიძლება
აინტერესებდეს ადამიანის პიროვნული მახასიათებლები, მეორეს შეიძლება აინტერესებდეს
ამ ადამიანის იდენტიფიკაცია მისი პარტიული მიკუთვნებულობის მიხედვით, მესამეს
კი შეიძლება აინტერესებდეს იგივე
პიროვნების ინტერესის ხარისხი პოლიტიკისადმი.
ადამიანი ხასიათდება ყველა ამ მახასიათებლებით: პიროვნული მახასიათებლით,
პარტიული მიკუთვნებულობით, დაინტერესების ხარისხით და ასე შემდეგ, მაგრამ თითოეული
მათგანი რელევანტურია ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის. თითოეულ მკვლევარს საქმე აქვს ერთსა და იმავე
რეალურ სინამდვილესთან, ისინი უბრალოდ ახდენენ შერჩევას იმისათვის, რომ
სხვადასხვაგვარად მოახდინონ თავიანთი დაკვირვებების ორგანიზება. ცნებები გვეხმარებიან
იმის გადაწყვეტაში, თუ ადამიანის მრავალი სხვადასვა მახასიათებლებიდან რომელია
ჩვენი კვლევისათვის არსებითი.
ცნებები ისევე როგორც თეოირები არიან ინსტრუმენტები,
რომელთაც ჩვენ ვქმნით გარკვეული მიზნით, ამოტომაც მათ არ შეიძლება ეწოდოს მცდარი
ან ჭეშმარიტი, არამედ ისინი შიძლება იყვნენ მეტ-ნაკლებად სასარგებლონი.
რა გამაპირობებს ცნების სარგებლიანობას? ამის შესახებ
არსებობს სამი ძირითადი მოსაზრება:
1. რამდენადაც ჩვენ დაკავებულნი ვართ ემპირიული კვლევებით, ცნება,
იმისათვის რომ მოიტანოს სარგებელი უნდა ეხებოდეს იმ მოვლენებს, რომლებიც შეიძლება
აღმოჩნდნენ შესწავლის პოტენციური ობიექტები. შუა საუკუნეებში სხვადასხვა
მოვლენების ასახსნელად გამოიყენებოდა “ღვთის ნების” ცნება. თუმცა ასეთი ახსნის
ვერიფიცირება შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია დაკვირვება “ღვთის ნებაზე”
რათა დავამტკიცოთ მისი არსებობა ან არარსებობა ამა თუ იმ მოვლენასთან მიმართებაში.
იმისათვის რომ ცნებას ჰქონდეს მეტ-ნაკლებად მეცნიერული ღირებულება ის უნდა
ასახავდეს რაიმეს ისეთს, რომლის განსაზღვრა, გაზომვაც შესაძლებელია.
ეს არ იშნავს იმას, რომ ყველა ცნება აუცილებლად უნდა ეხებოდეს ისეთ ობიექტებს,რომლებზეც შესაძლებელია პირდაპირი
დაკვირვება. მრავალი ისეთი ცნება, რომელიც ღირებულია საციალური მეცნიერებისათვის
ეხება ისეთ მოვლენებს რომლებზეც პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია. ადამიანებს არ
შეიძლება ქონდეთ კლასობრივი სტატუსი იმავე მნიშვნელობით, როგორითაც მათ აქვთ მაგ. შავი
თმა, მაგრამ თუკი ჩვენ მოცემული ადამიანის შესახებ შევაგროვებთ გარკვეულ მონაცემებს
ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ თუ როგორია მისი კლასობრივი
სტატუსი. ზუსტად ასევე სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს ავტორიტარული ან
დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა იმავე მნიშვნელობით როგორითაც მისი ტერიტორია
შეიძლება ხასიათდებოდეს მთებითა და უდაბნოებით, მაგრამ მოცემული სახელმწიფოს
დემოკრატიულობის ხარისხის შესახებ შეიძლება დასკვნების გაკეთება, თუკი ჩვენ
შევისწავლით ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს. ისეთ ობიექტებსს
რომლებსაც შესაძლებელია დავაკვირდეთ პირდაპირ ან ირიბად, ეწოდებათ ემპირიული
რეფერენტები.
