Wednesday, 28 January 2015

როგორ შევადგინოთ კვლევის გეგმა


Мангейм Дж.Б., Рич Р.К. Политология. Методы исследования: Пер. с англ. / Предисловие А.К. Соколова. – М.: Издательство “Весь Мир”, 1997. – 544 с.

Электронная версия подготовлена при участии
Светланы Закоян, Вадима Лодина и Петра Кирьяна,
http://grachev62.narod.ru/Mr/Mr_og.html

 

 

თავი 4. მუშაობა გეგმის მიხედვით: როგორ შევადგინოთ კვლევის გეგმა

 

არც ერთი გამოცდილი მთასვლელი არც კი იფიქრებს ევერესტზე ასვლას, სანამ წინასწარ არ დაგეგმავს ყველაფერს- შესაბამისი აღჭურვილობა, საუკეთესო მარშუტის შერჩევა, აგრეთვე ის ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება გაუთვალისწინებელი მდგომარეობის შემთხვევაში. სწორედ ასე სოციოლოგებიც არ იჩქარიან, შეუდგნენ კვლევის პროექტს გეგმის გარეშე. მას კვლევის გეგმას (პროგრამას) უწოდებენ. კვლევის გეგმა არის სქემა, რომელიც საფუძვლად უდევს მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას. თუმცა, თუ რომელიმე გეგმა არ შეესაბამება  მოცემულ  შემთხვევას, ყველანაირი კვლევა უაზრო იქნება, რადგან ვერ დავადგენთ მონაცემთა მნიშვნელობას.

მანამ, სანამ დავიწყებთ რაიმე სერიოზულ კვლევას, უნდა შევადგინოთ მისი გეგმა, რომელიც არა მხოლოდ ზუსტად აღწერს, რის გაკეთებას აპირებთ, არამედ ასევე ხსნის რატომ დგამთ ამა თუ იმ ნაბიჯს და რატომ აკეთებთ ასე და არა სხვაგვარად.

 

                        კვლევის მიზანი და გეგმა

 

კვლევას შეიძლება ჰქონდეს მრავალი მიზანი და მისი გეგემა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მოცემულ პროექტს, მთლიანად დამოკიდებულია მისი მიზნისაგან. ზოგიერთი კვლევითი პროექტი სამძებროა. ისინი განკუთვნილია იმისათვის, რომ უფრო უკეთ გავეცნოთ იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, აგრეთვე რათა უფრო ზუსტად ჩამოვაყალიბოთ პრობლემები და, შესაძლოა, ჰიპოთეზებიც. ასეთი კვლევები მნიშვნელოვანია ახალი მოვლენების ან აქამდე შეუსწავლელი მოვლენების შესასწავლად.ზოგიერთი პროექტი შეიცავს აღწერით კვლევას. ეს უკანასკნელი განკუთვნილია იმისათვის, რომ ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს იმ მოვლენებზე, რომლებიც გვეხმარებიან პრობლემისა თუ ჰიპოთეზის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, სანამ ჩვენ დავიწყებთ გარკვეული მოვლენის მიზეზების შესახებ თეორიის აგებას, გასარკვევია ამ მოვლენის სიხშირე, გეოგრაფიული განაწილება, შედეგი და სხვა მოვლენების არსებობა, რომლებიც ამ კონკრეტულ მოვლენასთან ასოცირდება. და ბოლოს, კვლევა შეიძლება კაუზალური ჰიპოთეზის შესამოწმებლად იქნეს განკუთვნილი. თუ კვლევის შედეგები შეიძლება გამოვიყენოთ იმის დასმტკიცებლად, რომ ერთი მოვლენა იწვევს მეორეს, შეგვიძლია ამ უკანასკნელის ახსნაც შევძლოთ. ამიტომ კვლევას, რომელიც ჰიპოთეზას ამოწმებს, ახსნითი კვლევა ეწოდება. ასეთი კვლევა გვაწყობს, როდესაც ჩვენ უკვე ინფორმაცია გვაქვს მოვლენაზე, რათა დავიწყოთ იმის ახსნა, თუ რატომაა ეს მოვლენა ისეთი, როგორიც არის.

მიზნების ამგვარი წინასწარი ტიპოლოგია მოხერხებულია, რადგანაც კვლევის ყოველი ტიპი თავის გეგმას გულისხმობს. სამძებრო კვლევის გეგმამ უნდა მოგვცეს შესაბამის მოვლენებზე დაკვირვების საშუალება. აღწერითი კვლევა კი მოვლენათ ზუსტ აღწერას მოითხოვს. ასეთ კვლევაში გეგმამ უნდა უზრუნველყოს მოვლენათა სანდოობა, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს მივიღოთ მოვლენათა სრული სურათი. ახსნითი კვლევის გეგმამ არა მხოლოდ სანდოობა უნდა უზრუნველყოს, არამედ მოგვცეს საშუალება, გავაკეთოთ დასკვნები, თუ როგორ ზემოქმედებენ ცვლადები ერთმანეთზე და რატომ. კვლევის გეგმა გვაძლევს საშუალებას გამოვიტანოთ კაუზალური დასკვნები, თუკი იგი შესაძლებლობას იძლევა გამოვრიცხოთ ყოველგვარი დამაჯერებელი ახსნა ფაქტისა, რომელიც ალტერნატიულია შესამოწმებელ კაუზალურ ჰიპოთეზასთან  მიმართებით.

კონკრეტული მიზნის გაუთვალისწინებლივადაც, კვლევის გეგმა უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ელემენტებისაგან:

1.    გეგმის მიზნის ჩამოყალიბება;

2.  შესამოწმებელი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება;

3.  გამოსაყენებელი ცვლადების სპეციფიკა;

4.  ოპერაციონალიზაციისა და ყოველი ცვლადის გაზომვის საშუალების ჩამოყალიბება;

5.  კვლევის მოწყობისა და ჩატარების დეტალური აღწერა;

6.  შეგროვებული მონაცემების მომავალი ანალიზის ზოგადი მიმოხილვა.

 

 

         კვლევის გეგმაში ალტერნატიული კონკურირებული ჰიპოთეზების            გათვალისწინება

 

კვლევის ჰიპოთეზური გეგმის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი დაკვირვების საშუალებათა სტრუქტურირება ან ორგანიზებულობა, როგორ მოქმედებს შედეგების სარგებლიანობის ხარისხზე. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ-ერთი ამერიკული შტატის იუსტიციის დეპარტამენტმა გაატარა ახალი პროგრამა, რომელიც მიმართულია დანაშაულის შემცირებაზე ბავშვებსა და მოზარდებს შორის. ამ პროგრამის მიხედვით, მოზარდები- პოტენციური დამნაშავეები, ერთ დღეს ატარებენ ციხეში მოზარდ დამნაშავეებთან ერთად. ამ დროს პირველნი ეცნობიან იმას, თუ რა საიშინელია ციხეში ყოფნა. პროგრამა ჩამოყალიბებულია იმ მოსაზრებაზე, რომ ეს გამოცდილება თავს შეაკავებინებს მათ დანაშაულის ჩადენისაგან, რომელსაც ციხეში მოხვედრა მოჰყვება. წარმოვიდგინოთ, რომ ამ პროგრამის რამდენიმე თვიანი გატარების შემდეგ, შტატის ადმინისტრაციას აინტერესებს, მოახდინა თუ არა მან სასურველი შედეგი და გთავაზობს თქვენ, გამოცდილ პოლიტოლოგს, შეაფასოთ მისი შედეგები. რას გააკეტებთ ამისათვის?

იმის გამო, რომ პროგრამა განკუთვნილია მოზარდთა შორის დანაშაულის შემცირებისათავის, სწორედ დანაშაული იქნება ცვლადი. შეიძლება მოვახდინოთ მისი ოპერალიონალიზაცია, როგორც იყო დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შემდეგ უბრალოდ გავაკონტროლოთ იმ ახალგაზრდების ციხეში მოხვედრის რეგისტრაცია ერთი წლის მანძილზე, რომლებმაც გაიარეს ეს პროგრამა. თუ ერთი წლის განმავლობაში ისინი ისევ იქნენ დაპატიმრებულნი, თქვენ თვლით მას დამნაშავედ. თუ არ იყვნენ დაპატიმრებულნი, თქვენ არ მიიჩნევთ მათ კანონის დამრღვევებად.

კვლევის თქვენი გეგმა ამ შემთხვევაში წარმოადგენს მხოლოდ საინტერესო ობიექტებზე დაკვირვებას. ეს დაკვირვება დაფუძნებულია იმაზე, რომ თქვენ აკონტროლებთ პროგრმა გავლილ ადამიანთა ციხეში მოხვედრის რაოდენობას. მაგალითად, თქვენ გაარკვიეთ, რომ 70% იმ მოზარდებისა, რომელთაც გაიარეს პროგრამა, არ მოხვდნენ ციხეში მოდევნო წლის განმავლობაში. შეგიძლიათ თუ არა ამ საფუძველზე გააკეთოთ დასკვნა, რომ პროგრამის ეფექტურობა  70%_ის ტოლია?