2. ცნებები უნდა იყოს
ზუსტი. ის უნდა აღნიშნავდეს ერთი მოვლენის სხვადასხვა მახასიათებლებიდან მხოლოდ
ერთ-ერთ მათგანს. როდესაც ამა თუ იმ ობიექტის ასახსნელად გამოიყენება ესა თუ ის
ცნება, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ რა
იგულისხმება ამ ამ მცნების ქვეშ. სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის
მიუთითებს იმაზე თუ რაზე უნდა ვაწარმოოთ კვლევა, რათა დავინახოთ ამ ცნების
გამოვლინება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
სიზუსტე ასევე გვეხმარება ემპირიული
რეფერენტების იდენტიფიცირებაში და საკვლევი ობიექტების ერთმანეთისაგან
დამოუკიდაბლად განსაზღვრაში. მაგალითად, თუკი ამ თუ იმ სახელმწიფოს
დემოკრატიულობის ხარისხი განისაზღვრება მხოლოდ ოფიციალური პირების არჩევითობით ან
არ არჩევითობით, მაშინ დემოკრატიულად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ყოფილი საბჭოთა
კავშირიც და აშშ-ც. თუკი ჩვენ არ გვინდა ეს ორი სახელმწიფო განვიხილოთ მართლაც
ერთნაირი პოლიტიკური სისტემების მქონეებად, მაშინ უფრო უნდა დავაზუსტოთ ჩვენს მიერ
გამოყენებული ცნებები, ისე რომ შევძლოთ ამ ორ სისტემას შორის განმასხვავიბელი
ხაზის გავლება.
3. სასარგებლო ცნება უნდა
იყოს თეორიულად მნიშვნელოვანი. ცნება თეორიულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ის
კავშირშია მოცემული თეორიის სხვა ცნებებთან.
როდესაც სტუდენტურ გამოსვლებს ვაძლევდით
ჰიპოთეტურ შეფასებებს, შვენ ვიყენებდით ორ ცნებას: ,,პოლიტიკური ურმაყოფილების
დონე” და ,, ძვეულებრივი პოლიტიკური მეთოდების ეფექტირობის ხარისხი” არსებულ
პოლიტიკურ კურსშიცვლილებების შესატანად. ეს ორი ცნება ერთმანეთთან დაკევშირებულია
იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები მიმართავენ გარკვეულ ქმედებებს იმ პოლიტიკური
კურსის შესაცვლელად, რომელიც მათში იწვევს პროტესტს და თუკი ისინი მიხვდებიან, რომ
სხვა ქმედებებს არ მოაქვთ შედეგი, მაშინ ისინი გადავლენ პროტესტის ისეთ ფორმაზე,
როგორიცაა მასობრივი გამოსვლები. მოცემული მოვლენის ასახსნელად საჭიროა ყოველი ეს
ცნება, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თეორიულ დაშვებებთან და ამავე დროს
ერთმანეთთან. ყოველი ცნება თეორიულად მნიშვნელოვანია, თუკი აუცილებალია მოცემული
მოვლენის ახსნისათვის.
ე.ი. თეორია განსაზღვრავს
ცნებების სარგებლიანობას, აკავშირებს რა მათ ერთმანეთთან, ისე რომ მათი გამოყენება
შესაძლებელი იყოს ამა თუ იმ მოვლენის ასახსნელად. თეორია აკავშირებს ერთმანეთთან
ცნებებს, ამყარებს რა მათ შორის გარკვეული სახის მიმართებას. ეს კავშირი იღებს
მტკიცებულების ფორმას, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ვარაუდებიდან.
ცნებები ერთმანეთთან შეიძლება
დაკავშირებულნი იყვნენ კორელაციური ან კაუზალური კავშირებით. კორელაციური კავშირი მიუთითებს იმაზე, რომ ორ ან მეტ ცბებას აქვს
მიდრეკილება ერთდროულად შეცვლისაკენ: როდესაც იზრდება ერთის მნიშვნელობა, იზრდება
მეორეც. კორელაციური კავშირები არ გვაძლევს არანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ
რატომ იცვლებიან ეს ცნებები ერთდროულად. მაგალითად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
არსებობს გარკვეული კორელაციური კავშირი პოლიტიკის შესახებ ინფორმირებულობასა და
არჩევნებში მონაწილეობას შორის: როდესაც იზრდებაერთი, იზრდება მეორეც.