იმისათვის, რომ გააკეთოთ ასეთი დასკვნა, თქვენ უნდა გამორიცხოთ სხვა ახსნები, რატომ არ იქნა დაკავებული ამ ახალგაზრდების 70%. თქვენი სამუშაო ჰიპოთეზა შემდეგია- პროგრამის შედეგად მიღებული გამოცდილება ახდენს დანაშაულის პრევენციას. მოდით განვიხილოთ რამდენიმე შესაძლო ალტერნატიული კონკურირებული ჰიპოთეზა, რომელთაც შეუძლიათ ახსნან ეს შედეგები:

1.                       ეს პროგრამა რომც არ ჩატარებულიყო, ახალგაზრდების მხოლოდ 30% იქნებოდა დაკავებული;

2.                       იმ პირთა ოჯახური მდგომარეობა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა პროგრამაში, სრულიად სხვაგავარია, ვიდრე მათი, ვინც არ მონაწილეობდა. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს დანაშაულის შემცირებას და არა შტატის მიერ გატარებული პროგრამა;

3.                       ახალგაზრდები ჩადიოდნენ დანაშაულს, მაგრამ არ იყვნენ დაჭერილნი;

4.                       შესაძლოა ამ პროგრამამ მოგვცეს დროებითი ეფექტი, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი შედეგი გაქრება და მოზარდები კვლავ ჩაიდენენ დანაშაულს ( ანუ პროგრამა დანაშაულის უფრო გადავადებას ახდენს და არა აღმოფხვრას );

5.                       ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროგრამაში, უფრო ხშირად ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ არ მიეღოთ მასში მონაწილეობა. პროგრამში მონაწილეობა მათ პოტენციურ დამნაშავეთა კატეგორიას მიაკუთვნიდა, რაც პოლიციის მხრიდან უფრო დაჟინებული ყურადღების ქვეშ ყოფნას გულისხმობს.

ალტერნატიული ჰიპოთეზა №1 ამტკიცებს, რომ პროგრამა არ ახდენს არანაირ ზეგავლენას. არსებული დაკვირვებებით თქვენ ვერ გამოავლენთ ეს ასეა, თუ არა. თქვენ ვერასდროს გაიგებთ, როგორ მოიქცეოდნენ პროგრამა გავლილი მოზარდები, მასში მონაწილეობა რომ არ მიეღოთ. თუმცა თქვენ შეგძლიათ ჩართოთ კვლვის გეგმაში იმ პირთა დაკავების რეგისტრაცია, რომელთაც არ გაუვლიათ პროგრამა. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს მონაწილისა და არამონაწილის დანაშაულის ხარისხი და ამტკიცოთ, რომ მიღებული განსხვავება პროგრამის ზეგავლენითაა განპირობებული, რადგან შეგვიძლია ვივარაუდოთ: პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები მოიქცეოდნენ ზუსტად ისე, როგორც პროგრამაში არამონაწილე  მათი თანატოლები.

ალტერნატიული ჰიპოთეზა №2 გულისხმობს, რომ ნათელი კავშირი პროგრამაში მონაწილეობასა და დანაშაულებრივი ქცევას შორის, მოჩვენებითია. ჰიპოთეზა ამტკიცებს, როგორც პროგრამაში მონაწილეობის, ასევე კანონდამრღვევის არარსებობის მიზეზი, ოჯახური მდგომარეობაა. ასეთი მსჯელობა გულისხმობს, რომ შერჩევის პროცესი, რაც გულისხმობს- ის მოზარდები, რომელთაც აქვთ მხარდაჭერა ოჯახში და ის, ვინც მონაწილეობს პროგრამაში- ერთი და იგივე პიროვნებებია. ეს ქმნის აშკარა კავშირს პროგრამასა და დანაშაულის არარსებობას შორის.

მხოლოდ დაკავშირება არ გვაძლევს საშუალებას გამოვრიცხოთ ეს შესაძლებლობა. თუმცა საკონტროლო ჯგუფის არსებობა, რომელიც იმ ახალგაზრდებს შეიცავს, ვისი საცხოვრებელი პირობები მიახლოებულია იმ პირთა საცხოვრებელ პირობებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროგრამაში, ისევე როგორც №1 ჰიპოთეზის შემთხვევაში, შესაძლებოლობას გვაძლევს გავიგოთ ეს ასეა თუ არა. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ დარწმინდეთ, აქვს თუ არა სხვადასხვა ოჯახური პირობები პროგრამაში მონაწილე და არამონაწილე პირებს; მათ კი, რომელთაც ერთნაირი ოჯახური პირობები გააჩნიათ, დანაშაულის ერთნაირი ხარისხი აქვთ, იმისდა დამოუკიდებლად იყვნენ  თუ  არა  ჩართულნი პროგრამაში.

№2 ჰიპოთეზის გამორიცხვა ( როგორც №1 ჰიპოთეზა ) მოითხოვს მეორე დაკვირვების ჩატარებას ( პროგრამაში არამონაწილე პირთა დაკავების რეგისტრაცია ). თუმცა №2 ჰიპოთეზის შემუშავება მოითხოვს თქვენგან კიდევ ერთი დაკვირვების ჩატარებას, რომლის მსვლელობისას შეგროვებული იქნება მონაცემები დაკვირვების ობიექტების ოჯახური მდგომარეობის შესახებ. ზოგიერთი ობიექტური მონაცემების ( ორივე მშობლის არსებობა, მშობლების განათლების დონე და საქმიანობის სფერო, ოჯახის შემოსავალი ) მიღება ოფიციალური საბუთებიდანაა შესაძლებელი, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა თავად მშობელთან ან მოზარდებთან ინტერვიუს ჩატარება. თუ თქვენ უთიერთობებისა და პირადი ურთიერთკავშირის გათვალისწინებით ოჯახში არსებლი მდგომარეობის ოპერაციონალიზაციას მოახდენთ, ამგვარი ინტერვიუ აუცილებელი იქნება. თქვენ ამით არა მხოლოდ ამდიდრებთ ინფორმაციის რაოდენობას, არამედ იყენებთ მასალის შეგროვების სხვა მეთოდეს- პირადი ინტერვიუ.

ალტერნატიული ჰიპოთეზა №3 კიდევ უფრო საჭიროებს მონაცემთა შეგროვების ასეთ დამატებით მეთოდებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ამ პროგრამამ თავის მონაწილეები უფრო ფრთხილები გახადა, შეიძლება ითქვას, ეშმაკებიც და არა შეამცირა დანაშაულის რაოდენობა. ეს ჰიპოთეზა ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი ცვლადის ოპერაციონალიზაციას: დანაშაულის ერთადერთი ზომა ხომ დაპატიმრებათა ოფიციალური რეგისტრაციაა.

№3 ჰიპოთეზის შემუშავების ერთ-ერთი საშუალებაა ის, რომ დანაშაულის ოპერაციონალიზაციაში შევიტანოთ თავად არასრულწლოვანთა მხრიდან მიღებული შეტყობინებები ჩადენილი დანაშაულის შესახებ, აგრეთვე ინტერვიუების ჩატარება პროგრამის გავლამდე და გავლის შემდეგ. თქვენ უნდა ჩაატაროთ ინტერვიუები პროგრამაში მონაწილე და არამონაწილე მოზარდებთან და ყოველი ჯგუფისათვის შეიტანოთ ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობის შესახებ, იმისათვის რომ დარწმუნდეთ, თქვენი მონაცემები არ შეიძლება ახსნილი იქნეს №1 და №2 ტიპის ჰიპოთეზებით. ასეთი ქმედების შედეგად თქვენ შემოიტანეთ არა მხოლოდ ახალი დაკვირვების მომენტი ( ინტერვიუ ), არამედ დამოკიდებული ცვლადის ოპერაციონალიზაციის სხვა საშუალება.

ალტერნატიულ ჰიპოთეზას №4 შემოაქვს კვლევაში დროის ღერძი. თუ საჭიროა მისი გათვალისწინება, თქვენ მოგიწევთ ინტერვიუების ჩატარება და დანაშაულთა რეგისტრაცია როგორც პროგრამაში მონაწილეთათვის, ასევე საკონტროლო ჯგუფისათვის ციხეში ყოფნის არა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, არამედ ორი და შეიძლება 3 წლის შემდეგაც. შემდგომი დაკვირვების ჩატარების მიზეზი აშკარაა, რადგან ჰიპოთეზა №4 ამტკიცებს, რომ გარკვეულ ვითარებაში პროგრამაში მონაწილეები დამნაშავეები ხდებიან. მაგრამ ამასთანავე უნდა დავაკვირდეთ საკონტროლო ჯგუფსაც იმისათვის, რომ დავრწუნდეთ, პროგრამის მონაწილეთა დანაშაულის მაჩვენებელის ცვლა შემდგომ წლებში არაა რაიმე სხვა ფაქტორის ( გაზრდა, ოჯახური პირობების შეცვა ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება ) შედეგი. მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუ შემდგომ წლებში პროგრამის მონაწილეების, დაშაულის მონაცემები ახლოსაა არამონაწილეთა დანაშაულის მონაცემებთან დროის იმავე მომენტში ( ან უფრო უარესი ), თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა, რომ როგრამა არაეფექტური გამოდგა ( ან ის, რომ უარყოფითი ეფექტი მოახდინა ).

დანარჩენი ჰიპოთეზებისაგან განსხვავებით ალტერნატიული ჰიპოთეზა №5 ამტკიცებს, რომ პროგრამა უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას თქვენი მონაცემები გვიჩვენებენ. მისი ვარაუდით, თქვენ დანაშაუილის საზომად დაპატიმრობის მოსაზრებით, შემოიყვანეთ დამატებითი დამოუკიდებელი ცვლადი ( არჩევითი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ), რომლის ზემოქმედება ფარავს პროგრამის რეალურ ზეგავლენას დანაშაულებრივ ქცევაზე.

ერთ-ერთი საშუალებაა გავითვალისწინოთ ეს შესაძლებლობა- შემოვიტანოთ დამოკიდებული ცვლადის სხვა ოპერაციონალიზაცია. თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ დაპატიმრებას, არამედ გასამართლებასაც, როგოც მონაწილე ასევე არამონაწილეთა შემთხვევაში, თქვენ მოგეცემათ საშუალება მიიღოთ მონაცემები იმაზე, არის თუ არა მონაწილეთა წინააღმდეგ აღძრული საქმეები ნაკლებად შემოწმებული ვიდრე მათი, ვინც პროგრამა არ გაიარა. აქედან გამომდინარე თქვენ შეძლებთ გააკეთოთ დასკვნა, აღინიშნება თუ არა პოლიციის მხრიდან პროგრამაში მონაწილეთა უფრო ხშირი დაპატიმრების ტენდენციები. სხვაობა მონაწილე და არამონაწილეთა დაპატიმრებასა და გასამართლებას შორის იქნება პოლიციის მხრიდან ყურადღების არჩევითობის მაჩვენებელი. თუ პროგრამაში მონაწილეებს აპატეიმრებენ და საბოლოო ჯამში არ ასამართლებენ არსებითად უფრო ხშირად ვიდრე არამონაწილეებს, თქვენ გაქვთ საფუძველი, რომ ჰიპოთეზა №5 ჭეშმარიტად მიიჩნიოთ.

შესაძლო კონკურირებული ჰიპოთეზების ეს მოკლე მიმოხილვა, რომელთაც ეჭვქვეშ შეუძლიათ დააყენონ მიღებული შედეგების ღირებულება, საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ კვლევის უფრო დეტალური გეგმა, ვიდრე თავდაპირველად გვქონდა. თუ გსურთ გამორიცხოთ კვლევის შედეგად მიღებული შედეგების ის 5 ალტერნატიული ინტერპრეტაცია ( და თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, რათა თქვენს კვლევას ჰქონდეს რაიმე აზრი ), თქვენ უნდა გადახვიდეთ დამოკიდებული ცვლადის ერთადერთი ოპერაციონალიზაციისა და ერთადერთი დაკვირვებიდან გეგმაზე, რომელიც ოპერაციონალიზაციის მრავალ საშუალებს, მონაცემთა შეკრების მრავალ მეთოდსა სა რამდენიმე დაკვირვებას მოიცავს საკუთარ თავში. ასეთი ახალი პროგრამა უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

1.                       ჩამოვაყალიბოთ შერჩევის მეთოდი, რომლითაც ავარჩევთ მოზარდებს, როგორც მონაწილეებს, ასევე არამონაწილეებს ერთი და იგივე კრიტერიუმებით ( სქესი, ასაკი, რასობრივი წარმომადგენლობა, საქმიანობის სახეობა, განათლება, მშობელთა შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ადგილი );

2.                       პროგრამაში ჩართვამდე ჩამოვართვათ ინტერვიუები მათ, ვინც უნდა ჩაერთოს პროგრამაში და ამასთანავე საკონტროლო ჯგუფს იმისათვის, რომ მივიღოთ  თვითანგარიში დანაშაულებრივი მოღვაწეობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ;

3.                       ჩამოვართვათ ინტერვიუები გასაცდელი პირების ოჯახის ყველა წევრს, რათა დავადგინოთ ოჯახური მდგომარეობა.

4.                       ერთი წლის შემდეგ, რაც გამოსადლემა პირებმა ერთი დღე გაატარეს ციხეში, ჩამოვართვათ ინტერვიუ როგორც მონაწილეებს, ასევე პროგრამის არამონაწილეებს იმისათვის, რომ მივიღოთ თვითანგარიში დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და გავარკვიოთ, შეიცვალა თუ არა მათი ოჯახური მდგომარეობა;

5.                       მე-4 ეტაპის განხორციელების დროს შევადაროთ პროგრამაში მონაწილე და არამონაწილეთა დაპატიმრებებისა და გასამართლებების მონაცემები;

6.                       გამოაცდელ პირთა პროგრამაში მონაწილეობიდან  2  წლის შემდეგ გავიმეოროთ მე-4 და მე-5 ეტაპი;

7.                       გავიმეოროთ მე-4 და მე-5 ეტაპები პროგრამის გატარებიდან 3 წლის შემდეგ.

 

მონაცემთა ანალიზისას თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი შეადაროთ პროგრამაში მონაწილე და საკონტროლო ჯგუფს შორის არსებული სხვაობა დაპატიმრებისა და გასამართლების მხრივ. თანაც უნდა გაითვალისწინოთ და გამორიცხოთ საკონტროლო ჯგუფის ( არამონაწილეები ) წევრები, რომლებიც კვლევის მსვლელობისას შეუერთდნენ პროგრამას. მიღებული მონაცემების ანალიზისას შესაფერისი სტატისტიკური პროცედურების ჩატარება შესაძლებლობას მოგცემთ გამოიტანოთ საიმედო დასკვნები პროგრამის ღირებულების შესახებ. თქვენი უნარის წყალობით, გამორიცხოთ ძირითადი კონკურირებული ჰიპოთეზები, შტატის დეპარტამენტს შეუძლია ენდოს თქვენს დასკვნას, რაც სრულიად არ შეუძლებელი იქნებოდა, თუკი კვლევის პირველ გეგმას დაეფუძნებოდა  ეს დასკვნა.

ამ სავარჯიშოს ( მაგალითის ) მიზანი არაა ის, რომ დაგანახოთ კვლევის ძნელი გეგმების უპირატესობა ადვილ გეგმებთან შედარებით. ზოგჯერ ადვილი გეგმა უფრო გამოსაყენებადია. მთავარია გეგმა ადეკვატური იყოს და არა ძნელი. თუ გეგმა იძლევა ლოგიკურ საფუძველს იმ დასკვნებისა, რომლის მიღებაც სურს მკვლევარს, იგი ადეკვატურია.

კვლევის გეგმა- არის ალტერნატიული კონკურირებული ჰიპოთეზებისა და ჩანაფიქრის ჩამოყალიბების პროცესი, თუ რა სახის დაკვირვებებია საჭირო ამ ჰიპოთეზების შესამოწმებლად, ისე რომ ისინი არ იქნენ განხილულნი შესაძლო შედეგების ახსნის თვალსაზრისით.

ალტერნატიული კონკურირებული ჰიპოთეზები ჩნდებიან ისევე, როგორც სამუშაო ჰიპოთეზები. ისინი თეორიის ლოგიკური ანალიზის შედეგად წარმოიშვებიან. ნამდვილი ალტერნატივა შეადგენს კონკურირებულ ჰიპოთეზას, რომელიც გვთავაზობს ისეთივე ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც ჩვენი ძირითადი ჰიპოთეზა, მაგრამ ხსნის მას სრულიად სხვა მიზეზ-შედეგობრივი პროცესით. მნიშვნელოვანია არ აგვერიოს ერთმანეთში რეალურად ალტერნატიული ჰიპოთეზა და ის, რასაც ჩვენ „სხვა ჰიპოთეზებს“ ვუწოდებთ. იმის გამო, რომ სოციალურ მოვლენებში მრავალი მიზეზობრივი კავშირი არსებობს, ჩვენ ხშირად შეგვიძლია რომელიმე მოვლენის რამდენიმენაირი ახსნა მოვუძებნოთ. ჰიპოთეზა მხოლოდ მაშინაა ალტერნატიულ- კონკურირებადი, როდესაც ლოგიკურად შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ისიც და ძირითადი ჰიპოთეზაც- ორივე უტყუარია.