კაუზალური (მიზეზ-შედეგობრივი) კავშირები
მიუთითებენ, რომ ერთი ან რამდენიმე ცნების ცვლილება იწვევს ერთი ან რამდენიმე სხვა
ცნების ცვლილებას. მაგალითად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანს რაც უფრო მეტად
აქვს განვითარებული პარტიულინ მიკუთვნებულობის გრძნობა, მით უფრო მეტია შანსი
იმისა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. იმის გააზრებამ, რომ შენ ხარ ამა
თუ იმ პარტიის წებვრი შეიძლება გიბიძგოს არჩევნებში მონაწილეობისაკენ. თუმცა
მეორეს მხრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი შანსი არ აყალიბებს პარტიული
მიკუთვნებულობის გრძნობას.
კაუზალური კავშირების დადგენა
მეტად რთულია, იმისათვის რომ ვილაპარაკოთ ორ ცნებას შორის არსებულ კაუზალური
კავშირის შესახებ უნდა არსებობდეს შემდეგი ოთხი პირობა: 1-მიზეზი და შედეგი უნდა
იცვლებოდეს ერთდროულად. 2-მიზეზი განპირობებული უნდა იყოს შედეგიდან. 3-ჩვენ უნდა
შევძლოთ მიზეზსა და შედეგს შორის შჱსაძლო კაუზალური კავშირის იდენტიპიცირება. 4. მიზეზსა და შედეგს შორის კაუზალური კავშირი
არ უნდა იყოს გამოწვეული რაიმე მესამე ფაქტორით, აქ საუბარია ისეთ შემთხვევაზე,
როცა “ა” და “ბ” იცვლებიან ერთდროულად და ამის განმაპირობებელი არის რაიმე “ც”
ფაქტირი, ხოლო რომ არა ეს “ც” ფაქტორი, მაშინ “ა” და “ბ” ერთდროულად არ
შეიცვლებოდა.
აუცილებელია გვახსოვდეს სოციალური კაუზალური
კავშირების ორი განსარუთრებული მახასიეთებელი. 1- ერთი მოვლენა შეილება იწვევდეს
მეორეს პირდაპირად ან ირიბად, ”ა”– მ შეიძლება გამოიწვიოს “ბ” იმ თვალსაზრისით,
რომ “ა” გამოიწვევს “ც”-ს, ხოლო “ც” აუცილებლად
იქნება მიზეზი “ბ”-სი. იმისთვის რომ შევქმნათ სრულყოფილი თეორია აუცილებელია
გავითვალისწინოთ ეს ირიბი კაუზალური კავშირები. 2- უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ
ადამიანის ქცევა ხშირად განპირობებულია არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორით. თეორიის
შქმნისას არ შეიძლება მოვლენის იმდენად გაიოლება,რომ ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ეს
მრავლობითი კაუზალური კავშირები. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მოვლენას
შეიძლება ქონდეს რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი და რომ ამა თუ იმ მოვლენის
განხორციელება შეიძლება მოითხოვდეს ამავე დროს სხვა რამდენიმე მოვლენის
განხორციელებას.
იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ყველა ამ
სირთულეს ზოგჯერ საჭირო ხდება თეორიის კაუზალური მოდელის შექმნა. კაუზალური მოდელი
ეს არის დიაგრამა, რომელზეც ნათლად არის მოცემული თეორიაში არსებული ყველა
კავშირი.
როგორც კორელაციული ისე კაუზალური კავშირები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეს
ნიშნავს იმას, რომ ორი მოვლენა შეიძლება იცვლებოდეს ან ერთი მიმართულებით ან კიდევ
ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით. თუკი ორი მოვლენა იცვლება ერთი მიმართულებით
ასეთ კავშირს ეწოდება დადებითი. დადებითი კავშირი მოცემულია შემდეგ
მტკიცებულებაში: რაც უფრო დიდია უთანასწორობა ნაციონალურ უმცირესობებს შორის
საზოგადოებაში,მით უფრო მაღალია პოლიტიკური ძალადობის შესაძლებლობა. უარყოფოთი
კავშირი მოცემულია შემდეგ მტკიცებულებაში: რაც უფრო მაღალია მოცემული მოქალაქის პოლიტიკური
გაუცხოების ხარისხი მით უფრო ნაკლებია შესაძლებლობა იმისა, რომ არ ის მიიღებს
მონაწილეობას პოლიტიკურ აქტივობის ტრადიციულ ფორმებში.
თეორიის
შემოწმება და სრულყოფა
თეორია არასოდეს არ უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე დასრულებული. ის უნდა
განვიხილოთ როგორც ინსტრუმენტი, რომელიც დროდადრო საჭიროებს გადახედვასა და მუდმივ
სრულყოფას.