კვლევის პროექტის გეგმის ჩამოყალიბების პროცესი ინდივიდუალურია ყოველი კვლევისათვის. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აირჩიოთ შესაფერისი გეგმა ალტერნატივების შემოფარგლული ჩამონათვალიდან, ისე როგორც თქვენ ფეხსაცმლის ყიდვისას აკეთებთ- თქვენი ზომის წყვილის არჩევით. თუმცა არსებობს კვლევის გეგმის რამდენიმე საერთო ტიპი. შემდეგი ნაწილი მოიცავს გეგმათა ტიპების მიმოხილვას და შესავალს კვლევის დაგეგმის ლოგიკაში.

                 

 კვლევის  ექსპერიმენტული  გეგმები

 

კარგი გეგმის მიზანია- გამოვავლინოთ დარწმუნების მაქსიმალური ხარისხით ერთი ცვლადის მეორე ცვლადზე ზემოქმედების შედეგები. კვლევის გეგმა გვაძლევს ამის შესაძლებლობას იმ მოვლენების კონტროლის საშუალებით, რომლებშიც ცვლადები ურთიერთმოქმედებენ. ასეთი კონტროლი- გეგმისათვის წამყვანი ცნებაა.

კვლევის გეგმების კლასიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ იმ კონტროლის ხარისხის მიხედვით, რომელსაც ისინი უზრუნველყოფენ. ძირითადი განსხვავება, რომელიც აინტერესებს პოლიტოლოგს, არის განსხვავება ექსპერიმენტულ და კვაზიექსპერიმენტულ გეგმებს შორის.

ექსპერიმენტი არის მეცნიერული დამტკიცების კლასიკური საშუალება ( ხერხი ). იგი დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ ერთი ცვლადის მნიშვნელობის ცვლა გამოიწვევს მეორე ცვლადის მნიშვნელოდის შეცვლასაც ( მაგალითად, ტემპერატურის ცვლასთან ერთად იცვლება ზეთის სიბლანტე ).

კვლევის ელემენტარული ექსპერიმენტული გეგმისათვის საჭიროა ექსპერიმენტული ჯგუფი ( შედგება იმ პირთაგან, რომელნიც იქნებიან დამოკიდებული ცვლადის ან სტიმულის ზეგავლენი ქვეშ ) და პირთა საკონტროლო ჯგუფი, რომელიც შეესაბამება ექსპერიმენტულ ჯგუფს ყველა არსებით ასპექტში, მაგრამ არ დაექვემდებარება სტიმულის ზეგავლენას. დამოკიდებული ცვლადის მნიშვნელობა  უნდა  გაიზარდოს  ყოველ  ჯგუფში  სტიმულის ზემოქმედებამდე, ე.წ. წინასწარი ტესტირებისას ( pretest ) და შემდეგ კიდევ ერთხელ იმის შემდეგ, რაც ექსპერიმენტული ჯგუფი დაექვემდებარება სტიმულის ზემოქმედებას, საკონტროლო ტესტის დროს ( prosttest ) დროს. დასკვნა სტიმულის ( დამოუკიდებელი ცვლადი ) შესახებ კეთდება წინასწარი და საკონტროლო ტესტების ნიმუშების საფუძველზე. რაც უფრო დიდია განსხვავება წინასწარი ტესტისა და საკონტროლო ტესტის მნიშვნელობას შორის ყოველ ჯგუფში, მით უფრო დიდი ზეგავლენა მიეწერება დამოუკიდებელ ცვლადს. შედეგის ფორმულა შემდეგია: შედეგი ( ექსპერიმენტული ცვლადისათვის ) = ( საკონტროლო ტესტი E – წინასწარი ტესტი E ) – ( საკონტროლო ტესტი K - წინასწარი ტესტი K ), სადაც E- ექსპერიმენტული ჯგუფია, ხოლო K- საკონტროლო ჯგუფი. ამ კვლევითი გეგმის მნიშვნელობა შედგება იმაში, რომ იგი უზრუნველყოფს ორი პირობის მიღწევას, რომელნიც გვიადვილებენ ვალიდური კაუზალური დასკვნების მიღებას: შედარება და მართვა .

 

                                 კლასიკური ექსპერიმენტის გეგმა

 

მოსაზრება, რომ ერთი მოვლენა მეორის მიზეზი გახდა, დაფუძნებულია ცვალებადობის ცნებაზე, რაც შედარებას გულისხმობს.

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ერთი ცვლადი ახდენს მიზეზობრივ ზეგავლენას მეორე ცვლადზე, ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია, გამოკვლევის რომელი საგანი დაექვემდებარა დამოუკიდებელი ცვლადის ზეგავლენას და რომელი არა ისე, რომ შევძლოთ საჭირო შედარებების გაკეთება. კლასიკური ექსპერიმენტი გვაძლევს ასეთ ინფორმაციას, რადგან დამოუკიდებელი ცვლადი თავად მკვლევარს შემოაქვს. მკვლევარი მართავს გარემოებით, რომელიც გამოკვლევის საგნის გარშემოა; ასე რომ მიზეზობრივი გავლენა შემთხვევით არ ხდება. გარდა ამისა, მკვლევარი აკონტროლებს მდგომარეობას ისე, რომ დამოუკიდებელი ცვლადის ობიექტებზე დამოკიდებული ცვლადის ზეგავლენის დროს შეცვლის ყველა სხვა შესაძლებელი მიზეზი ექსპერიმენტიდან გამორიცხულია.

ბევრი სხვა გეგმა დაფუძნებულია კლასიკური ექსპერიმენტის ლოგიკურ სტრუქტურაზე, თუმცა მასში მოდიფიკაციებიცაა, რომელნიც სპეციალურად მეცნიერებებისთვისაა განკუთვნილი. მათი გეგმების უფრო ზედმიწევნით დამუშავების მოთხოვნილება აიხსნება იმით, რომ (1) ხშირად მათი კვლევის ობიექტებზე ზეგავლენას ახდენს თავად კვლევის პროცესი ( მაგალითად, ადამიანთა ქცევა შეიძლება შეიცვალოს, თუ მათ იციან, რომ აკვირდებიან ) და (2) მათი კვლევის ობიექტები არასტატიკურნი არიან, მუდმივად იცვლებიან ( მაგალითად, ადამიამის შეფასება შეიძლება შეიცვალოს სიტუაციიდან გამომდინარე ). ამ ფაქტების გათვალისწინების შესაძლებლობა ილუსტრირებულია ორი ექსპერიმენტული გეგმის მაგალითზე, რომელიც სოლომონმა შეიმუშავა.

პირველი გეგმა გამიზნულია რეაქტიული პრობლემის ერთ-ერთ ასპექტზე- ე.წ.  ტესტ-ეფექტი. როდესაც ექსპერიმენტის ობიექტები გადიან წინასწარ ტესტირებას, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ მათი შეფასება საკონტროლო ტესტში იქნება განპირობებული როგორც სტიმულზე რეაქციიდან, ასევე რეაქციიდან თავად წინასწარ ტესტზე. ნებისმიერი განსხვავება წინასწარი და საკონტროლო ტესტების შეფასებებს შორის, რომელიც მხოლოდ წინასწარ ტესტზე რეაქციის შედეგად წარმოიშვა, ცნობილია ტესტ-ეფექტის  სახელით. თუ აუცილებელია მივიღოთ  ქცევაზე  სტიმულის  ზემოქმედების ზუსტი სურათი, უნდა შევძლოთ ამ ტესტ-ეფექტის შეფასებიდან ამოშლა. ამის საშუალებას გვაძლევს რ. სოლომონის მიერ შემოთავაზებული კვლევის გეგმა ორი საკონტროლო ჯგუფით. შედეგის ფორმულაა: შედეგი = [ ( საკონტროლო ტესტი E - წინასწარი ტესტი E ) – ( საკონტროლო ტესტი K1 - წინასწარი ტესტი K1 ) ] – ( საკონტროლო ტესტი E - საკონტროლო ტესტი K2 ).

პროგრამა თითქმის იგივეა, რაც კლასიკურ ექსპერიმენტში, განსხვავება ისაა, რომ დამატებულია მესამე ჯგუფი. მესამე ჯგუფში ( საკონტროლო ჯგუფი 2 ) არის სტიმული და საკოტროლო ტესტი, მაგრამ არ არის წინასწარი ტესტი. მაშინ, როცა განსხვავება წინასწარი და საკონტროლო ტესტების შეფასებებს შორის ექსპერიმენტულ ჯგუფში წარმოიშვება წინასწარი ტესტისა და სტიმულისაგან, იგივე განსხვავება საკონტროლო ჯგუფში 1 შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ წინასწარი ტესტის გავლენის შედეგად, ხოლო საკონტროლო ჯგუფში 2 - მხოოდ სტიმულის გავლენის შედეგად. თუ დამოკიდებული ცვლადის პირველადი მონაცამები ყველა ჯგუფში ერთნაირია და ჯგუფებმა მოახდინეს სტიმულზე ერთნაირი რეაგირება, განსხვავება საკონტროლო ტესტის შეფასებებს შორის ექსპერიმენტულ ჯგუფში და განსხვავდება საკონტროლო ტესტის შეფასებებს შორის საკონტროლო ჯგუფში 2 იქნება ტესტ-ეფექტი. მაშინ, როცა თავად დამოუკიდებელი ცვლადის ( სტიმული ) გავლენა შეგვიძლია გამოვთვალოთ- ექსპერიმენტის საერთო შედეგს ( გამოითვლება იმავე ფორმულით, რომელიც კლასიკური ექსპერიმენტის გეგმის შედეგის გამოსათვლელად გამოვიყენეთ ) უნდა გამოვაკლოთ ტესტ-ეფექტი.

საბოლოო ჯამში, ორ საკონტროლო ჯგუფიანი გეგმა შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ და გამოვრიცხოთ ტესტ-ეფექტი, როგორც გამოსაცდელი პირების შეფასებებში გამოვლენილი ცვლილებების ალტერნატიული ახსნა. თუმცა საკონტროლო ტესტში წინასწარ ტესტთან შედარებით არსებობს ჯგუფებში დამოკიდებული ცვლადის შეფასების ცვლადობის სხვა შესაძლო მიზეზები. ერთ-ერთი მიზეზია გარე ფაქტორების ზემოქმედება, რომელნიც ექსპერიმენტატორის კონტროლს გარეთაა. სხვა მიზეზი- ბუნებრივი ცვლაა, რომელიც ექსპერიმეტთან კავშირის დამოუკიდებლად ხდება ( დაბერება, ცვალებადობა ხანგრძლივი ექსპერიმენტებისას ან გონებრივი გადაღლა ). ასეთი უცხო ფაქტორების ზეგავლენა შეგვიძლია შევაფასოთ ( და ამით გამოვრიცხოთ იგი როგორც ექსპერიმენტის შედეგის კონკურირებული ახსნა ) რ. სოლომონის 3 საკონტროლო ჯგუფიანი გეგმის გამოყენებით.

რ. სოლომონის მიერ შემუსავებული 3 საკონტროლო ჯგუფიანი ექსპერიმენტის გეგმა.მისი შედეგის ფორმულაა: შედეგი = [ ( საკონტროლო ტესტი E - წინასწარი ტესტი E ) – ( საკონტროლო ტესტი K1 - წინასწარი ტესტი K1 ) ] – [ ( საკონტროლო ტესტი K2 ) + ( საკონტროლო ტესტი E - საკონტროლო ტესტი K3 ) ].

ამ გეგმაში დამატებულია მესამე საკონტროლო ჯგუფი, რომელსაც არ მიუღია არც წინასწარი ტესტი, არც სტიმული. წინასწარი და საკონტროლო ტესტების შეფასებებს შორის ნებისმიერი განსხვავება შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ უცხო ფაქტორების ზეგავლენის შედეგად. თუ ჩვენ შეგვიძლია გამოვაკლოთ ეს სხვაობა ექსპერიმენტის შედეგს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია აღმოვფხვრათ უცხო ფაქტორების ზეგავლენის შედეგი და ის ცვლილებები, რომელნიც უჩნდებათ გამოსაცდელ პირებს ასეთი ზეგავლენის შედეგად. აგრეთვე შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, რომ შევძლებთ გამოვრიცხოთ ალტერნატიული ჰიპოთეზა, რომელიც გულისხმობს, რომ სწორედ ეს ზეგავლენა გახდა ექსპერიმენტულ ჯგუფებში 1-დან მე-3 მომენტამდე შეფასების შეცვლის მიზეზი და არა დამოუკიდებელი ცვლადი.

სიძნელე შედგება იმაში, რომ საკონტროლო ჯგუფს №3 არ შეეხო წინასწარი ტესტი. როგორ გავარკვიოთ, რამდენად შეიცვალა ამ გამოსაცდელ პირთა შეფასებები 1-დან მე-2 მომენტამდე? თუ ყველა ჩვენი ჯგუფი არსებითად ერთგვარია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წინასწარი ტესტის მათი შეფასებები თითქმის ერთნაირია და უბრალოდ წინასწარ ტესტში მივუწეროთ საკონტროლო ჯგუფს №3 შეფასება, რომელიც უდრის ექსპერიმენტული და პირველი საკონტროლო ჯგუფის გაშუალედებურ შეფასებას. მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვაკლოთ ეს შეფასება საკონტროლო ტესტში საკონტროლო ჯგუფს №3 იმისათვის, რომ მივიღოთ ცვალებადობის ერთეული, რომელიც უცხო და ბუნებრივი ფაქტორების შედეგად ხდება. ამ ცვალებადობის აღმოფხვრის შემდეგ კი ჩვენ უკვე ნათლად შეგვიძლია დავინახოთ დამოუკიდებელი ცვლადის დამოკიდებულზე ზეგავლენის შედეგი.

                                       

ჯგუფის        ჩამოყალიბება

 

ყოველი აღწერილი ექპერიმენტის გეგმა განკუთვნილია იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ საიმედო ლოგიკური ბაზისი ერთი ცვლადის მეორეზე ზეგავლენის მოხდენის შედეგის გამორკვევის მიზნით. ყოველი გეგმა ეფუძნება ვარაუდს, რომ ყველა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა კვლევაში, ძირითადად ერთგვარია იმ ფაქტორების თვალსაზრისით, რომელთაც  შეეძლოთ ექსპერიმენტის შედეგზე ზეგავლენის მოხდენა.

როგორ შევძლოთ სხვადასხვა ჯგუფის წევრებს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრა? არსებობს ჯგუფის ჩამოყალიბების სამი მიდგომა. უპირველეს ყოვლისა, ესაა შესაბამისობის ზუსტი შერჩევა. იმის შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომელ მახასიათებლებს შეუძლიათ მოახდინონ ძეგავლენა გამოსაცდელ პირთა რეაქციაზე დამოკიდებული ცვლადის მიმართ, ჩვენ ვარჩევთ ექსპერიმენტისათვის გამოსაცდელ პირებს. ყოველი არჩეულისათვის საკონტროლო ჯგუფის შემადგენლობიდან ირჩევა სხვა გამოსაცდელი პირი, რომელსაც იმავე რელევანტური მახასიათებლები აქვს. შედეგად ყალიბდება ორი ჯგუფი, მსგავსი მახასიათებლებით, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ ზეგავლენა მათ რეაქციაზე ექსპერიმენტში.

ამ პროცედურასთან დაკავშირებით ჩნდება რამდენიმე პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ მახასიათებელთა დიდი რაოდენობა, სავსებით შესაძლებელია გაგვიძნელდეს გამოსაცდელ პირთა შერჩევა ზუსტად  ამ დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მოვნახოთ ერთი სქესის, ასაკისა და რასობრივი წარმომადგენლობის ადამიანები, მაგრამ ძნელია ისინი აგრეთვე იყვნენ ერთი პროფესიის, ჰქონდეთ ერთნაირი განათლების დონე და ერთნაირი ხანგრძლივობის მანძილზე ცხოვრობდნენ მოცემულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, თუ თქვენ გვსურთ გამოვიყენოთ კვლევის პროგრამა, რომელიც 2 ან მეტ ჯგუფს გულისხმობს, შეიძლება ძალზედ ძნელი აღმოჩნდეს სამი ან ოთხი პირის მონახვა ერთნაირი მახასიათებლებით. თუ ჩვენს ხელთ არაა პოტენციური გამოსაცდელი პირების საკმაოდ დიდი რესურსი ან საქმე გავქვს უბრალო ექსპერიმენტთან, შესაბამისობის შერჩევა, როგორც გამოსაცდელ პირთა ექსპერიმენტული ჯგუფებში განაწილების საშუალება- შეუძლებელი იქნება.

მეორე მეთოდია- კონტროლი სიხშირის განაწილებაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს ყოველ გამოსაცდელ პირს ყველა დამახასიათებელი ნიშნის მიხედვით. ამის მაგივრად ისინი ნაწილდებიან ჯგუფებში ისე, რომ ყოველ ჯგუფში იყოს ერთი და იგივე საშუალო დამახასიათებელი ნიშნები და ყოველი ნიშნის ერთნაირი განაწილება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერ ვნახოთ ორი გამოსაცდელი პირი ერთნაირი რიგი მახასიათებელი ნიშნებით    ( ასაკი, სქესი, რასობრივი წარმომადგენლობა და პროფესია ), თუმცა ყოველი ჯგუფისათვის დამახასიათებელი იქნება ქალთა და კაცთა ერთი და იგივე რიცხვი, ერთნაირი საშუალო ასაკი და ა.შ.  გარდა ამისა, ჯგუფებში  ამ  ნიშნების წევრთა შორის ძალზედ  ვიწრო  განაწილება იქნება.