თეორიის შემოწმებას უჭირავს ცენტრალური ადგილი კვლევის
პროცესში. რამდენადაც ჩვენი თეორია
იქმნება რეალური კავშირების შესახებ ცოდნის ფრაგმენტებზე დაყრდნობით, თეორიის
შემოწმება შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ გამოვიყენოთ ის სხვა კავშირების პროგნოზირებისათვის,
რომლებიც ჩვენ არ განგვიხილავს და ბოლოს ვნახოთ დაემთხვევა თუ არა ჩვენი
პროგნოზები რეალობას.
მაგალითად ავიღოთ ლიფტის მაგალითი. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით
ლიფტს მოცემულ შენობაში ვრწმუნდებით რომ ის იმართება კედელზე მოთავსებული ღილაკით
და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ასევე მუშაობენ სხვა ლიფტებიც. ამ მოსაზრების
შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ სხვა ლიფტებზე დაკვირვებით, როდესაც ვიწყებთ ჩვენი
ჰიპოთეზის შემოწმებას ჩვენ რა თქმა უნდა არ ვამოწმებთ იმ შენობის ლიფტს რომელსაც
ადრე ვაკვირდებოდით ,რადგანაც ჩვენ უკვე ვიცით რომ ის რეაგირებს კედელზე
მოთავსებულ ღილაკზე და იმ ფაქტის დემონსტრირება რომ ეს ლიფტი მართლაც იმართება ამ ღილაკით ვერ
დაგვარწმუნებს იმაში რომ სხვა შენობის ლიფტებიც ამგვარადვე იმართება. ჩვენ
მოგვიწევს შესვლა სხვა შენობებში და ნახვა იმისა თუ როგორ მუშაობენ ლიფტები იქ.
ჩვენ ვერ შევძლებტ ლიფტების შესახებ ჩვენი ჰიპოთეზის ბოლომდე დადასტურებას, რამდენადაც
ვერ შევამოწმებთ მსოფლიოში არსებულ ყველა ლიფტს, მაგრამ თუკი აღმოჩნდება რომ ერთი
ლიფტის გარდა სხვა არცერთი არ იმართება კედელზე არსებული ღილაკით მაშინ შეიძლება
დავასკვნათ რომ ჩვენი ჰიპოთეზა იყო მცდარი.
თეორიის შემოწმება სოციალურ
მეცნიერებებშიც ხორციელდება იგივე პრინციპით. იქიდან გამომდინარე რასაც ჩვენ
ვაკვირდებოდით თეორიის შექმნის პროცესში ვაკათებთ დასკვნებს იმის შესახებ რასაც არ
ვაკვირდებოდით იმისათვის რომ გავარკვიოთ თუ რამდენად ზუსტად ასახავს ჩვენი თეორია
რეალურ სამყაროს. წარმოვიდგინოთ მაგალითად რომ ჩვენ გვსურს თეორიის შექმნა რომელიც
ხსნის საარჩევნო ქცევას. თუკი ჩვენ გადავხედავთ ამ საკითხის შესახებ ადრე
ჩატარებულ კვლევებს, ვნახავთ რომ აშშ-ს მოქალაქეების შემთხვევაში ადამიანის
უმაღლესი განათლება დაკავშირებულია მის არჩევნებში მონაწიელობასთან. რაც უფრო დიდი ხანი სწავლობდა ადამიანი მით
უფრო დიდია შანსი იმისა რომ ის მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამ ცნობაზე
დაყრდნობით ჩვენს თეორიაში ვრთავთ ჰიპოთეზეას, რომლის თანახმადაც განათლების
მაღალი დონე განაპირობებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის ზრდას. ჩვენ ვიცით რომ ეს ფაქტორები ურთიერთკავშირშია
აშშ-ს შემთხვევაში, მაგრამ არ ვიცით არის თუ არა ეს ფაქტორები ასევე კავშირში
ერთმანეთთან სხვა ქვეყნებშიც. შეიძლება თუ არა ყოველგვარი ეჭვის გარეშე აშშ-ში
ჩატარებული კბვლევის შედეგები გავავრცელოთ სხვა ქვეყნებზეც? იქნებ აშშ-ს განათლების
სისტემაში არის რაიმე ისეთი განსაკუთრებული, რაც განაპირობებს ამ ურთიერთკავშირს?