კომტროლს სიხშირის განაწილებაზე  უფრო ხშირად იყენებენ პრაქტიკაში, ვიდრე შესაბამისობის ზუსტ შერჩევას, თუმცა მას აქვს ორი არსებითი მინუსი. უპირველეს ყოვლისა, იგი მხოლოდ ერთი ცვლადის გაკონტროლების საშულებას იძლევა. ამ მეთოდის გამოყენებისას, მაგალითად, შეიძლება მივიღოთ ორი ჯგუფი, ერთი და იმავე რაოდენობის გამოსაცდელი პირები, რომელთა ასაკი 40 წელზე ზემოთაა და შავკანიანთა ერთნაირი რაოდენობაა. თუმცა არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ყველა 40 წელს ზემოთ შავკანიანი არ მოხვდება ერთ ჯგუფში, ხოლო ყველა თეთრკანიანი მეორეში. მეორეც, ეს მეთოდი არ იძლევა ფაქტორების გაკონტროლების საშულალებას, რომელნიც ზეგავლენას ახდენენ გამოსაცდელ პირთა რეაქციაზე. თუ ჩვენი თეორია არასრულია ( და იგი ყოველთვის არასრულია ), ჩვენ არ შეგეძლო არ დაგვეყენებინა კონტროლი რომელიმე მნიშვნელოვანი ცვლადის სიხშირის გადანაწილებაზე: თუ მოხდება ისე, რომ საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფები სისტემატურად განსხვავდებიან ამ უკონტროლო ცვლადის მიხედვით, შეიძლება დამახინჯებული შედეგები მივიღოთ.

ჯგუფის ჩამოყალიბების მესამე მეთოდი შესაბამისობის ზუსტ შერჩევასთან შედარებით უფრო მოქნილია. ესაა რანდომიზაციის მეთოდი. გამოსაცდელი პირი, რომელიც არჩეული იქნა ყველა გამოსადეგ  გამომცდელ პირთა  სიიდან, უერთდება ჯგუფს რომელიმე შემთხვევითი პროცესის შედეგად, როგორიცაა შემთხვევითი ციფრების ცხრილი. ნამდვილი რანდომიზაცია არ შეიძლება მიღწეულ იქნეს შემთხვევითი პროცედურების მეშვეობით ( როგორიცაა, რომ შეარჩიო ექსპერიმენტულ ჯგუფში პირველი 30 ადამიანი, რომელთაც გამოთქვეს ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი, ხოლო შემდეგი 30- საკონტროლო ჯგუფში ).

რანდომიზაციას აქვს დიდი უპირატესობა; იგი ქმნის დარწუმებულობის გრძნობას, რომ ყველა ჩვენი ჯგუფი ერთნაირია ყველა მიმართულებით და არა მხოლოდ ცვლადების თვალსაზრისით, რომელთაც  ჩვენ  რელევანტურებად  ვთვლით  ექსპერიმენტისათვის, რადგან დიდი რაოდენობის გამოსაცდელ  პირთა  შერჩევისას ჯგუფებში  შემთხვევითი  განაწილება  გამოსაცდელ პირთა შორის  განსხვავების ნეიტრალიზაციას უზრუნველყოფს. ასე რომ, რანდომიზაცია შესაძლებლობას გვაძლევს გამოვრიცხოთ ნებისმიერი ალტერნატიული კონკურირებადი ჰიპოთეზა, რომელიც ამტკიცებს, რომ დაკვირვებული შედეგები ჯგუფებს შორის რაღაც სისტემატური განსხვავებებით აიხსნება; იგი არის წარმატებული ლაბორატორიული ექსპერიმენტის გასაღები.

 

            საველე ექსპერიმენტები და არაექსპერიმენტული გეგმები

 

პოლიტოლოგები თავისი საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე იშვიათად  არიან ლაბორატორიაში. ისინი მოვლენებს უფრო ბუნებრივ გარემოში აკვირდებიან, სადაც იმ ფაქტორთა გაკონტროლების ნაკლები შესაძლებოლობაა, რომელსაც კვლევის შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, როცა მკვლევარებს შეუძლიათ მართონ დამოუკიდებული ცვლადი და აკონტროლონ გამოსაცდელ პირთა რეაქცია, მაგრამ არ შეუძლიათ აკონტროლონ სიტუაციის სხვა ასპექტები, მათ შეუძლიათ ჩაატარონ  საველე  ექსპერიმენტები. ამ კვლევებში  გამოიყენება ექსპეიმენტული გეგმა, რომელშიც გამოსაცდელი პირები სისტემატურად ნაწილდებიან ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში. საველე ექსპერიმენტის მაგალითია სხვადასხვა ექსპერიმენტი  „უარყოფითი შემოსავლითი გადასახადის“  შესახებ, რომელიც აშშ-ში  ჩაატარეს. ეს კვლევები გამოიყენეს ავტომატური საქველმოქმედო გადარიცხვის ( უარყოფითი საშემოსავლო გადასახადის სახით გამომჟღავნდებოდა ) საკვლევ პირთა ცხოვრების წესსა და სამსახურეობრივ მონდომებაზე  მოხდენილი  ზეგავლენის გასაზომად. მკვლევარებს შეეძლოთ კაეკოტროლებინათ, გამოსაცდელ პირთაგან რომელმა მიიღო გადმორიცხვა უარყოფითი საშემოსავლო  გადასახადის სახით , მაგრამ  მათ არ შეეძლოთ გაეკონტროლებინათ სიტუაციის სხვა რელევანტური ასპექტები. მაგალითად, მკვლევარებს  არ  შეუძლიათ უზრუნველყონ  გამოსაცდელი  პირის  ჯანმრთელობისა  და  ოჯახური  სტატუსის  შენარჩუნება  ან მოცემულ  ადგილში  სამსახურის  მეღების  შესაძლებლობა. ასეთი  მდგომარეობა  ქმნიდა  სიძნელეებს  გამოსაცდელ  პირთა  ქცევის  შეცვლის  სხვა  მიზეზთან  დადებითი  გადასახადის  ზეგავლენის  გამოვლენის  დროს. თუმცა მას  ჰქონდა  უპირატესობა- იგი იძლეოდა პრაქტიკაზე უარყოფითი შემოსავლითი გადასახადის  ზეგავლენის შემოწმების საშუალებას. ლაბორატორული ექსპერიმენტი, მისი ორგანიზებაც რომ შევძლოთ, არ იქნებოდა ისეთივე წარმატებული, რადგან არ შეიძლება ვიყოთ  დარწმუნებულები, რომ შედეგები, მიღებული ასეთ ხელოვნურ პირობებში, ზუსტად  ასახავენ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება. და სწორედ ესაა საველე ექსპერიმენტების მთავარი უპირატესობა   ლაბორატორილულ   კვლევასთან   შედარებით.

საველე ექსპერიმენტებში მკვლევარები უფრო დიდი გულმოდგინებით არჩევენ გამოსაცდელ პირებს და ახორციელებენ შემთხვევით განაწილებას ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში, რათა როგორმე მაინც აკონტროლონ ფონური მახასიათებლები, რომელსაც შეუძლიათ მოახდინონ ძეგავლენა შედეგებზე. ისინი ასევე ყურადღებით აკვირდებიან იმ მოვლენებს, რომელშიც გამოსაცდელი პირები მთელი ექსპერიმენტის მანძილზე იმყოფებიან, რათა გამორიცხონ ალტერნატიული ჰიპოთეზები, რომლებსაც შასაბამისობაში მოყავთ გამოკვლეული შედეგები გარე მოვლენებთან, ექსპერიმენტის დროს რომ ვითარდება ( მაგალითად, ყველა ის გამოსაკვლევი პირი, რომელთაც ჯამრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლოთ მუშაობა, გამოირიცხნენ ექსპერიმენტიდან უარყოფითი შემოსავლითი გადასახადის შესახებ ისე, რომ მათი არასამუშაო მდგომარეობა არ იქნა ინტერპრეტირებული   როგორც   რეაქცია   საქველმოქმედო   შემოსავალზე ).

ბევრ შემთხვევაში პოლიტოლოგებს არ შეუძლიათ მართონ დამოუკიდებელი ცვლადიც კი. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ძნელია დაარწმუნო ერთი ხალხი მოახდინონ რევოლუცია, ხოლო მეორეები- ადროვონ მისი მოხდება ისე, რომ ჩატარო საველე კვლევა პოლიტიკურ განვითარებაზე რევოლუციის ზეგავლენის შესახებ. რაც უფრო ძნელია საკვლევი ობიექტი, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ შევძლებთ მის გაკონტროლებას. ამ პირობებში მკვლევარები უნდა შეეცადონ მიუახლოვდნენ ექსპერიმენტულ გეგმას ( თუ როგორ აღწერილი იქნება შემდეგ ნაწილში )   ან   მიმართონ   არაექსპერიმენტალურ   გეგმას.

არაექსპერიმენტალურ კვლევებში მკვლევარებს არ შეუძლიათ კააგონტროლონ გასაცდელ პირთა ექსპერიმენტულ ჯგუფებში განაწილება, არც დამოუკიდებელის ცვლადის გავრცელება, არც დამოკიდებული ცვლადისათვის წინასწარი შეფასების მიღება. ისინი იძულებულნი არიან გამოიყენონ ის, რაცსაც უწოდენებ  პოსტფაქტუმის  პროგრამას, რომელშიც ერთადერთი დაკვირვება ხორციელდება მის შემდეგ, რაც მოხდება სავარაუდო კაუზალური მოვლენა. ზოგჯერ შეიძლება დაემატოს ერთნაირი გამოსაკვლევი პირების  „საკონტროლო ჯგუფი“ , რომელნიც არ ექვემდებარებიან დამოკიდებული ცვლადის ზემოქმედებას და სხვაობა ორი ჯგუფის შეფასებებში უკავშირდება დამოკიდებული ცვლადის ზეგავლენას. თუმცა ასეთი გეგმები არ გვაძლევენ დამოკიდებული ცვლადის ზეგავლენის შესახებ საიმედო დასკვნების გაკეთების საშუალებას, რადგან არ იძლევიან უბრალო ალტრენატიული ჰიპოთეზების გამორიცხვის საშუალებას. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული იმაშიც კი, რომ დამოკიდებული ცვლადის, რომელსაც დამოუკიდებელი ცვლდის ზემოქმედების შემდეგ ვაკვირდებით, მნიშვნელობა როგორმე მაინც განსხვავდება დამოკიდებული ცვლადის მნიშვნელობისაგან ამ ზემოქმედებამდე. არაექსპერიმენტული გეგმები შეეფერება მხოლოდ აღწერით   და   სამძებრო,  მაგრამ   არა   ახსნით   კვლევებს.

 

                                       კვაზიექსპერიმენტული     გეგმები

 

კვლევითი გეგმების უმრავლესობა, რომელსაც პოლიტოლოგები იყენებენ, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც კვაზიექსპერიმენტალური. ასეთ კვლევებში შეუძლებელია ვაკონტროლოთ დამოუკიდებელი ცვლადის ზეგავლენა ან პირობები, რომელშიც იგი ხდება. თუმცა მკვლევარები ცდილობენ ექსპერიმენტული გეგმის იმიტაცია მოახდინონ, ან შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია, ან მონაცემთა ანალიზის მეთოდი გამოიყენონ. სწორედ შედგენილი კვაზიექსპერიმენტული გეგმები გვაძლევენ ისეთ შესაძლებლობას, ნამდვილი ექსპერიმენტის ყველა საკონტროლო მახასიათებლები რომ იყოს გამოყენებული. ისინი მიზეზობრივი დასკვნების   სანდო   ლოგიკურ   საფუძველს   წარმოადგენენ.

შესაძლოა, პოლიტოლოგიაში კვაზიექსპერიმენტული გეგმების ყველაზე უბრალო ტიპი იყოს ექსპერიმენტი  ex post facto. ამ ექსპერიმენტის მსვლელობისას მკვლევარები ახორციელებენ ერთ დაკვირვებას და აგროვებენ მონაცემებს დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების შესახებ და აგრეთვე, ყველა სხვა ცვლადზე, რომლებიც მათი აზრით, უნდა ვაკონტროლოთ. თუ, მაგალითად, გვსურს გამოვიკვლიოთ უმაღლესი განათლების ზეგავლენა ამამორჩევლების ქცევაზე, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ კვლევა შემთხვევით ამორჩეულ გამოსაცდელ პირებზე. შემდეგ ჩვენ მონაცემების ანალიზს ვაკეთებთ, რათა დავადგინოთ, მართლია თუ არა, რომ სხვა მიმართებაში ( მაგალითდ, რასობრივი წარმომადგენლობის, სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის თვალსაზრისით ) ერთნაირი ადამიანები, მაგრამ განათლების სხვადასხვა დონით, განსხვავებულად აძლევენ ხმას. ამისათვის არსებობს უფრო ზუსტი სტატუსტიკური მეთოდები, ისე რომ შევძლოთ სხვა ცვლადების სხვადასხვა კატეგორიაში განათლებასა და არჩევნებში მონაწილეობას შორის დამოკიდებულების გამოკვლევა. მაგალითად, რომ განვიხილოთ მხოლოდ ქალები და მხოლოდ მამაკაცები, რომლებიც   დადიოდნენ   ან   არ   დადიოდნენ   კოლეჯში.

ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ ისე, რომ მაგალითად, დაგვეწყო ექპერიმენტი მრავალი წლის წინათ: დაგვეყო ადამიანები ექსპერიმენტულ ჯგუფებად, გაგვეანალიზებინა, თუ როგორ მოქმედებს უმაღლესი განათლება ( დამოუკიდებელი ცვლადი ) მათი არჩევანის მოტივებზე; ხოლო შემდეგ, კიდევ გამოვიკვლევდით მათ, რათა გაგვეგო, როგორ იმოქმედა უმაღლესმა განათლებამ არჩევნებში მათ მონაწილეობაზე. ჩვენი არჩევანის ის წევრები, რომლებსაც არ აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება, მაგრამ სხვა მიმართებით ჰგვანან მათ, ვისაც აქვს, გამოდიან საკონტროლო ჯგუფის სახით. რადგანაც ჩვენ არ გვქონია წინასწარი ტესტი, არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორედ უმაღლესი განათლებაა გამოკვლეული ხმის მიცემის განსხვავებების მიზეზი. მაგრამ კვლევის პროცესში მოპოვებული დამატებითი მონაცემების გამოყენებით, შეგვიძლია გამოვრიცხოთ რამდენიმე შესაძლო კონკურირებადი ჰიპოთეზა და ვიმედოვნოთ, რომ შემთხვევითობაზე დაფუძნებული არჩეულთა ჯგუფების ჩამოყალიბება გაანეიტრალებს ცვლადის ზეგავლენას, რომლის გაკონტროლება მონაცემთა ანალიზის დროს არ შეგვიძლია.

არის სიტუაციები, როდესაც არ შეგვიძლია შემთხვევითი არჩევანის გამოყენება და შედარებითი საკონტროლო ჯგუფების შერჩევა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის ერთეულთა რაოდენობა პატარაა ან უნიკალურია რელევანტური ასპექტების თვალსაზრისით. ამის მაგალიათია, როცა ქალაქის ხელმძღვანელობას სურს დაადგინოს ადმინისტარციული რეფორმირების ზეგავლენა მუნიციპალური მომსახურეობის ღირებულობაზე. ამ კითხვაზე საპასუხოდ, პოლიტოლოგები იყენებენ სხვა გავრცელებულ გეგმას, რომელიც ცნობილია დროის ( ან დროებითი )  რიგის   ათვლის   სახელით.

დროის ( ან დროებითი ) რიგის გეგმებში მკვლევარი ახორციელებს რამდენიმე დაკვირვებას როგორც მანამდე, ასევე რომელიმე კაუზალური მოვლენის შემოტანის შემდეგ და ადარებს დამოკიდებული ცვლადის მნიშვნელობას, ასეთ შემოტანამდე და შემდეგ. ჩვენს მაგალითში პოლიტოლოგებს შეუძლიათ გამოიყენონ საქალაქო არქივი იმისათვის, რომ შედარონ მუნიციპალური მომსახურების ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე ადმინისტრაციულ რეფორმირებამდე და მის შემდეგ.

შეიძლება ითქვას, რომ დროის ( ან დროებითი ) რიგის გაზომვის გეგმებს საკონტროლო ჯგუფში ერთი და იმავე ობიექტს წარმოადგენს, ოღონდ უფრო ადრეულ ეტაპზე.

მიუხედევად იმისა, რომ ამ ტიპის გეგმებს მრავალი დადებითი და ძლიერი მხარე აქვს, მას აგრეთვე სისუსტეებიც აქვს: ბევრ შემთხვევაში არ გვაქვს საკონტროლო ჯგუფი და ამიტომ დაიმედებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორია დამოუკიდებელი ცვლადის ზეგავლენის შედეგები, რადგან არ ვიცით ზუსტად როგორი იქნებოდა დამოკიდებული ცვლადის მნიშვნელობა დამოუკიდებელი ცვლადის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიავრაუდოთ, რომ საწყისი ტენდენცია შენარჩუნდება. მაგრამ მრავალი მიზეზის გამო, შეიძლება შეცდომა აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი- არის რეგრესია საშუალოსაკენ.  ეს მოვლენა ეჭვქვეშ აყენებს დასკვნების ვალიდობას, რომლებიც მრავალი კვლევითი   გეგმის   საფუძველზეა   გაკეთებული.