იმ ჰიპოთეზიდან, რომ განათლება ზრდის არჩევნებში
მონაწილეობის შესაძლებლობას შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა რომ ის ადამიანი რომელმაც
დაამთავრა კოლეჯი უფრო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვიდრე ის ვინც მხოლოდ
სკოლა დაამთავრა. ამ ვარაუდის შემოწმება შეიძლება იმით რომ გადავხედოთ თუ რამდენად
შეესაბამება ის სხვა ქვეყნის მაონაცემებსაც. რაც უფრო ხშირად, რაც უფრო მეტ
ქვეყანასთან მიმართებაშიც დადასტურდება
ჩვენი ჰიპოთეზა მით უფრო მეტი იქნება ჩვენი რწმენა იმისა, რომ ეს თეორია
ადეკვატურად განსაზღვრავს ადამიანის საარჩევნო ქცევას.
თეორია არასოდეს არ არის ხოლმე ერთხელ და სამუდამოდ
დამტკიცებული. არამედ იმის მიხედვით თუ რამდენად ხშირად მტკიცდება ამ თეორიიდან
გამომდინარე ჰიპოთეზები იზრდება მისი სანდოობის ხარისხი. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი
რეალობა არ ემთხვევა ჰიპოთეზას ამ თეორიის საიმედოობა მცირდება. ამიტომაც რასაც
ჩვენ ვუწოდებთ თეორიის შემოწმებას სინამდვილეში დაიყვანება ჰიპოთეზის შემოწმებაზე.
თეორიის სრულყოფა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმ პროცესზე, როდესაც ხდება
ჰიპოთეზის სახით შემოთავაზებული ვარაუდების
შედარება რეალობასთან, რის შედგადაც მიღებული მონაცემების თანახმად ხოლმე თეორიის მოდიფიცირება.
ჰიპოთეზების როლი
ჰიპოთეზა ეს არის ჩვენი ვარაუდი ამა თუ იმ კონკრეტულის სინამდვილის
შესახებ.იდ გამოხატავს იმას,თუ მოველით ჩვენ ამა თუ იმ მოვლენაზე დაკვირვების სწორი
მიმართულებით წარმართვის სემთხვევაში.
ცვლადი შეიძლება განისაზღვროს
როგორც რომელიმე მოვლენის ემპირიულად დაკვირვებადი არსი, რომელმაც შეიძლება მიიღოს
ერთზე მეტი მნიშვნელობა. ისეთმა ცვლადებმა როგორებიცაა სქესი და ეროვნება შეიძლება
მიიღონ სხვადასხვა მნიშვნელობა, მაგრამ ამ მნიშვნელობათა რიცხვი იქნება
განსაზღვრული, მაგალითად სქესი შეიძლება იყოს “მამრობითი” და ეროვნება “ინგლისელი”
მაგრამ სხვა ცვალებადი როგორებიცაა მაგალითად ასაკი და წლიური შემოსავლები, იმათ
მნიშვნელობების სპექტრი სეიძლება იყოს გაცილებით ფართო.
ცვალებადი
გვეხმარება ისეთ მტკიცებულებების, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ აბსტრაქტულ ცნებებს
უფრო მეტად ემპირიულად განაზღვრულ მტკიცებულებებად გარდაქმნაში. ჩვენ არ გვჭირდება
გამოვიყენოთ სხვადასხვა ტერმინები ისეთ ცნებებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ზუსტი
ემპირიული განსაზღვრება ისეთებს როგორებიცაა მაგალითად ასაკი და სქესი, მაგრამ
კვლევის პროცესში შეიძლება დადვჭირდეს აბსრაქტული ცნებების კონკრეტული ცვლადებით
გამოსახვა. მაგ.პოლიტოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პლურალიზმის ცნებას, თუმცა
მის ემპირიულ რეფერენტები სრულიად ნათელი არ არის იმისთვის, რომ შევამოწმოთ იმ
ჰიპოთეზის სისწორე, რომელშიც საუბარია პლურალიზმისა და სხვა რომელიმე მოვლენის
ურთიერთკავშირზე, ჩვენ მოგვიწევს პლურალიზმის ცნების გამოსახვა ერთი ან რამდენიმე
ისეთ ცვლადით, რომელთაც გააჩნიათ ემპირიული განსაზღვრება. ჩვენი კვლევის შემთხვევაში
პლურალიზმის შემცვლელი ცვლადად შეიძლება შემოვიტანოთ: გარკვეული ინტერესების
ირგვლივ გაერთიანებული ორგანიზებული ჯგუფების რაოდენობა ქვეყანაში.
ცვლადებს უჭირავთ
ცენტრალური ადგილი კვლევის პროცესში ორი მიზეზის გამო: 1–წარმოადგენენ რა უფრო
ზუსტ ემპირიულ განსაზღვრებებს გვეხმარებიან გავერკვეთ თუ რას უნდა დავაკვირდეთ
თეორიის შემოწმებისათვის; 2–როცა ვიცით როგორია ცვლადების როლი ჰიპოტეზის ჩარჩოში
ჩვენ შეგვიძლია უკეთ მოვაწყოთ დაკვირვება. ცვლადები რომლებიც იცვლებიან სხვა
ცვლადების შეცვლის პასუხად იწოდებიან დამოკიდებულ
ცვლადებად. მათი მნიშვნელობა დამოკიდებულია სხვა ცვლადის მნიშვნელობაზე, ხოლო
იმ ცვლადებს რომლებიც ზემოქმედებენ სხვა ცვლადების მნიშვნელობაზე ეწოდებათ დამოუკიდებელი ცვლადები.
იმას ცვლადი იქნება
დამოუკიდებელი, თუ იქნება დამოკიდებული განსაზღვრავს ის ჰიპითეზა, რომელიც ამ
ცვლადს შეიცავს. ერთი და იგივე ცვლადი შეიძლება
იყოს დამოუკიდებელი ერთ კვლევაში და დამოკიდებული მეორეში. მაგალითად ერთი
მკვლევარი, რომელიც აკვირდება დაინტერესებული ჯგუფების ლობისტურ ბრძოლებს,
შეიძლება აკეთებდეს დასკვნას, რომ რაც უფრო მეტია ქვეყანაში დაინტერესებული
ჯგუფების რიცხვი, მით უფრო მეტი იქნება ხელისუფლების მხრიდან სოციალური
უზრუნველყოფის პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხების რაოდენობა. ამ შემთხვევაში
დაინტერესებული ჯგუფების რაოდენობა წარმოადგენს დამოუკიდებელ ცვლადს, ხოლო
სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების რაოდენობა არის დამოკიდებული
ცვლადი. მეორე მკვლევარი კი შეიძლება მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ დაინტერესებული
ჯგუფები ჩნდებიან ადამიანების მიერ იმის გააზრების შედეგად რომ მათ შეუძლიათ
ხელისუფლებისგან მოითხოვონ და მიიღონ უფრო მეტი კეთილდღეობა. და ამ შემთხვევაში ის
იტყოდა რომ რაც უფრო მეტს ხარჯავს ხელისუფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე მით უფრო
მეტი იქნება იმ ორგანიზებულ ჯგუფთა რაოდენობა, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი
ინტერესები. ამ შემთხვევაში სახელისუფლებო ხარჯები წარმოადგენს დამოუკიდებელ
ცვლადს, ხოლო დაინტერესებული ჯგუფეის რაოდენობა არის დამოკიდებული ცვლადი. იმის
ცოდნა მოცემული ცვლადი დამოუკიდებელია თუ
დამოკიდებული გვეხმარება კვლევის
ორგანიზებაში, ამიტომაც აუცილებელია ჩვენს ჰიპოტეზაში ფრთხილად განვსაზღვროთ ამ
ცვლადის სტატუსი.
სოციალურ ანალიზში
შეიძლება გამოვყოთ ცვლადების მესამე ტიპი - რომელსაც ეწოდება შუალედური ცვლადი, რომელიც აკავშირებს დამოუკიდებელ და დამოკიდებულ
ცვლადებს. შუალედური ცვლადები არეგულირებენ ურთიერთდამოკიდებულებას დანარჩენ ორ
ცვლადს შორის. შუალედურ ცვლადებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ სხვა
ცვლადებს შორის არსებული ურთიერთკავშირის ძალასა და მიმართულებაზე.
შეიძლება გამოიყოს
ცვლადების კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც ეწოდება ანტიცედენტური ცვლადი. თუკი შუალედური ცვლადი იკავებს ადგილს
დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის ანტიცედენტური ცვლადი ერთვება
მოქმედებაში დამოუკიდებელი ცვლადის ჩართვამდე. მაგალითად აშშ-ში არჩევნებზე
წარმოებულმა კვლევებმა აჩვენეს რომ რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ადამიანის პარტიული
მიკუთვებულობის გრძნობა, მით უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ის მიიღებს
მონაწილეობას არჩევნებში. აქედან ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ პარტიული
მიკუთვნებულობის გრძნობა განაპირობებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ აქ ჩნდება
კითხვა რატომ აქვს ზოგიერთებს ეს გრძნობა
უფრო მეტად განვითარებული ვიდრე სხვებს?