ყველაზე ზოგადად რეგრესია საშუალოსაკენ - ესაა პროცესი, რომლის დროსაც კვლევის ობიექტები, რომლებსაც გარკვეულ მომენტში აქვთ დამოკიდებელი ცვლადის მნიშვნელობა, შემდეგი გამოკვლევებისას ბუნებრივი გზით ცდილობენ დაუბრუნდნენ ამ ცვლადის მნიშვნელობას, რომელიც უფრო ახლოა საშუალოსთან. იმისდა მიუხედავად, თუ საშუალოსაკენ რეგრესია კვლევის დროს ხდება, მკვლევარმა შეიძლება შეცდომით ბუნებრივი რეგრესია დამოკიდებული ცვლადის ზეგავლენის შედეგი ეგონოს. ეს შეიძლება პრობლემა გახდეს იმ შემთხვევაში, როცა კვლევის ობიექტები დამოუკიდებული ცვლადის ზეგავლენას ექვემდებარებიან  სწორედ იმიტომ, რომ მათ უჩნდებათ დამოკიდებული ცვლადის უჩვეულო მნიშვნელობები.

აგრეთვე არსებობს დროის ( ან დროებითი ) კონტროლირებადი რიგის გეგმები. აქ ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს ობიექტზე, რომელიც ყველა არსებით მიმართებაში გამოსაკვლევი ობიექტის იდენტურია, მაგრამ არ დაექვემდებარა დამოუკიდებელი ცვლადის ზემოქმედებას. და ამ ობიექტს გამოვიყენებთ საკონტროლოს სახით დამოუკიდებელი ცვლადის შედეგის შეფასებისას.

 

                         კვლევის      გეგმის     შერჩევა

 

არსებობს სხვა ექსპერიმენტული და კვაზიექსპერიმენტული გეგმები, რომლებიც ჯერ არ გაგვინხილია. ნებისმიერი კვლევის გეგმა დამოკიდებულია მის კონკრეტულ შედეგზე, ხოლო გეგმათა ბაზის ფარგლები თქვენს გამომგონებლობაზეა დამოკიდებული. ჩვენ არა მხოლოდ ვირჩევთ, არამედ ვქმნით კიდევაც გეგმას, რომელიც გეგმის კონკრეტულ შემთხვევას შეეფერება. თუმცა ძირითადად ჩვენ მაინც გეგმათა ერთ-ერთ  წამყვან ტიპს ვირჩევთ. გეგმის შემუშავებისას მკვლევარები ხელმძღვანელობენ სამი ძირითადი ფაქტორით: ვალიდობის მოთხოვნით, საშუალებათა   არსებობითა   და   პროფესიული   ეთიკით.

გეგმის მიზანი ახსნით კვლევებში არის ის, რომ მოგვცეს საშუალება, გამოვიტანოთ ვალიდური დასკვნები ცვლადებს შორის მიზეზობრივი ურთიერთობის შესახებ. შესაბამისად, შედეგის   ვალიდობის   გარანტია  უმთავრეს   როლს   ასრულებს   გეგმის   შემუშავებისას.

ემპირიულ კვლევებთან დაკავშირებულია ვალიდობის ორი ძირითადი ტიპი: შიდა ვალიდობა და გარე ვალიდობა. შიდა ვალიდობას  აქვს კავშირი იმ საიმედო ლოგიკურ ბაზისთან, რომელსაც წარმოადგენს გეგმა დასკვნის გამოსატანად, იწვევს თუ არა დამოუკიდებელი ცვლადი დამოკიდებული ცვლადის შეცვლას. გარე ვალიდობას   აქვს კავშირი მიღებული მონაცემების განზოგადების შესაძლებლობასთან. მაგალითად, საველე ექსპერიმენტს, რაც გულისხმობს იმის დადგენას, თუ რა ზეგავლენას ახდენს მანქანით სარგებოლობა საწვავზე ფასის ზრდის  დროს, არ აქვს გარე ვალიდობა, თუ იგი ხორციელდება ისეთ ჯგუფში, სადაც ოჯახის წლიური 100 000 დოლარს აღემატება, რადგან არ შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ საშუალო ან დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ხალხი იგივენაირად მოიქცევა.

 

             ფაქტები,  რომლებიც   ემუქრება   ვალიდობას

 

შიდა ვალიდობის ფაქტორები:

1.      ისტორია: მოვლენები, რომლებსაც შუძლიათ შეცვალონ საკონტროლო ტესტის მონაცემები და ვითარდებიან წინასწარ და საკონტროლო ტესტ შორის არსებულ დროის მონაკვეთში;

2.      გავნითარება: ბუნებრივი ცვლილებები, რომლებიც დროთა განმავლობაში ზეგავლენას ახდენენ დამოკიდებული ცვლადის შეფასებებზე დამოუკიდებე ცვლადთან ყოველგვარი კავშირის გარეშეც კი ( მაგალითად, გადაღლილობა, ფიზიკური დაბერება );

3.      არასტაბილურობა: ფიქსირებულ მნიშვნელობებში შემთხვევითი ცვლა, რომლებიც არასაიმედო გაზომვების ან გამოსაცდელ პირთა არაშესაფერისი არჩევის შედეგად წარმოიშვება;

4.      ტესტირება:   უკვე   აღწერილი   ტესტ-ეფექტი;

5.      ინსტრუმენტები: გამოყენებული გაზომვითი საშუალებებს შორის არსებული სხვაობა, რომელიც ქმნის ვარიაციებს შეფასებებში, რომლებიც დამოკუკიდებელი ცვლადის ზეგავლენასთან არაა კავშირში ( მაგალითად, შეხედულებათა სხვადასხაობა გასაცდელ პირთა შორის );

6.      რეგრესიის არტეფაქტები: ცვლილებები, რომლებიც საშულოსაკენ რეგრესიის შედეგად წარმოიშვება;

7.      შერჩევა: განსხვავება შეფასებებში, რომელიც ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების ფორმირების დიფერენციული მიდგომის შედეგად ხდება;

8.      სიკვდილიანობა ექსპერიმენტში: ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში დანაკარგების   სხვადასხვა   რაოდენობა;

9.      შერჩევისა და განვითარების ურთიერთ ზემოქმედება: შერჩევის პროცესის არამიმდევრულად ჩატარება, რაც ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში განვითარების სხვადასხვა დონეს იწვევს.

 

 

 

გარე ვალიდობის ფაქტორები

1.      ტესტირების შედეგების ურთიერთმოქმედება: წინასწარი ტესტი გარკვეული დოზით მგრძნობელობას ამჟღავნებს გამოსაცდელ პირთა დამოუკიდებელი ცვლადის მიმართ;

2.      შერჩევისა  და  ექსპერიმენტის  ჩატარების  ერთმანეთზე  ურთიერთმოქმედება;

3.      ექსპერიმენტის მდგომარეობის რეაქტიული ზაგავლენა: ექსპერიმენტის პირობები შეძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას;

4.      რამდენიმე კვლევის ინტერფერენცია: თუ ერთდროულად ერთზე მეტ ექსპერიმენტს ვატარებთ, შეიძლება მოხდეს ცვლილებები, რომლებიც არ იქნებოდა, ეს ექსპერიმენტები ცალ-ცალკე რომ ჩაგვეტარებინა;

5.      გაზომვის არარელევანტური მონაცემები: შეიძლება მოხდეს არარელევანტური კომპონენტების წარმოშობა, რომელიც ცვლილების ილუზიას ქმნის, ან მალავს რეალურ ცვლილებებს;

6.      კვლევის არარელევანტური გამეორება: როდესაც დამოუკიდებელი ცვლადი რთული მოვლენაა ( ციხეში ყოფნა ამერიკული პროგრამის მაგალითზე, ან უმაღლესი განთლება ), მკვლევარს შეიძლება გაუჭირდეს იმ ასპექტის გამოყოფა, რაც რეალურად იწვევს ცვლილებას;

 

იდეალურად კვლევაში გამოყენებულ უნდა იქნეს გეგმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვრიცხოთ რაც შეიძლება მეტი ვალიდობისათვის საშიში ფაქტორი. თუმცა საუკეთესო გეგმაც კი უსარგებლო იქნება, თუ მისი განხორციელება არ შეიძლება. ჯობია საერთოდ უარი თქვათ კვლევის ჩატარებაზე, ვიდრე ჩაატარო ცუდი, რომლის შედეგად არასწორ დასკვნებამდე შეიძლება მივიდეთ.

აგრეთვე გასათვალისწინებელია პროფესიული ეთიკა. რამდენად შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამ კვლევის შედეგად ვინმე დაზარალდეს, ან რამდენად დიდი სარგებელი მოაქვს მას საზოგადოებისათვის და ღირს თუ არა ამად?? თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი სახელძღვანელო პრინციპი, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოგვადგება,არის- მეცნიერება არსებობს თავისთვის და არის ინსტრუმენტი, რომლიც მთელ კაცობრიობას ემსახურება.

 

 

                                            

 

No comments:

Post a Comment