სავარაუდოდ ამა თუ იმ ადამიანის პარტიული მიკუთვნებულობის გრძნობის ფორმირებაზე
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი მშობლების პარტიული მიკუთვნებულობა. ამ
შემთხვევაში მშობლების პარტიული მიკუთვნებულობა წარმოადგენს ანტიცედენტურ ცვლადს.
ჰიპოთეზის შექმნა
გულისხმობს, მოცემულ თეორიაში შემოთავაზებული ვარაუდებიდან ლოგიკური დასკვნის
გამოტანას. და რადგანაც ჰიპოთეზები
გამომდინარეობენ თეორიიდან ჰიპოთეზის შემოწმება გულისხმობს თეორიის ირიბად
შემოწმებასაც. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემაბი, რომლებიც
ადასტურებენ ჰიპოთეზის ჭეშმარიტებას ადასტურებენ ამავდროულად თეორიის
ჭეშმარიტებასაც. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰიპოთეზები დაკავშირებულნი არიან
თეორიასდთან დედუქციური მეთოდით.
ალტერნატიული კონკურირებადი თეორიები.
ყოველ შემთხვევას ააქვს ხოლმე ბევრი შესაძლო ახსნა, მაგრამ მათ შორის ერთი არის
ხოლმე ყოველთვის სწორი. ზოგჯერ სხვადასხვა ახსნები ურთიერთსაწინააღმდეგოა: თუკი
სწორია ერთ–ერთი მათგანი, მაშინ დანარჩენი ვერ იქნება სწორი. თუკი ჩვენ ამ ახსნებს
ჩამოვაყალიბებთ ჰიპოთეზების სახით, მაშინ ურთიერთსაწინააღმდეგო ჰიპოთეზებს
ვუწოდებთ ალტერნატიულ-კონკურირებად ჰოპოთეზებს. ისინი ალტერნატიულია რადგანაც
გვაძლევენ ერთი მოვლენის ახსნის სხვადასხვა ვარიანტებს, ისინი კონკურირებადია
რადგანაც არ შეიძლება იყვნენ ერთდროულიად ჭეშმარიტი. თუკი სხვადსხვა ჰიპოთეზებიდან
ერთ-ერთი სწორია, მაშინ ყველა დანარჩენი იქნება არასწორი. ჩვენ ვერ შევძლებთ ერთ
მოვლენასთან დაკავშირებული ყველა ალტერნატიული ჰიპოთეზის შემოწმებას, მაგრამ თუკი
ჩვენ გვსურს ვენდობოდეთ ამ ჰოპოთეზებიდან ერთ-ერთ მაინც, მაშინ უნდა ვეცადოთ რომ
შევამოწმოთ ძირითადი კონკურირებადი ჰიპოთეზები. რათა დავრწმუნდეთ რომ ჩვენს
კვლევას ვაწარმოებთ სწორი მიმართულებით.
ჩვენს თეორიაში
შუალედური და ანტიცედენტური ცვლადების გამოყენება გვეხმარება კაუზალური კავშირების
მნიშვნელობის დადგენაში. ეს კი ზრდის ჰიპოთეზის ფორმირების შესაძლებლობას, რომელთა
მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თეორიის სარგებლიანობისა და საიმედოობის
შემოწმება - რადგანაც თეორიები ესაა გარკვეული მტკიცებულებები სხვადასხვა ცვლადებს
შორის არსებული კავშირების შესახებ.
ჰიპოთეზები ქმნიან საფუძველს ჩვენი თეორიული კონსტრუქციის ემპირიული
სარგებლიანობის შემოწმებისათვის. რაც უფრო მეტი კავშირების პოსტულირებასაც ჩვენ
ცახდენთ და რაც უფრო დეტალურია ეს კავშირები მით უფრო მეტი პროგნოზების გაკეთება
შეგვიძლია გარესამყაროს შესახებ და მით უფრო მეტ შესაძლებლობას ვფლობთ ჩვენი
თეორიის შესამოწმებლად.
რჩება კითხვა - რა
გზით ვაკეთებთ ჩვენ პროგნოზებს და როგორ ვქმნით თეორიებს? როგორ ვწყვეტთ ჩვენ
იმას, თუ კონკრეტულად როგორო კავშირები უნდა გამოვიყენოთ ცვლადებს შორის
ჰიპოთეზების ფორმულირებისას, რომელზეც შემდეგ ხდება საკვლევი პროექტის ორგანიზება?
ჰიპოთეზების ფორმულირება
ჩვენ მივდივართ ჰიპოთეზამდე ინდუქციური ან დედუქციური მსჯელობის
შედეგად, ეს დამოკიდებულია კვლევის პროცესის იმ სტადიაზე, რომელზეც ჩვენ
ვიმყოფებით. თუკი თეორიის შექმნისას ჩვენ ხელმძღვანელობდით შემოწმების და შეცდომის
მეთოდით, ჰიპოთეზების შექმნა შესაძლებელია ინდუქციური მეთოდით. მაგალითად
აღვნიშნოთ რომ აშშ-ში მოქალაქეების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დონე
სხვადასხვა შტატებში განსხვავებულია და პროპორციულია ინდუსტრიალიზაციის დონისა.
ჩვენ შეგვეძლო ამ ინფორმაციის განვრცობა და თქმა რომ ან ცვლადებს შორის მსგავსი
ურთიერთკავშირი არსებობს სხვა ქვეყნებშიც. თუკი აღმოვაჩენთ მონაცემებს, რომლებიც
დაადასტურებენ ამ ჰიპოთეზას ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი საფუძველი იმისა, რომ
ინდუსტრიალიზაცია ცვლადის სახით შეგვეტანა იმ თეორიაში, რომელიც ხსნის პოლიტიკურ
აქტიოებებს. მაგრამ მანამ სანამ, ჩვენ არა გვაქვს თეორია, რომელიც ახსნიდა თუ
რატომ არის ინდუსტრიალიზაცია და პოლიტიკური აქტიობა ერთმანეთთან დაკავშირებული,
ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ორი ცვლადის კავშირის ფაქტი გამოვიყენოტ პოლიტიკური აქტიობის
ასახსნელად.
ინდუქციური მეთოდით
შექმნილი ჰიპოთეზები, შეიძლება გამოგვადეგეს სამძიებლო კვლევებში, რომელსაც
იყენეენ თეორიის შექმნისას, ასეთი ჰიპოთეზები უსარგებლოა ამხსნელობით კვლევებში.
როგორც კი ჩვენ ვქმნით თეორიას, რომელიც ლოგიკურად აკავშირებს ერთმანეთთან
ცვლადებს, ჩვენ შეგვიძლია მისგან გრკვეული ჰიპოთეზების გამოტანა, დედუქციური
მეთოდის მეშვეობით. რადგანაც ეს ჰიპოთეზები წარმოადგენენ პროგნოზებს სამყაროს
შეახებ, რომლებიც ლოგიკურად გამომდინარეობენ თეორიიდან, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ის
ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ჰიპოთეზებს, გვეხმარებიან მოვლენების ახსნაში,
რამდენადაც ასეთი ფაქტების აღმოჩენა იმ თეორიის სისტემის ვალიდობას, საიდანაც ეს
ჰიპოთეზები გამომდინარეობენ.
იმისათვის რომ
თეორია იქნეს აღიარებული სასარგებლო ინტელექტუალურ ინსტრუმენტად საჭიროა
სრულდებოდეს ორი პირობა: 1. ისეთი მონაცემების აღმოჩენა, რომლებიც თეორიაში წარმოდგენილ
ვარაუდებს. 2. კონკურენტი ჰიპოთეზების გამორიცხვა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ
არც ერთი ცალკე აღებული კვლევა არ იძლევა საკმარის მონაცემებს იმისათვის, რომ
უარვყოთ ან დავადასტუროთ თეორია ან მისი გარკვეული ნაწილი, რომელიც ეხება ისეთ
მოვლენას, რომელიც არ ყოფილა შესწავლილი მოცემული კვლევისას. ყოველთვის რჩება ინის
შესაძლებლობა, რომ მომავალში ჩატარებული კვლევების მიერ აღმოჩენილი იქნება მონაცემები,
რომლებიც გავლენას იქონიებენ თეორიის ვალიდობაზე. თეორიის შექმნა ეს არის ჩვენს
ვარაუდებსა და მონაცემებს, მსჯელობებსა და
კვლევებს შორის მუდმივიურთიერთქმედების პროცესი. ის მოითხოვს როგორც შემოქმედებით
მიდგომას ასევე პრაქტიკულ ემპირიზმს.
No comments:
Post a Comment